საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში _ ელგუჯა ხოკრიშვილი საუბრობს იმ ბენეფიტებზე, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებით დაკარგა. დიპლომატი განმარტავს, რომ ერთ–ერთი ყველაზე ხელშესახები ინსტრუმენტი, რომელთანაც წვდომა კანდიდატობის შემთხვევაში ექნებოდა საქართველოს, არის გაწევრებისწინა ფინანსური ინსტრუმენტი IPA III, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამასთანავე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს:
1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომლებიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას, ესენია:
* ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
* ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
* სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
* რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
* ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
2. გაწევრებისწინა ფინანსურ ინსტრუმენტზე ასევე მიბმულია ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მლრდ ევროს მობილიზაციას (9 მილიარდი გრანტი და 20 მლრდ საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ. მიმართულებებით;
3. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე (11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს);
4. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ, კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDIჩI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.
ჩამონათვალში, გარდა ფულისა, გულდასაწყვეტი არც ერთი პუნქტი არ მოიძებნება, ნახსენები არ არის ფაბრიკა-ქარხნების აშენება, წარმოების შექმნა და აღორძინება, განათლების სისტემის საფუძვლიანი ცვლილება და ყველაზე მთავარი _ გასაღების ბაზარი, რომელზეც ოცნებობს ქართველი მშრომელი გლეხი. მაშ, ისევ ვალებისთვის, გზების დასაგებად, სასტუმროების ასაშენებლად და აქ უცხოელი ინვესტორებისა და მუშახელის ჩამოსაყვანად გვჭირდებოდა ევროკავშირი?!
და მაინც, რა დავკარგეთ “კანდიდატობაზე” უარით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “ქართული იდეის” ხელმძღვანელი ლევან ჩაჩუა გვესაუბრება:
_ “კანდიდატის” სტატუსი არ მოიცავს რაიმე სახით ფულის ჩუქებას, ამიტომ ის, რაც ზემოთ ჩამოთვალეთ, ტყუილია.
30 წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი შემოვიდა, რომელიც იმ ადამიანებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მოხმარდა, რომლებიც ახლა გაჰყვირიან, _ ევროკავშირში გვინდაო. ასევე, დიდი ფული მოხმარდა, არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა, ბორდელვიზიებს, რომლებიც მოსახლეობის ზომბირებას ცდილობენ. ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული არც ერთი თეთრი არ მოხმარებია ადგილობრივ, საწყალ მოსახლეობას, რომლებსაც ბანკის ვალები ახრჩობთ და ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში არიან გადახვეწილები. დიახ, დაცარიელებული და სიღატაკის ზღვარზე მყოფი საქართველოა ე.წ. ევროპული დახმარებების შედეგი. ევროპული ფული დააკლდება მე-5 კოლონას, სწორედ ამიტომ გაჰყვირიან, ევროპაში გვინდაო, და იღვრებიან ცრემლად.
რაც შეეხება ბაზარს, რომელიც ასე სანატრელი გაგვიხადეს ქართველ ხალხს, გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ასოციაციის ხელშეკრულებას რომ ზეიმობდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინვე ცხადი იყო, რომ საქართველო ევროპულ ბაზარზე ადგილს ვერ დაიკავებდა.
ასოციაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებას ჩვენ ვერ შევძლებდით, რადგან ხელშეკრულებაში, რომელიც არავის წაუკითხავს, გარკვევით წერია, რომ საქართველომ ბაზარში შესვლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადოს. ასი სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი, რომელთა შეტანაც შეიძლება, მაგრამ ვერ შეგვაქვს დიდი გადასახადის გამო. ჩვენს პროდუქციას, გარდა იმისა, რომ მისი გატანა ძალიან ძვირი ჯდება, დიდი რეკლამაც სჭირდება, რომ, მაგალითად, ბერძნულ, სერბულ და ესპანურ ატამს კონკურენცია გაუწიოს. ერთი ვარიანტია ფასის შემცირება, მაგრამ ამას ვერ გააკეთებ გადასახადის გამო. პროდუქციის გასაყიდად და რეკლამისთვის კი მილიარდობით დოლარია საჭირო. ასე რომ, ეს ყველაფერი იყო “შალახოს” ფონზე ხელმოწერილი ფარსი, რომელიც დღესაც გრძელდება. ფული მაშინაც შემოვიდა, მაგრამ შემოვიდა ისე, რომ არ მოხმარებოდა ქართველ ხალხს, ის მოხმარდა და ხმარდება ჩვენს ქვეყანაში ჩანერგილ მე-5 კოლონას.
