Home ახალი ამბები საქართველო იაგო ხვიჩია – ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ...

იაგო ხვიჩია – ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება

84

ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, თუ ოპოზიციის ალტერნატიულ შეხვედრებზე მიიწვევენ, იქაც მივა და დააკვირდება მოვლენებს.

„იქაც თუ შემიშვებენ, თანახმა ვარ, მათ შეხვედრებზეც შევიდე და დავაკვირდე, რას შვრებიან. „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებშიც დავდივარ. თქვენ ამბავი რომ მოგიყვეთ, ორივეგან რა ხდება, უნდა ვიცოდე. იმ შეხვედრებზე ხან გვიწვევენ, ხან ჩვენ გარეშე ატარებენ: თუ პარლამენტში მათ შეხვედრას ვნახულობ, შევდივარ ხოლმე, მაგრამ სადღაც-სადღაც ოფისებში დადიან. პარლამენტში ყველა ოთახში მაქვს შესვლის უფლება. ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება. ესეც დიდი კომპლიმენტი იქნებოდა, ამის თქმა, ასეც არ არის საქმე. უბრალოდ, ხომ არის ხოლმე, ადამიანები ერთად რომ დაეხეტებიან ხელი-ხელ გადახვეულები და ასე დადიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here