გეორგიევსკი

    (ეს რა გვიქნეს?!)

    ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
    ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე

    ეს ინფორმაცია კი არ გავრცელდა, ბომბივით გასკდა და სატელევიზიო ეთერებიდან მთელ ქვეყანაში ნამსხვრევებივით მიმოიფანტა:

    „საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვფარცხალაძე გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდამჭერ მოხალისეთა ქვედანაყოფის ჩამოყალიბება. როგორც ის რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე მიწვევის შემდეგ მიიღო. ფარცხალაძის თქმით, .. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გვერდზე ვერ გადგებოდა და გადაწყვიტა, რუს სამხედრო მოსამსახურეებს დახმარებოდა”.

    რატომ ვამბობ, ინფორმაია კი არ გავრცელდა, ბომბივით გასკდა-მეთქი:

    “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შარმანაშვილმა, გარეწარი უწოდა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. „ქართველი კაცი ბატალიონს რომ შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ შეიარაღებულ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი”, – თქვა შარმანაშვილმა ინფორმაციის შეფასებისას. დეპუტატი ამბობს: „სახელმწიფო ორგანოებს მასზე გამოცხადებული აქვთ ძებნა. თუ მას დავაკავებთ, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება საპატიმრო დაწესებულებაში. ის კაცი ჩემს თვალში არის დამნაშავე, რომელსაც ვეძებთ. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა დატოვე, შენი სამშობლო მაინც ხომ არის საქართველო?!”

    ბატონი შარმანაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავს, მაგრამ ეს არ არბილებს საკითხის (პრობლემის) აქტუალურობას. ამგვარი აზრი მხოლოდ შარმანაშვილს არ გამოუთქვამს, ანალოგიურად მსჯელობენ ე.წ. ოპოზიციის წევრები და დასავლეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებები.

    ერთ-ერთი ბლოგერი („კვირის პალიტრაში”) ასე მსჯელობს: „დამოუკიდებელი საქართველოს ოცდათხუთმეტწლიან ისტორიაში ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი გაქცეულა და თავი შეუფარებია რუსეთისთვის, მიუღია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც და სამშობლოს წინააღმდეგ ფარულად ეხმარებოდა კიდეც რუსეთის სპეცსამსახურებს, მაგრამ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მაინც პირველია, რომელიც ღიად გამოდის საბრძოლო ქვედანაყოფის ჩამოყალიბების ინიციატივით, რომელმაც პერსპექტივაში „ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებაში დიდი როლი უნდა ითამაშოს”. თუ ვის გულისხმობს ამაში ორგვარიანი, უკვე რუსეთის მოქალაქე, ადვილი მისახვედრია მის მიერვე დაანონსებული „გეორგიევსკის“ ინტერნაციონალური ქვედანაყოფით – ათეულით, ოცეულითა თუ ასეულით ან სულაც ბატალიონით, იგი 21-ე საუკუნის ორჯონიკიძესავით ამჯერად რუსეთის სამფეროვანი დროშით შემოუძღვება პუტინის არმიას თბილისში?”

    ასეთია შიში, რომელმაც ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ორივე მხარე (როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია) მოიცვა.

    ჩემო მკითხველო, აქ შევჩერდეთ, ოდნავ გამოვფხიზლდეთ, მოდუნებული ყურადღების კონცენტრაცია ვცადოთ და საკითხს არა ანგაჟირებული, არამედ გავლენებისგან დაუმძიმებელი, აკვიატებებისგან თავისუფალი და მაქსიმალურად ობიექტური ანალიზის პოზიციებიდან შევხედოთ. ჯერ თვითონ ფარცხალაძეს მოვუსმინოთ, რა არის მისი ქცევის მოტივი და როგორ უხსნის იგი ქართველ ხალხს მის ამ გადაწყვეტილებას:

