Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – საჯაროდ ვერ ვამბობთ, თუ რა ხდებოდა კაბინეტებში, რას გვეუბნებოდნენ,...

ირაკლი კობახიძე – საჯაროდ ვერ ვამბობთ, თუ რა ხდებოდა კაბინეტებში, რას გვეუბნებოდნენ, მაგრამ ომთან მიმართებით ინტერესი პირდაპირი ფორმით იყო და არის გამოხატული

159

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რევოლუციისკენ სწრაფვა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკის შემადგენელი ნაწილია.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს უკრაინაში საომრად მოხალისეები რომ გაეგზავნა, რისკენაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებდა, პირდაპირი ფორმით საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.

„ჩვენი ოპონენტები მუდმივად გვესაუბრებიან რევოლუციაზე. აქტიურდება ხოლმე ეს მესიჯი, ხან პასიურდება იმისდა მიხედვით, რამდენად ძლიერად არიან თუ სუსტად. ახლა სუსტად არიან და ამ ტერმინს ვეღარ იმეორებენ, მაგრამ მუდმივად საუბრობენ რევოლუციაზე. რევოლუციისკენ სწრაფვა მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი.

რაც შეეხება ომის საფრთხეს, აქ ძალიან კონკრეტულ ინტერესებზე და მიზანზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ისინი ძალიან აგრესიულად მოგვიწოდებდნენ, რომ მთავრობის ნებართვით გაგვეგზავნა ქართველი მოხალისეები უკრაინაში საომრად, რაც ნიშნავდა პირდაპირი ფორმით საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. აგრესიულად ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ახლა თვითონვე დაიხიეს ამაზე უკან. მათი დღის წესრიგი ყველასთვის ნათელია. ამის მიღმა არის კიდევ უამრავი ინფორმაცია, რასაც ჩვენ საჯაროდ ვერ ვამბობთ, თუ რა ხდებოდა კაბინეტებში, რას გვეუბნებოდნენ და ა.შ. სამწუხაროდ, ამას საჯაროდ ვერ ვიტყვით, მაგრამ პირდაპირ ვეტყვით საზოგადოებას, ომთან მიმართებით მათ ინტერესს რაც შეეხება, ეს ინტერესი პირდაპირი ფორმით იყო და არის გამოხატული. მათ უნდათ საქართველო „მეორე ფრონტად“ აქციონ. გახსოვთ, 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მათ უამრავი ავანტიურისტული ქმედება ჰქონდათ, შემდეგ ევროსაბჭოში ხელი მოაწერს დოკუმენტს, სადაც ომის დაწყება საკუთარ ჯარს დააბრალეს. იგივე მისწრაფებები აქვთ ამ ადამიანებს დღესაც, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, რაც ძალიან მძიმე და სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ყველა უნდა გაემიჯნოს.

„არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც რადიკალურ დღის წესრიგი აქვთ. შარშან ისინი პარლამენტში არ შემოდიოდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს საბოტაჟს უწყობდნენ. წელს, გახსოვთ, რომ ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ანტისამთავრობოა აქციების გამართვა დაიწყეს. გაუგონარი რამ იყო. ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც ომის დაწყებიდან მეორე დღეს ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ რადიკალურ ბუნებაზე და რადიკალურ დღის წესრიგზე. ასეთ დროს მათგან გამიჯვნა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლარიზაციას ხელი არ შეეწყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here