Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი სანქციებზე: ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ...

კელი დეგნანი სანქციებზე: ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა

99

ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილისა და სხვებისთვის სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა. ვიცი, რომ ქალბატონი ფონ კრამონი საქართველოს მომავლის დიდი გულშემატკივარია. ის საქართველოს დიდი მეგობარია. მისი შეხედულებები შესაძლოა განსხვავდება მმართველი პარტიის შეხედულებებისაგან, მაგრამ მას ნამდვილად შესტკივა გული ამ ქვეყანაზე. ჩვენ წინასწარ არ განვიხილავთ სანქციებს. როდესაც ხდება სანქციების დაწესება, მაშინა ქვეყნდება ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე“, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here