_ ძალიან საინტერესოა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უკრაინა ლუგანსკ–დონეცკ–ყირიამიანად განიხილება ევროკავშირში შესასვლელად? ჩვენი “კანდიდატობის” შემთხვევაში როგორ იქნებოდა?
_ უკრაინას აღმოსავლეთი ნაწილი და ყირიმი დაკარგული აქვს და ამაზე აღარავინ საუბრობს. იგივე ხდება აქაც. ჩვენმა მოღალატე პოლიტიკოსებმა დაიწყეს საუბარი, რომ აფხაზეთისა და ოსეთი გარეშე შევლენ ნატოშიც და ევროკავშირშიც. ამ სამარცხვინოებმა როგორ ჩაწერს, რომ მათი პოლიტიკური საგარეო კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვაა, მაშინ, როდესაც ტერიტორიები დაკარგული გვაქვს? ჩვენი მიზანი უნდა იყოს ეკონომიკური სიძლიერე და ტერიტორიების დაბრუნება.
ევროკავშირი მალე დაიშლება, ნატოც მიჰყვება. ინგლისის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ყველაფერი ნათელია. “ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინას შეიძლება ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ”, _ ამბობს ის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი შიშობს, რომ ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა რუსეთთან ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით, რომელიც კიევის ინტერესებს არ შეესაბამება: „ძალიან ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს არის ევროპული ომი, რომელიც არაა აუცილებელი, ამიტომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ“, _ განაცხადა ჯონსონმა. Eვროპელები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოქმედებენ კლოუნ ზელენსკიზე.
ჯონსონს აღარ მოსწონს ომისგან გამოწვეული კრისიზით შეწუხებული ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება. უკმაყოფილებაა ამერიკაშიც ბევრი მიმართულებით. ფაქტები მიუთითებს, რომ ზელენსკი ანგლოსაქსების გავლენის ქვეშ იყო. მათ სურთ, ევროპაში დაიწყოს მორიგი ომი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.
_ მართლაც ძალიან უჭირს ევროპას. უკვე პროგნოზებს აკეთებენ ბუნებრივი აირის ფასის კატასტროფული ზრდის შესახებ…
_ ევროპელი ლიდერები ხალხს თხოვნით მიმართავენ, რომ ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიაც დაზოგონ, რათა შემდეგ რუსეთის ენერგომატარებლები რაღაცით ჩაანაცვლონ.
_ ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ხელის გულზე დევს და ამის დანახვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. რას ეფუძნება იმ ადამიანების აღტყინება, რომლებიც გულზე მჯიღის ცემით საუბრობენ ბედნიერ ევროპულ მომავალზე? აქ არ ვგულისხმობ ე.წ. ოპოზიციას. ვგულისხმობ, მთავრობის წევრებსაც, თავის მართლების პოზიციაში რომ იმყოფებიან. რა სურთ? სად მიდიან და იქ რა ელოდებათ?
_ მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ მომანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი და ვადაზე ადრე დამატოვებინა საპყრობილე, ვერ გავამართლებ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს _ არ გაასამართლეს რეჟიმი და არ აღადგინეს რუსეთთან ურთიერთობა, რაც უპირველესი დაპირება იყო და რის გამოც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა. ის, რომ სააკაშვილი ციხეშია, უგულავა იჯდა და მერაბიშვილიც, ზღვაში წვეთია. ეს არ არის რეჟიმის გასამართლება.