    „რუსეთის პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის, მიერ 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მოხალისეთა კორპუს „არბატის“ შემადგენლობაში სამხედრო სამსახური დამეწყო, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე. „არბატში“ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მოხალისეთა ინტერნაციონალური ქვედანაყოფის – „გეორგიევსკის“ შექმნა გადავწყვიტეთ. ქვედანაყოფ „გეორგიევსკის“ შემადგენლობას უერთდებიან მოხალისეები, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიასა და საუკუნოვან ძმობას აფასებენ. მათი მთავარი მოტივაციაა ქრისტიანული სარწმუნოების, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი თავს ძალით გვახვევს. მათთვის რუსეთი ნორმალური და ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან. რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს რუსები და ქართველები კვლავ ერთად აღმართავენ. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანების, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, „გეორგიევსკი“ – ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს. ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

    აქ ორი ძირითადი ხაზია წარმოდგენილი:

    პირველი: „ქვედანაყოფ „გეორგიევსკის“ შემადგენლობას უერთდებიან მოხალისეები, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიასა და საუკუნოვან ძმობას აფასებენ. მათი მთავარი მოტივაციაა, ქრისტიანული სარწმუნოების, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი თავს ძალით გვახვევს”.

    მეორე: „მათთვის რუსეთი ნორმალური და ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან. რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს რუსები და ქართველები კვლავ აღმართავენ. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, „გეორგიევსკი“ – ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს. ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

    ახლა, გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: ბატონი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის ამ პირველ განცხადებაში რა არის არასწორი? დასავლეთი სწორედ ისე არ მოიქცა და არ იქცევა, როგორც ბატონ ფარცხალაძე ამბობს? ამ ოცდათხუთმეტი წის განმავლობაში დასავლეთიდან სიგიჟის, სისულელის, სიცრუის, გარყვნილების, ჩვენი კულტურისა და იდენტობის განადგურებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მიმართული მოწოდებებისა და ქმედებების გარდა სხვა რამ სიკეთე გვინახავს? გულზე ხელი დაიდეთ და ისე-მეთქი, გთხოვეთ.

    მეორე პუნქტიც სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს. ამ საკითხებზე სამი კატეგორიის ადამიანები თუ იკამათებენ – გიჟები, სულელები, დაქირავებულები. ოთარ ფარცხალაძეს კი ეყო საღი აზრიც და ვაჟკაცობაც, რომ ისტორიული სიმართლე ეღიარებინა და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დამდგარიყო იმ პოზიციის დასაცავად, რომელიც საქართველოს გადარჩენისკენაა მიმართული.

    მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც ფარცხალაძის შესახებ დასავლეთის აგენტურის წარმომადგენლები და მათი მსახური საინფორმაციო საშუალებები გველაპარაკებიან. ამოვიგდოთ თავიდან ის ყველაფერი, რასაც ფარცხალაძის წინააღმდეგ ე.წ. შავი პიარის მწარმოებლები გვეუბნებიან და შევაფასოთ არა მისი პიროვნება, არამედ მისი პოზიციის სისწორე თუ უსწორობა. ვიცი, რომ ამას ყველა ვერ მოახერხებს. არ არის ადვილი პროპაგანდის მანქანის გავლენისგან თავის დაღწევა, მით უფრო დასავლური პროპაგანდის მანქანისგან, რომელიც ფუნდამენტურად ანგრევს ადამიანის ცნობიერებას და მის ადგილზე აყალიბებს ფანატიზმთან წილნაყარ იმგვარ უგუნურებას, რომელსაც შემდგომში ვერანაირი მკურნალობა ვერ შველის.

