Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც...

მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ – მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდგეთ

63

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იგრძნობა და აშკარად შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ – მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდგეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და საფუძველშივე მოისპოს ყველანაირი მცდელობა, რაც შეიძლება საქართველოს პაიკის სახით აღქმას ითვალისწინებდეს, – აღნიშნული გაცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას გააკეთა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და პოზიცია ქვეყნისთვის პრიორიტეტულ, მნიშვნელოვან საკითხებზეა წარმოდგენილი”.

„განსაკუთრებულად შეფასებას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხი მოითხოვს. მოწოდებაა საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ ახლა ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რაც პარტნიორებთან არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რაზეც კითხვა დაისვა, არსებობს კითხვები, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა და შეხვედრის დადასტურებამ გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ამ თემასა და გარკვეულ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. უმჯობესია, დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here