Home ახალი ამბები საქართველო ივანიშვილის გზავნილები

ივანიშვილის გზავნილები

მსოფლიო პოლიტიკაში ახალი რეალობა დგება. ძველი მსოფლიო წესრიგი დაინგრა, ახალი ახლა იქმნება, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ არსებობს, მხოლოდ კონტურებია გამოკვეთილი. დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები და რა სახეს მიიღებს ის ქაოსი, ახლა რომ მოუცავს თითქმის მთელი პლანეტა, მაგრამ ის, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩამოყალიბდა (ერთპოლუსიანი მსოფლიო მოწყობა ანუ პლანეტაზე ამერიკული ჰეგემონია), ვეღარ გაგრძელდება. დასრულდა.

ამ ნათქვამის სისწორეზე ღაღადებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტსა და 47-ე  პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე რამდენიმე დღის წინათ განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გააშიშვლა ამერიკული „დემოკრატიის” შემზარავი სახე. ამავე ფაქტმა გადაწყვეტილად გვითხრა, ვინ იქნება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი. აქ უკვე საეჭვო არაფერია, ესაა დონალდ ტრამპი, რომელიც მეორედ დაიკავებს თეთრი სახლის ე.წ. ოვალურ კაბინეტს.

რით არის ეს მოვლენა საინტერესო და მნიშვნელოვანი?

საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპი არ არის ამერიკის მიერ მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ჰეგემონიზმის მიმდევარი. მას მსოფლიო ბატონობის იდეაზე მეტად ძლიერი, განვითარებული და სუვერენული აშშ-ის იდეა ხიბლავს. ეს იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის გაბატონებული მდგომარეობის გადარჩენა კი არა, თვით ამ სახელმწიფოს თვისებრივი შეცვლა სურს. ვინც წაიკითხა, ალბათ, ახსოვს, რომ წინამორბედი სტატია ამ სიტყვებით დავამთავრე: „ამერიკას ვერ გადაარჩენს ის, ვისაც მისი გადარჩენა სურს, ამერიკას ის გადაარჩენს, ვისაც მისი შეცვლა სურს!” იმგვარი ამერიკის გადარჩენა, როგორიც  დღეს არის – უსამართლო, მოძალადე და მსოფლიოზე გაბატონების მანიით შეპყრობილი, შეუძლებელია. შეცვლილი ამერიკის გადარჩენა კი შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, იგი მსოფლიო წესრიგის პრინციპებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით იხელმძღვანელებს და ერთი სუვერენული სახელმწიფოს როლს დასჯერდება.

არ ვიცი, ბატონი ტრამპი მთლიანობაში როგორ ხედავს თანამედროვე მსოფლიო კრიზისების გამომწვევ მიზეზებს და მათი დაძლევის რეალურ გზებს, მაგრამ ზოგიერთი პოსტულატი, რომელთაც იგი გვთავაზობს, ჰაერივით სჭირდება ჩიხში შესულ კაცობრიობას. მაგალითად, ბატონი ტრამპი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს დროში უკრაინის კრიზისს დაასრულებს: პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამ კონფლიქტს მე იქამდე დავარეგულირებ, სანამ 20 იანვარს ოფიციალურად შევუდგები მოვალეობის შესრულებას“.

საინტერესო პირობაა, რომელიც ტრამპმა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დადო. მსოფლიოს წინაშე, რადგან უკრაინის კრიზისი მსოფლიო კრიზისია, ვინაიდან იგი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების კრიზისია, რომელიც მსოფლიოს ბირთვული კატასტროფის მიმართულებით მიათრევს. მსოფლიოში ისეთი გონიერი ლიდერები რომ არსებობდნენ, როგორც ტრამპი გამოიყურება, უკრაინის კრიზისი საერთოდ არ იქნებოდა, რადგან იგი უგუნური ძალების მიერ ხელოვნურად პროვოცირებული კრიზისია,ბაიდენისა და მის უკან მდგომი ბნელი ძალების ნამოქმედარია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. შეუძლებელია, ყველაზე დიდი და ძლიერი ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოს დაშლის იდეა ნორმალურ სახელმწიფოსა და ნორმალურ თავებში მწიფდებოდეს. ეს ავადმყოფი ფსიქიკისა და კრიზისული ცნობიერების მქონე ადამიანთა ნაფიქრია, რომელსაც ახდენა არ უწერია, მაგრამ მსოფლიო ომის გამოწვევა შეუძლია.