24 ივნისს რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ მიტინგზე იქ მდგომმა გაურკვეველმა თუ გარკვეულმა ადამიანებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და გადადგომისთვის შვიდდღიანი ვადა მისცეს _ ამჟამინდელი მთავრობა უნდა გადადგეს და დაინიშნოს დროებითი მთავრობაო. დროებით მთავრობაში შევლენ ის პარტიები, რომელთაც სოდომიის დაკანონებაზე მოაწერეს ხელი და გამოაქვეყნეს მემორანდუმი.
ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნის ბოლო დღე 3 ივლისია. ეს ემთხვევა დაანონსებული გეიკვირეულის დასრულების დღეს. 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სოდომისტებს გამიზნული აქვთ გეიკვირეულის ჩატარება და 2 ივლისს მისი გრანდიოზულად დასრულება. 2 ივლისს დააკვირდებიან ხელისუფლების ქმედებებს, დაუჭერს თუ არა მხარს გეიაღლუმს. ეს, მოგეხსენებათ, ვროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, რაც ნათლად დავინახეთ მოლდოვის მაგალითზე. დსთ–ში მყოფი მოლდოვა უპრობლემოდ გამოაცხადეს კანდიდატად, რადგან 19 ივნისს კიშინიოვში არნახული რაოდენობის ლგბტ ადამიანი გამოვიდა, გრანდიოზული აღლუმი მოაწყო და ქვეყანამ “კანდიდატობაც” მიიღო. იმავეს მოითხოვენ ჩვენგანაც. აქ იგეგმება ძალიან ბევრი ქვეყნიდან ლგბტ თემის ჩამოყვანა, ასევე 2-ში იქნებიან თითქმის ყველა საელჩოს წარმომადგენლები. მოკლედ, გრანდიოზულ აღლუმს გეგმავენ. იმ 12-პუნქტიან დავალებაში, რომელიც ევროპამ შესასრულებლად მოგვცა, ერთ–ერთი თავი სწორედ ლგბტ თემის უფლებების დაცვას ეხება.
2 ივლისი ე.წ. მაედნის მომზადების გადამწყვეტი დღეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გეიკვირეულს არავის ჩავატარებინებთ. ამის მერე კი გამოცვივდებიან და იტყვიან, რომ ევროპულ კურსს ხელს უშლის მთავრობაო. მიტინგზე ზელენსკის ჩართვამ კი ყველა ცუდი პროგნოზი გაამართლა. მან ხალხს მოუწოდა, რომ დაეხმარება ყველაფრით, რითიც შეუძლია, მაგრამ ზელენსკის რა შეუძლია?! უკრაინის პრეზიდენტმა იგულისხმა დახმარება ევროპასთან ერთად, ქართველ სოდომისტებს ზელენსკი ევროპელებთან ერთად დაეხმარება იარაღითაც, ფულითაც და იმ მეომრებითაც, რომლებიც უკრაინაში და არამხოლოდ იქ იბრძოდნენ.
ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ისეთის, ჯერ რომ არ ყოფილა. 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება მონაგონი იქნება. ჩვენი დაპირისპირება გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას და გააქტიურებას, ევროპა ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაუჩინოს რუსეთს. პირდაპირ ომს ვერ უცხადებენ და რაღაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედონ, ვშიშობ, ჩვენ გამოგვიყენებენ საზარბაზნე ხორცად.
ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, ხალხის კონსოლიდაციაა. არ ვიცი, რას იზამს ივანიშვილი, რადგან კოაბიტაციის პირობის შესრულების შემდეგ რაზე შეთანხმდნენ, უნდა გადააბაროს თუ არა ხელისუფლება ნაცების დამქაშებს და ახლა უკვე ე.წ. საზოგადო აქტივისტებს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ ვარაუდების იმედად ვერ დავრჩებით, უნდა გავერთიანდეთ. თუ ასე არ მოვიქცევით უფსკრულში გადავიჩეხებით, რომელსაც წინ უნდა აღუდგეს ეკლესიის მყარი პოზიცია და ხალხის ერთად დოგმა!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი