Home ახალი ამბები საქართველო „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს!“

„კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს!“

381

ბოლო სტატიაში იმ ვირეშმაკობის  შესახებ ვწერდი, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა და არანაკლებ დაუძინებელმა სტრატეგიულმა მოკავშირე აშშ-მა  II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ (I მსოფლიო ომის „გავლით“) ბრიტანელი  ანგლოსაქსებისთვის მსოფლიო ჰეგემონის ტახტის  ჩამორთმევა მოახერხა. ამის გამო ბრიტანელი ანგლოსაქსები დიდად არ დადარდიანებულან, რადგან  ლიბერალური მსოფლიოს ახალი ჰეგემონი იანკებიც ანგლოსაქსები არიან და შედეგად გეოპოლიტიკაში  შინაარსობრივად ბევრი არაფერი შეცვლილა.

ფიგურალურად თუ ვიტყვით, აშშ ანგლოსაქსების მეფე გახდა, ხოლო ბრიტანეთი – ევროპაში მეფისნაცვალი. ისინი ერთად მართავდნენ II მსოფლიო ომში ფაშიზმზე „გამარჯვების“ შემდეგ დაწყებული ცივი ომის ლიბერალური დემოკრატიის სამეფოს, იმხანად ჯერ კიდევ უწყინარი (დღევანდელთან შედარებით)  ლიბერალიზმის, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან მტკიცედ დაადგა მსოფლიოს ტოტალური ლგბტ-ზაციის, ანუ ღმერთთან ბრძოლის  გზას.

დიახ,  რაც დღეს უკრაინაში ხდება, უწინარესად,  ანგლოსაქსებისა და მისი სატელიტი ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ღმერთთან ბრძოლაა. მოკლედ თუ ვიტყვით, სატანა ებრძვის ღმერთს.უფრო ვრცლად კი, აშშ-მა მსოფლიოს „ცივილიზებული“ ნაწილი აქცია გარყვნილების ბუდედ, რომლის „დედაქალაქი“ ნიუ-იორკია.იქვეა მათი მთავარი „შტაბ-ბინაც“, რომელშიც იგეგმება  ანტილიბერასტული იდეოლოგიის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ მოწყობა და კანონიერი ხელისუფლებების დამხობა მათივე სატელიტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.რაღა ბევრი გავაგრძელოთ, საზოგადოების უმრავლესობისთვის, ალბათ, ცნობილია ე.წ. დალესის დოქტრინა, რომლის შესახებაც აშშ-ის კონგრეს-სენატის წინაშე  1947 წელს საიდუმლო მოხსენებით წარდგა ამ დოქტრინის ავტორი (1953-1961 წლებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი) ალენ დალესი. ამ მოხსენების სტენოგრამა ლავრენტი ბერიას მეცადინეობის შედეგად 2 დღეში სტალინს  მაგიდაზე ედო…  ვისაც არაფერი გსმენიათ დალესის დოქტრინის შესახებ, „დაგუგლეთ“ და ნახავთ, როგორ ერთი ერთში ჰგავს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დალესის დოქტრინას, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდობის გარყვნა-გათახსირება, რელიგიასთან, პირველ რიგში, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა, ეროვნების, ისტორიის მნიშვნელობის უარყოფაა. დღეს ისეთია ლიბერასტების წარმატებები, რომ ხანდახან  ნიჰილიზმი მეუფლება და ვფიქრობ – ხომ არ დავაგვიანეთ, კიდევ აქვს ბრძოლას აზრი?..

გამაოგნებელია გამონათქვამები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე: „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“ და  „უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მსოფლიო დემოკრატიასაც იცავს რუსეთთან ომით“… პირველი ფრაზა ეროვნული სუიციდია, ხოლო მეორე – უტოპია, რადგან კიევს ტერიტორიების დაბრუნების ზუსტად იმდენი შანსი აქვს, რამდენიც ვირს ხეზე ასვლის. არ ვიცი, ჩვენში თუ არსებობენ ისეთი „გენიოსები“, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსეთს უკრაინა ბრძოლის ველზე დაამარცხებს, მაგრამ ერთი რამ უეჭველად მწამს: ნებსით თუ უნებლიეთ, უკრაინაში რუსები ჩვენც გვეხმარებიან, რადგან უკრაინაში ანგლოსაქსები არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიას ებრძვიან, არამედ სრულიად მართლმადიდებლობას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იცავდა და იცავს  III რომად წოდებული რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია და რომელსაც, თუ გაჭირდა,  რუსეთის  ატომური ტრიადაც დაიცავს.

აქ ვლადიმერ პუტინის  ფრაზა გამახსენდა:  „რა საჭიროა ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ იქნება?!“

ჩემი ბოლო წერილის ფინალში მკითხველს ანგლოსაქსების  ვერაგობის შესახებ ვამცნე და „დავიწუწუნე“, ეს ისეთი წარმოუდგენელი ვერაგობაა, რომელსაც  სახელი არ აქვს და ამიტომ შემდეგი  წერილისათვის (მეორე სერიისთვის) სათაურის მოფიქრება გამიჭირდება,  ეგებ „გზაში წამომეწიოს“  რამე მეტ-ნაკლებად შესაფერისი სათაური-მეთქი და  უსათაუროდ დავიწყე წერილზე მუშაობა.   არ შევმცდარვარ, მუშაობაში „წამომეწია“  მემატიანის მიერ შემონახული წმინდა დავით აღმაშენებლის დიდებული სიტყვები,რომლებიც ზედგამოჭრილია ყველაფრისმკადრებელ ანგლოსაქსებზე: „კუდი ძაღლისა  არ განიმართების, არცა  კირჩხიბი  მართლად ვალს!“  და მეც უმალ წინამდებარე წერილის სათაურად განვამწესე…

დავით მხეიძე                                                                                     

P.S. მართალი ყოფილა  ნათქვამი: ზოგი ჭირი მარგებელიაო. ავადობის გამო ხშირად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ანუ მწოლიარედ ყოფნა მომისაჯეს. მეც დავემორჩილე განაჩენს და წინამდებარე წერილი, როგორც იქნა, რის ვაინაჩრობით გავახაზირე. სამაგიეროდ, ტელევიზია-ინტერნეტით „თამაში“ არ აუკრძალავთ და მწოლიარემ ჩემთვის უცნობი  იმდენი ფაქტი „ამოვკენკე“ „გუგლიდან“ დიდი სამამულო ომის შესახებ, რომ  კარგი წერილი გამოვა, რომელსაც , ალბათ, მალე 

მოგაწვდი, ჩემო მკითხველო. მაგრამ ჯერ 17 მაისის ვალი მაქვს გასასტუმრებელი. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა – კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო…

დ.მ.                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here