ახლა მთელი მსოფლიო უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ირგვლივ უნდა ირაზმებოდეს, რომელსაც უკრაინის კრიზისის გადაჭრის სერიოზული მცდელობა ჰქონდა. ვიზიტები უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, აშშ-ში მიმართული იყო იქით, რომ უკრაინაში უაზრო სისხლისღვრა შეწყდეს. რას ეწირება უკრაინა? – ამ ქვეყანაში არსებული ცხელი თავების ბრიყვულ ლტოლვას ნატოსკენ, რასაც ვერანაირ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მიზნად და პროგრამად ვერ ჩავთვლით. ერთი წარმოშობის, ერთი ისტორიისა და ერთი სათავის მქონე ორი ხალხიდან ერთი დანაშაულებრივი და სახელგატეხილი სამხედრო ბლოკისკენ მიიწევს და თავის ძმას ზურგში ხანჯალს უმზადებს. აი რას ნიშნავს აგენტოკრატია. გარედან დაფინანსებულმა აგენტებმა: კრავჩუკმა, კუჩმამ, იუშჩენკომ, ტიმოშენკომ, პოროშენკომ, ზელენსკიმ და მათმა მსგავსმა სხვა ავანტიურისტებმა და პროვოკატორებმა შეძლეს ნაციონალიზმისა და ფაშიზმის საშიში ბაცილით უკრაინელი საზოგადოების ნაწილის ინფიცირება, რომელსაც ნამდვილი ეროვნული ცნობიერების დეგრადაცია და ყალბი პატრიოტიზმის აფეთქება მოჰყვა. შედეგი?-  უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და ყოველდღიურად ათასობით მსხვერპლი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია. დასავლეთი საოცრებას სჩადის. ნაცვლად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ უბიძგებდეს, უკრაინას ფულსა და იარაღს აწვდის, რათა მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ანუ, როგორც დასავლეთში გაიძახიან, უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლონ. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვიქტორ ორბანი კი არ უნდა დადიოდეს, პირველ რიგში, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უნდა დაბრძანდებოდეს, მაგრამ იგი ბაიდენის, შოლცის, სუნაკისა და მაკრონის პირადი მდივანი უფროა, ვიდრე გაეროს გენერალური მდივანი. ორბანის უკან არ დგას ისეთი მძლავრი სახელმწიფო, რომ იგი უფრო ანგარიშგასაწევი მოღვაწე იყოს, ამიტომ მის კეთილ და ჰუმანურ ზრახვებს ყოველთვის გადაწონის დასავლეთიდან ზელენსკის მიმართულებით გასროლილი მილიარდები და ის სამხედრო ტექნიკა (ტანკების, თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების სახით), უკრაინის ველებზე  რომ იწვის და იფერფლება. შეშლილი დასავლეთი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, უფრო სწორად, უზნეობაზე უზნეობას ამატებს, ბოროტებას ამრავლებს და, რაც უფრო ეფლობა სიბინძურეში, მით მეტად  შეშლილი და შეურაცხადი ხდება. უკრაინის განადგურება, უკრაინელთა მიერ დაღვრილი ზღვა სისხლისა და ცრემლისა მათ ვერ აჩერებს. – კიდევ, კიდევ, ბოლომდე, უკანასკნელ უკრაინელამდე! – ყურში გაუთავებლად ჩასძახიან ისინი გაბრიყვებულ ხალხს. წყეული ნატოთი მოჯადოებული მათი ცნობიერება კი ბერწია საიმისოდ, რომ ამ უზარმაზარ სახელმწიფოსა და ამდენ მილიონ ადამიანში  თუნდაც ერთი საღი აზრი იშვას: „ჩვენ შეგვაცდინეს, მოგვატყუეს, მახეში გაგვაბეს და გვანადგურებენ, ამიტომ უნდა შევჩერდეთ და რუსეთთან მოლაპარაკება დავიწყოთ!” ამგვარი რაციონალური მიდგომა, აზროვნების სითამამე და სამშობლოს გამო თავგანწირვის უნარი დღევანდელ უკრაინაში, სამწუხაროდ, არ ჩანს. ვინმე შეიძლება შემომედავოს და მითხრას: სამშობლოსთვის თავგანწირვის უნარს რატომ უკარგავ ადამიანებს, რომლებიც პატრიოტიზმის გამო მილიონობით იხოცებიან?! საქმე ისაა, რომ ისინი, სამშობლოსთვის კი არა, ამერიკული დავალებისა და ნატოს მიმართ ფანატიზმის გამო იხოცებიან. ამ მოჯადოებული წრიდან ხალხის გამოსაყვანად საკუთარ სიცოცხლეს ვინც არ დაიშურებს, ის იქნება ნამდვილი პატრიოტი და მართალი კაცი, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩანს.

