Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: აფხაზებსა და ოსებს საომრად არავინ გაიწვევს, შესაძლოა, მოხალისეები წავიდნენ, მაგრამ...

გულბაათ რცხილაძე: აფხაზებსა და ოსებს საომრად არავინ გაიწვევს, შესაძლოა, მოხალისეები წავიდნენ, მაგრამ იძულებით მათ არავინ წაიყვანს, რადგან არც აფხაზეთია რუსეთის შემადგენლობაში და არც ოსეთი

“ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რუსეთთან დალაპარაკებას ვერ ბედავდნენ და ახლა ამერიკასთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა, ფოტოების გადაღება აღარ გვიშველის...”

476

ამა წლის 21  სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამ ფაქტის გამო საქართველოს საზღვრებთან რუსეთიდან გამოქცეული ადამიანების რიგები დგას. რაოდენობა არც ისე დიდია, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს სალაპარაკო თემა ჰქონდეთ

პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი უნდა ჩაიკეტოს და რუსები არ უნდა შემოვუშვათ; მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ პირიქით _ საზღვრები გავხსნათ, აფხაზებსა და ოსებსაც დავუძახოთ, რათა ისინი ომში არ გაიწვიონ და, საერთოდაც, დადგა დრო, რომ აფხაზებსა და ოსებს კარი ფართოდ გავუღოთ და დაველაპარაკოთ

საქართველო და მსოფლიოს” “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე ესაუბრება:

_ იმის გამო, რომ საქართველოს საზღვრებს რუსეთიდან წამოსული ხალხი მოადგა, ჩვენმა ქვეყანამ საზღვრები არ უნდა ჩაკეტოს. საერთოდ, არ ვიცი, რატომ გაჩნდა ეს აზრი საზღვრის ჩაკეტვაზე, ხელისუფლებამ ისე უნდა იმოქმედოს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული, ჩვენ საზღვარი არ გვაქვს ჩაკეტილი რუსეთთან.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, შემოუშვებენ თუ არა აქ ვინმეს, რადგან ტურისტული ბიზნესი არ მაქვს და ჩამოსული ხალხისგან ფულს არ გამოვიმუშავებ. მათ იკითხონ, ვისაც ბინები აქვთ გასაქირავებელი და სასტუმროებს ფლობენ. ნაკლები ტურისტი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესია, რადგან იქნებ ფასები შემცირდეს, მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს

ასე ვფიქრობთ მე და ჩემნაირები, მაგრამ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესია, ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი, მაგრამ უნდა მოხდეს მკაცრი გაფილტვრა იმ ანტირუსული ლიბერალური ძალებისა, ასევე, ანტიქართველებისა, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთიდან შემოვიდნენ.

_ ზოგიერთი პოლიტიკოსი და საზოგადოების გარკვეული ნაწილიც თვლის, რომ საზღვრები არ უნდა ჩაიკეტოს, პირიქით, გავხსნათ და აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც შემოვუშვათ ყველა, ვისაც ომში წასვლა არ სურსთვლიან, რომ დროა, აფხაზებსა და ოსებს დაველაპარაკოთ

_ აფხაზეთიდან და ოსეთიდან საომრად არავინ არავის წაიყვანს. ეს სისულელეა! რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებთან დალაპარაკებას, მოდი, ვკითხოთ მათ, _ უნდათ ჩვენთან საუბარი?! როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან დალაპარაკება არავის უნდა, მაგრამ მონოლოგის რეჟიმში ყოფნას არავინ გვიშლის, დავდგეთ და ველაპარაკოთ, რამდენიც გვინდა

აფხაზებსა და ოსებს საომრად არავინ გაიწვევს, შესაძლოა, მოხალისეები წავიდნენ, მაგრამ იძულებით მათ არავინ წაიყვანს, რადგან არც აფხაზეთია რუსეთის შემადგენლობაში და არც ოსეთი.

_ რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული კონფლიქტი ნელნელა ომს ემსგავსება. მართალია, სიტყვაომიჯერ არ უხსენებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტის მასშტაბები იზრდებაიზრდება რუსეთის გავლენა, რუსეთის გარშემო ბევრი ძლიერი ქვეყანა იკრიბება და ასეთ ვითარებაში საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად იღებს ფოტოებს, პოზირებს

_ ფოტოს გადაღება არაფერს ნიშნავს. დარწმუნებულები ხართ, რომ ბაიდენმა იცოდა, ვისთან ერთად იღებდა ფოტოს?

