“21-ე საუკუნის შინაპატიმრები” – გურიაში მამა 4 შვილს სკოლაში არ უშვებს

1397
გურიაში, დაბა ნაკირალაში მამა 4 შვილს სკოლაში არ უშვებს და ბავშვებთან კონტაქტსაც უკრძალავს.

ამის შესახებ  30 იანვარს  „კურიერში“ გასული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი.

მშობელი თავის გადაწყვეტილებას სკოლაში წლების წინ დაწყებულ პრობლემებს, კერძოდ ბავშვების მამის ამირან შავიშვილის მიერ 2015 წელს სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით რესურსცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას უკავშირებს.

სკოლაში ამბობენ,არაერთი მცდელობის მიუხედავად ბავშვები სასწავლო პროცესს  ვერ დაუბრუნეს.

ოჯახის ადვოკატის თქმით, სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს ჩაგრავდნენ.

საქმეში სოციალური მუშაკი თავიდანვე იყო ჩართული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here