უკრაინაში ასეთი კაცი არ ჩანს, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს ასეთი კაცი, რომელიც აღუდგა დასავლურ ძალმომრეობას,  სწორად განჭვრიტა მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების ტრაექტორია და საქართველოს საკუთარი სხეულით, საკუთარი სულით, საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლით გადაეფარა. ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ამბები წარამარა არ მეორდება, ამიტომაც განეკუთვნება იგი ისტორიულ მოვლენათა რიგს. დასავლეთს, რომელიც თავხედურად და ჯიუტად გვაიძულებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან მეორე ფრონტი გაიხსნას, ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიული უარი უთხრა, რის გამოც მასაც ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგორიც დონალდ ტრამპს დაემუქრა, როდესაც შაშხანიდან დამიზნებით ნასროლმა ტყვიამ მის თავს ერთ სანტიმეტრში ჩაუარა და ყურის ნიჟარა გაუხვრიტა. ასეთი მაგალთი ბევრია: ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, რომლის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და დაიღუპა; სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო, რომელსაც თავს დაესხნენ და ხუთი ჭრილობა მიაყენეს; რაღა შორს მივდივართ, ევროპელი კომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს პირდაპირი ტექსტით დაემუქრა და უთხრა: ფიცოს მაგალითი გაითვალისწინეთ!”

მიუხედავად უძლიერესი წნეხისა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს ხელისუფალთა გატეხვა. პირველ რიგში, ამას ბიძინა ივანიშვილზე ვამბობ. ახლაც, „ქართული ოცნების” ახალი ოფისის გახსნაზე ივანიშვილი ისეთი გზავნილებით წარდგა ქართველი ხალხის წინაშე, რომ ამ ფაქტს სერიოზული ანალიზი სჭირდება, მაგრამ ეს ანალიზი არ ჩანს. ქართულ პრესასა და ტელევიზიებში ჭორაობის, ლანძღვა-გინებისა და უმიზნო ყაყანის გარდა არაფერი ისმის. ვერც გავამტყუნებთ, აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ.

ახლა ბიძინა ივანიშვილის მთლიანი ტექსტისგან მთავარი გზავნილები ამოვარჩიოთ და შევეცადოთ, ჩავწვდეთ მათ შინაარსს. ქართველი ხალხიქართულ ოცნებასმთავარ ბრალდებად იმას უყენებდა, რომ დამნაშავე რეჟიმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ცხრა წელიწადი იბოგინა, არ გასამართლებულა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომ მოხდა ასე, მაგრამ ხალხი მაინც ფიქრობდა, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამაზე  აი რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს:

 „ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომნაციონალური მოძრაობავეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა“.

გლობალური ომის პარტიაა თუ გლობალური პოლიტიკური უბედურება, ისე როგორ გაჩერდება, რომ საქართველოში  საცეცები არ ჰქონდეს? სააკაშვილის ეს ხროვაა მათი აქაური საცეცები, ამიტომ ამ ძალის გასამართლება იოლი არ არის. ისინი ყველა საერთაშორისო სტრუქტურასა და ორგანიზაციაში არიან. ისინი ამერიკის სენატსა და კონგრესში არიან, ევროსაბჭოსა და ევროკავშირში არიან. თუკი აქ მათ დასაყრდენ ძალას გაასამართლებ, მათ რისხვას ვერ გადაურჩები. ეს კი რასაც ნიშნავს, მოგეხსენებათ, ამიტომ გაიწელა ეს საქმე. აქ ჯიქურ მიწოლა არ ივარგებდა, რადგან ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი იყო მისაღები. დასავლეთის ამმეხუთე კოლონისბოლო ბრძოლა მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული. აი, რას პასუხობს მათ ივანიშვილი: კოლექტიურინაციონალური მოძრაობისადა მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვისკი ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად“.

ეს ბრძოლა, ეს წინააღმდეგობა რთული იყო და მომავალში, შესაძლებელია, კიდევ უფრო გართულდეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მშვიდობა შენარჩუნებულია. ივანიშვილმა აღნიშნა: ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი წნეხის  მიუხედავად, გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კოლექტიურმანაციონალურმა მოძრაობამსრულად აგოს პასუხი ქართველი საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა“. დააკვირდით ამ ბოლო წინადადებას ანუ დაზუსტებას იმისა,  თუ, პირველ რიგში, რა დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი სააკაშვილმა და მისმა დამნაშავე მთავრობამ: განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო“. ვის დაუწყია ომი და ვინ ყოფილა დამკვეთი? მიხვდით, ხომ?  ამერიკელებს თექვსმეტი წლის წინათ უნდოდათ საქართველოში იმ ბატალიების მოწყობა, რომლებსაც ახლა უკრაინაში აკეთებენ. უკრაინა უზარმაზარი სახელმწიფოა და მესამე წელია, უძლებს (თუმცა რაღა გაძლებაა?!). ვის შეუძლია მიპასუხოს:  ჩვენ რამდენ ხანს გავუძლებდით ამას?

