Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: საქართველოს ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს რუსეთის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა...

მიხეილ ჟღენტი: საქართველოს ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს რუსეთის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა _ ეს გარდაუვალია

“სანამ დიღომში იარსებებს მეფისნაცვლის რეზიდენცია, მანამდე ირბენს ეს ხროვა ლიაკას თამადობით”

718

19 მაისს, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისით პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა.

თბილისის აეროპორტში მოსკოვიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის  მოწინააღმდეგენი დახვდნენ. ისინი ბევრნი არ ყოფილან, მაგრამ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ამიტომ მგზავრების დასაცავად საჭირო შეიქნა პოლიციის ჩართულობა.

აეროპორტში საპროტესტო აქცია ყავლგასულმა პოლიტიკოსებმა და მათმა მომხრეებმა გამართეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია და მისი სიტყვები, რომ არ იმგზავრებდა ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისისთვითმფინავით: “ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტსაირზენაზე“. ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. აღნიშნული ავიაკომპანიის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ამინიციატივასასე უპასუხა: “ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, სანამ ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დავუშვებთ”.

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება.

_ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვიდან პირველი რეისით ჩამოფრინდით თბილისში. აქ კი საპროტესტო აქციით დაგხვდნენ. ვინ არიან ეს ადამიანები და რა სურთ მათ?

_ უწინარესად, მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი, ვიტყოდი, ისტორიული გამარჯვება, რომელსაც ვიზების გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა ჰქვია. ჩვენი ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” და რუსეთის სათათბიროს დსთ-ის კომიტეტის მიერ 2022 წლის 7 დეკემბერს წამოწყებული საქმე წარმატებით დასრულდა _ გაუქმდა სავიზო რეჟიმი და აღდგა პირდაპირი ფრენები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში. უწინარესად, ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” და მის თავმჯდომარე  მერაბ ჭიქაშვილს; დელეგაციის წევრებს: ვალერი კვარაცხელიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, თემურ ფიფიას, თემურ მაისურაძესა და ყველა კოლეგას, რომლებიც 2022 წლის 7 დეკემბრიდან ჩართული იყვნენ ამ მამულიშვილურ საქმეში. განსაკუთებული მადლობა რუს ხალხს, მათ პრეზიდენტსა და სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის კომიტეტის თავმჯომარის პირველ მოადგილეს, ბატონ კაზბეკ ტაისაევს.

პირველი რეისი _ ეს იყო ჩვენი ე.წ. ლიბერალური ოპოზიციის სრული კრახი. მათ თვითონ მიანიჭეს ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა და თვითონვე დაზიანდნენ. როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი ხარობს სავიზო რეჟიმის გაუქმებითა და პირდაპირი ფრენებით, შენ კი ამას ებრძვი, უკვე დამარცხებული ხარ, ლიბერალო! მათ სურთ, არ მოაკლდეთ ფინანსები თავიანთი პატრონებისგან და, როგორც 30 წლის განმავლობაში პარაზიტობდნენ ქართველი ხალხის ხარჯზე, ასევე განაგრძონ. ხელისუფლებამ, რაც შეეძლო, გააკეთა, მადლობა საპატრულო პოლიციას! სანამ დიღომში იარსებებს მეფისნაცვლის რეზიდენცია, მანამდე ირბენს ეს ხროვა ლიაკას თამადობით. საქართველო მხოლოდ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს სუვერენიტეტის დასაბრუნებლად.

_ აეროპორტში რომ არ დააკავეს აგრესიულად განწყობილი .. ლიბერალები, ისინი მეორე დღეს ყვარელში ჩასულ რუს სტუმრებს სამარცხვინოდ დაესხნენ თავს. სწორედ ასეთი ქმედებებისთვის შეწყდა პირდაპირი ავიარეისები რამდენიმე წლის წინათ. შეიძლება, ახლაც განმეორდეს მსგავსი რამ?

_ უღირსი საქციელი ჩაიდინეს ყვარელში. ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს ქართველი ხალხი ძალიან მძიმე პასუხს გასცემს მათ ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციებს. ვიმედოვნებ, რუსებიც ხვდებიან, რა ბრბოსთან აქვთ საქმე.

_ თქვენ ხშირად წერთ, სამომავლოდ კარგი სიახლეები იქნება მოსკოვიდანო. აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები? გაიხსნება რკინიგზა აფხაზეთისკენ? რა სიახლეებზე საუბრობთ?

_ დიახ, მე და ჩვენი დელეგაცია იმედიანად დავბრუნდით მოსკოვიდან. სულ რამდენიმე მაგალითს მოგახსენებთ. ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააყენა საკითხი იმ მოქალაქეების ამნისტიის შესახებ, რომლებიც 2006 წელს გამოაძევეს რუსეთიდან. აგრეთვე, ლაპარაკია ლეგალურ დასაქმებაზე, განათლების უფასოდ მიღებასა და ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსებაზე. რაც შეეხება რკინიგზას, ჩემი სუბიექტური აზრით, ის აუცილებლად გაიხსნება, ისე, როგორც ვამბობდი, რომ აუცილებლად მოხდებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა. დიპლომატიური ურთიერთობის აღდენა კი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

_ ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს. მართალია, ხელს არ უშლის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ არც ინიციატივას იჩენს. არ დადგა დრო, რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების რეგულირებაში ორივე ქვეყნის ხელისუფლებები ჩაერთონ?

_ მჯერა, ბატონი პრემიერი გამოიჩენს მეტ გამბედაობას და იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მას სხვა გზა არ აქვს.

დასავლეთი მიდის, აღმოსავლეთი მოდის, “3+3” ფორმატი დგას დღის წესრიგში _ დიდი სატრანზიტო დერეფანი ირანსა  და აზიაზე, მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის რიგითი ადამიანებისთვის. დანარჩენი ნაკლებად მაღელვებს.

საქართველოს ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან,  მოუწევს რუსეთის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა _ ეს გარდაუვალია. იმედს ვიტოვებ, რომ სწრაფად მოხდება ეს შეხვედრა. არის დახურული თემები, რომლებიც სახალხო დიპლომატიით ვერ მოგვარდება.

_ საინტერესოა თქვენი აზრი სალომე ზურაბიშვილის გამოხდომებზე, მის კომენტარებსა და საქციელზე

_ ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი. ის არის კარიკატურული პერსონაჟი ჟურნალ ,,ნიანგიდან”  ან გადაცემა “ოქროპირიდან”… ეს უჯიშო, მოღალატე მენშევიკის შთამომავალი ჯერ სააკაშვილს შეტენეს, მერეოცნებასჩაუდეს. ქალი გონზე არ არის, რას აკეთებს. ან უარესი _ შეგნებულად მტრობს ქვეყანას. მე უფრო მეორე მგონია _ შეგნებული მოღალატეა.

პრეზიდენტი არ მიესალმოს მილიონი ქართველისთვის ყოფითი პორობების გაუმჯობესებას, პირველად მესმის. მოკლედ, ეს “პარიჟანკა” მომავალ არჩევნებზე ლიბერალებს გაჰყვება პოლიტიკურ მოუსავლეთში ან პარიზში…

ეს ის ქალია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობისას რუსებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხვეწებიდა. ამას პოლიტპროსტიტუცია ჰქვია.

მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მოსკოვში მოლაპარაკებებზე დავდიოდით ამ სასიხარულო საქმის გადასაწყვეტად, გვერდით გვედგა, გვამხნევებდა და ძალას გვმატებდა. მადლობა თქვენს კოლექტივს თავდაუზოგავი და შეუფასებელი შრომისთვის. ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე მავანს ჰგონია!

“ჩვენის საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ”!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here