Home ახალი ამბები საქართველო მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი დონბასში მოხალისედ წავიდა

მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი დონბასში მოხალისედ წავიდა

316

გიორგი ქანთარია _ ძმის შვილიშვილი საბჭოთა კავშირის გმირის, მზვერავ მელიტონ ქანთარიასი, რომელმაც მიხეილ ეგოროვთან ერთად 1945 წელს რაიხსტაგის თავზე გამარჯვების წითელი დროშა ააფრიალა, მოხალისედ ჩაეწერა და დონბასში რუსი სამხედროების მხარდამხარ  იბრძოლებს, _ იუწყება  ren.tv.

გიორგი ქანთარიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა სპეცოპერაციის ზონაში გამგზავრება:

“უწინარესად, გვარის გამო, რადგან საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის თავის არიდების მიზნით სომხეთსა და საქართველოში წასვლასაც კი მთავაზობდნენ, მაგრამ მე აქ დავიბადე, სამხედრო სამსახური გავიარე რუსეთში, ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობენ, ამიტომ გადავწყვიტე, წავიდე მოხალისედ”.

მისი თქმით, ვინც მობილიზაციას გაურბის, უბრალოდ, წინაპრებს არცხვენს. ქანთარია ამბობს, რომ ოჯახში ყველას ჰყავს საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველიდან არ გაქცეულან.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here