ბიძინა ივანიშვილი კი განაგრძობს: სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს მეორე ფრონტზე, რამაც, მათი გათვლით, პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს. სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე, უკვე რამდენიმე წელია, ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა“.

ეს ხომ საოცარი ამბავია. გლობალური ომის პარტიის (კოლექტიური დასავლეთის) ნამოქმედარია ის საშინელება, რომელიც უკრაინაში, მესამე წელიწადია, ტრიალებს. ის სახელმწიფოები და გაერთიანებები, რომლებიც ამას სჩადიან (და რომლებიც ამას ჩვენთანაც აპირებდნენ და დღემდე აპირებენ), როგორ არიან ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები?! ოდესმე ხომ უნდა გამჟღავნდეს და გასკდეს ეს სიცრუე?!

კიდევ მოვუსმინოთ ბიძინა ივანიშვილს. აი, თურმე, რას გვეუბნებიან ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორები”: ან იომებთ, ან წახვალთ!”

კოლექტიური დასავლეთი, ეს მართლაც ცივსისხლიანი და სერიული მკვლელები ასე ექცევიან მთელ მსოფლიოს და ჰგონიათ, რომ ეს მდგომარეობა სამუდამოდ გაგრძელდება. რაკი ომში ჩართვის მცდელობაზე ჩვენი ხელისუფლებისგან კატეგორიული უარი მიიღეს, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, მათ გადაწყვიტეს: გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიურინაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალნაციონალურ მოძრაობას” – სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს“.

ივანიშვილი ასკვნის: „ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების” მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება”.

რა თქმა უნდა, ასეა. უპირველესი ამოცანა ამ უბოროტესი ძალისთვის ხელიდან პოლიტიკური ბერკეტების გამოცლაა. ისინი არ უნდა იყვნენ არც ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, არც მედიასა და არასამთავრობოებში, ანუ არც ერთ იმ სფეროში, რომელსაც პოლიტიკასთან შეხება აქვს. ამ სისხლისმსმელ და ფულზე შეშლილ ნაძირალებს საიმედოდ უნდა ჩაეკეტოთ ყველა ის გზა, რომლიდანაც პოლიტიკური და სამხედრო დანაშაულის ჩადენამდე მივლენ, რადგან მათ წყურიათ ასეთი დანაშაულის ჩადენა.

გამოსვლის დასასრულს ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ხასიათის მძლავრი გზავნილები ჰქონდა: გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ“.

ამ რანგის სახელმწიფო მოღვაწეები ასეთ კონკრეტულ პროგნოზებს არ აკეთებენ, მით უფრო, ვადებზე. აქ კი პირდაპირ ვადებია დასახელებული: ერთ შემთხვევაში – ერთი წელიწადი, მეორე შემთხვევაში –  ნახევარი წელიწადი. მახვილის დასმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა (ტრამპის) გამარჯვებაზე შემთხვევითი არ არის. ტრამპის გამარჯვებაში ახლა ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ აქ ეს  არ არის მთავარი. აქ მთავარი ისაა, რომ ტრამპის გამარჯვებაშია ახლა მსოფლიოს ხსნა იმ ურჩხულისგან, ომელსაც  ამერიკის ჰეგემონია და გლობალური ომის პარტია ჰქვია. ბიძინა ივანიშვილმა ეს დაუფარავად თქვა, ანუ გვითხრა მისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ეს მიმართულება – საგარეო ორიენტაცია მის სხვა გზავნილშიც ითქვა. კერძოდ: საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაცქართული ოცნებისგუნდი და პირადად მე წლების განმავლობაში  ვქმნიდით საფუძველს“.

აჰა, გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადმოდის. ნატო და ევროკავშირი მალე ისტორიის კუთვნილებად იქცევიან. ბიძინა ივანიშვილი კი იქ დგას, სადაც ახალი მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი უნდა ჩამოყალიბდეს. მისი ამ ნათქვამის შემდეგ ბიძინამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ: „ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან – დასავლეთთან და აღმოსავლეთთან”, ნათელია, რომ მისი პოზიცია, მისი კურსი და პოლიტიკური ხედვები დასავლეთიდან აღმოსავლეთით არის გადმოტანილი. ეს მისი პირადი (სუბიექტური) არჩევანი არ არის. ეს მის მიერ იმ ობიექტური რეალობის გაცნობიერებაა, რომელიც ეპოქას მოაქვს: „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის“.

ასეა! 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველო ცოდვებისგან უნდა განიწმინდოს და გლობალური ომის პარტიის მიერ ორგანიზებულ დამნაშავეთა ხროვას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here