_ “1990-იანი წლების დასაწყისში ცნობილი ჟურნალისტი მელორ სტურუა წერდა, რომ ამერიკაში წვეულებებზე ადგილები იყიდება, წვეულებაზე ადგილის ყიდვა შეუძლია ნებისმიერს, ვინც ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში. ფულს იხდი იმის მიხედვით, რომელ ადგილას გინდა იჯდე, ფასი ადგილების მიხედვით ძვირდება ან იაფდება. პრეზიდენტის მაგიდასთან ჯდომა ძალიან ძვირი ღირს… ასე რომ, ფოტოს გადაღება და წვეულებაზე მოხვედრა ბევრს არაფერს ნიშნავს. ასეთი ფოტოები იმდენი აქვს გადაღებული მიშა სააკაშვილს, ღარიბაშვილს არც დაესიზმრება. მთავარი განმსაზღვრელი ის კი არ არის, ფოტოს ვისთან გადაიღებს, რას ჩამოიტანს იქიდან, ესაა მნიშვნელოვანი. შედეგი რა იქნება ვიზიტის, რაში დაგვეხმარება ამერიკა, შეგვიშლის ხელს თუ არა, მოგვიწყობს აქ გადატრიალებას თუ არა _ ეს უფროა საინტერესო ჩემთვის.

ჩვენს რეგიონში მძიმე ვითარებაა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია ესკალაციისკენ მიდის, რუსეთს დასავლეთი აიძულებს, უფრო დიდი ძალით ჩაერთოს კონფლიქტში.

რუსეთის ფედერაციაში იდეოლოგია მნიშვნელოვანია. იქ უკვე დაიწყეს კადრების წმენდა, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ძალიან დადებითად მოქმედებს რუსეთის ფედერაციაზე ის სანქციები, რომლებიც მას დაუწესეს, შედეგი ძალიან დადებითია. რუსეთის ეკონომიკური ბაზა არ დაზიანებულა, თუ ვინმე დაზარალდა სანქციებით, ეს ისევ ევროპაა. ასე რომ,  ამ ყველაფრის საფუძველზე რუსეთს ძალიან მშვიდად შეუძლია, ააწყოს ახალი სტრატეგია, ნაკლები დათმოს და მეტი სარგებელი მიიღოს.

საქართველო ძალიან ჭკვიანად უნდა იყოს, რათა აქაც იგივე არ განმეორდეს აფხაზეთისა და ოსეთის მიმართ, რაც უკრაინაში ხდება _ ხერსონისა და ზაპოროჟიის მხარის მიერთება რუსეთთან, რადგან “შეერთებულს” ვეღარაფერი ვეღარ დააბრუნებს, თუკი სასწაული არ მოხდება…

ჩვენი მთავრობის ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ აფხაზეთი და ოსეთი, ახლა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული, რუსებმა მიიერთოს. ეს მხოლოდ ჩვენს საქციელზე იქნება დამოკიდებული, მხოლოდ ჩვენი კარგი თუ ცუდი საქციელებიდან გამომდინარე მოხდება ყველაფერი და რუსეთი არაფერ შუაში არ იქნება.

ახლა ძალიან ცუდი დროა ბაიდენთან ფოტოების გადასაღებად, ახლა დროა, გონივრული, რეალური პოლიტიკა აწარმოოს საქართველომ.

_ საქმის 180 გრადუსით შეტრიალება, ალბათ, არ გამოსდის ამ მთავრობას და შესაძლოა, ამის გამოც სტუმრობენ ასე ხშირად ამერიკას

_ ხშირად მესმის ფრაზები: “ღარიბაშვილი ცდილობს”, “ეს მთავრობა ცდილობს”, მაგრამ არ ვიცი, რას ცდილობენ. “ცდილობს” დამღუპველი ფრაზაა, ასეთი ფრაზების გამოყენება არ არის კარგი ქვეყნისთვის. მე ვერ ვხედავ ამ მცდელობის შედეგს. მეტყვიან ახლა _ “ჩვენ არ ჩავერთეთ ომში”. დიახ, არ ჩავერთეთ, რადგან არ გვაქვს ომის თავი… რას მამადლიან, ჩაერთონ ომში თუ უნდათ, მაგრამ თვითონაც არ აძლევთ ხელს, ბიძინას შუშის სასახლეს შეიძლება მოხვდეს რაკეტა. მე არ მომხვდება არაფერი, არაფერი დამიშავებია საიმისო, რომ რუსული რაკეტა მომხვდეს. ჩემი სასახლე არ არის სტრატეგიული ობიექტი და შეეშვან დაყვედრებას, რომ ომში არ ჩაერთვნენ.

ღარიბაშვილი ლაყე კვერცხია, ამ გორაობაში სადღაც გატყდება და ეგ იქნება მაგისი ვითომლავირება”. ღარიბაშვილი დიპლომატი არ არისჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რუსეთთან დალაპარაკებას ვერ ბედავდნენ და ახლა, ამერიკასთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა, ფოტოების გადაღება აღარ გვიშველის

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here