    ბოლო ორმოცი წელიწადის განმავლობაში დასავლეთის სპეცსამსახურებმა და პროპაგანდამ, სამწუხაროდ, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ქართულ ცნობიერებასაც და ყოფიერებასაც:

    * დასავლეთმა თავისივე პროპაგანდი დაზიანებული ცნობიერების მქონე ადამიანებზე დაყრდნობით მიაღწია საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობის გაღვივება;

    * საქართველო ტერიტორიულად დაშალა და ისეთი ვითარება შექმნა, რომ რუსეთს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ერთადერთი გზა დარჩენოდა;

    * ახლა სწორედ ამ თემაზე სპეკულირებით დასავლეთი ცდილობს, არ დაუშვას საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგი, რათა ორმა ისტორიულად მოძმე ქვეყანამ და ხალხმა საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხოს და სიძულვილი, რომელიც დაითესა, უფრო გაღვივდეს და გაძლიერდეს;

    * დასავლეთმა რუსეთთან „ისტორიული მტრობა” (რუსოფობია) ისე გააღვივა საქართველოში, რომ, ჩვენდა სამარცხვინოდ, უკრაინული ფაშიზმის მომხრედ გვაქცია.

    ბატონ თენგიზ შარმანაშვილის ლაპარაკი ფარცხალაძის გადაწყვეტილების შესახებ ზუსტად იმდენით არის დაგვიანებული, რა დროც გვაშორებს ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან, რომლის აქტიური წევრიც ბატონი შარმანაშვილი ბრძანდებოდა და რომელიც ეროვნული იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვებით, საქმით კი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროექტს წარმოადგენდა. დღეს მაინც ხომ გასაგებია, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლა იყო და არა საქართველოს განთავისუფლება! ეროვნული მოძრაობა, თავისუფლების სამსახურში კი არა, დასავლური ბატონის ძებნის სამსახურში იდგა, რასაც, სამწუხაროდ, მიაღწიეს. დღეს საქართველო კვლავ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელშიც გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის წინა პერიოდში იყო, როდესაც ერი ფიზიკური განადგურების გარდაუვალობის წინაშე იდგა. მთავარი ის კი არ არის, იმ ტრაქტატის პირობები დაირღვა თუ არა, არამედ ის, რომ იმ ტრაქტატმა ქართველ ერს ფიზიკური და სულიერი არსებობა შეუნარჩუნა. დღეს აშშ-ისა და ევროკავშირის სახით სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებზე ვერაგი მტრები გვყავს. რატომ არის ვინმესთვის გასაკვირი, თუკი წარსულის იმპერიებზე სასტიკი დასავლეთისგან თავის დაცვას ვინმე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონი ოთარ ფარცხალაძე) იმავე სახელმწიფოს მეშვეობით ცდილობს, რომელთანაც მოკავშირეობა ისტორიულად აპრობირებულია? გასაკვირი ის არის, რომ ამ მიმართულებით აქამდე კონკრეტული ნაბიჯი არავის გადაუდგამს.

    შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რაც ფარცხალაძემ შემოგვთავაზა, თვალდახუჭულებმა უნდა მივიღოთ, მაგრამ ქოც-ნაცური აზრი რატომ უნდა მივიღოთ განსჯის გარეშე? ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიაზროვნოთ და პირუთვნელად გავაანალიზოთ ყველაფერი ისე, რომ დასავლური ჭინკების იმ დოღსა და მარულაში ნუ ჩავერთვებით, რომელმაც ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში გვარყია, გვაჯანჯღარა, ათასნაირ ომსა და უბედურებაში გაგვხვია, ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მოსახლეობა გაგვინახევრა, ეკონომიკა, სულიერება, ზნეობა მოგვირყია და ახლა უკრაინული ტრაგედიის აქ გადმოტანით გვიპირებს „გაბედნიერებას”.

    * როდემდე უნდა გაგრძელდეს ის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთი, თავიი აგენტურის პირით მტრად და მოღალატედ აცხადებს ყველას, ვინც მის ინტერესებზე მაღლა საქართველოს ინტერესებს აყენებს და მოვლენათა შეფასების დამოუკიდებელი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს?

    * ნუთუ არ დადგა დრო, დასავლური „დამოუკიდებლობის” ოცდათხუთმეტწლიანი მონაკვეთის ობიექტური შეფასებისა?

    * ნუთუ არ დადგა დრო გამოღვიძებისა და საერთო სახალხო აღშფოთების გამოხატვისა, – ეს რა გვიქნეს?!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here