გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ ის მაინც ბრუნავს!

    30
    გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ ის მაინც ბრუნავს!

    სახარება გვასწავლის: “არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდობანებზე გამოხმაურდება”. საიდუმლოს დამალვას ვერც მარტოკაცები ახერხებენ და ვერც ზესახელმწიფოთა სპეცსამსახურები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი (მიზანმიმართულად და პერიოდულად) ფიზიკურად სპობენ ადამიანებს, რომლებიც ამ საიდუმლოს ფლობენ.

    ვისაც არ უნდა დაუსვა შეკითხვა, თუ ვინ წაგვართვა ტერიტორიები, დიდსა თუ პატარას, ჭკვიანსა თუ სულელს, მტერსა თუ მოყვარეს, ყველა გიპასუხებენ: რუსეთმა! ალბათ, მართლებიც არიან, რადგან ასე ჩანს. ამერიკასა და ევროპას კი არ უღიარებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა; ამერიკასა და ევროპას კი არ განუთავსებიათ ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები; ამერიკა და ევროპა კი არ უზრუნველყოფენ ამ სეპარატისტული ერთეულების უსაფრთხოებას, რუსეთი აკეთებს ამას, ანუ რუსეთის ინტერესებშია ეს მდგომარეობა. ესე იგი, რუსეთის გაკეთებულია ეს!

    ასეთი დასკვნა რთული ლოგიკური კომბინაციების შედეგად კი არ მოდის, ანუ მხოლოდ გონებით კი არ ვწვდებით მას, ვხედავთ ყველაფერს. ადამიანს ასე თუ ისე შეუძლია საკუთარ აზრებსა და ლოგიკაში ეჭვი შეიტანოს, მაგრამ მას არ ძალუძს, საკუთარ თვალებს არ ენდოს და არ დაუჯეროს (ადამიანები ასეთ სიღრმეებში ვერ ჩადიან, ეს მეცნიერების საქმეა!). თუკი ვხედავთ, რომ მზე ამოდის, როგორ ვირწმუნოთ, რომ ეს მზის ამოსვლა კი არ არის, დედამიწის ტრიალია?! თუკი ვხედავთ, რომ ჰორიზონტზე ცა და დედამიწა ერთიანდება, როგორ დავიჯეროთ, რომ ეს, ცისა და დედამიწის შეერთება კი არა, ოპტიკური ილუზიაა?! ძნელად გასაგები და რთულად მისაღებია, მაგრამ ასეც ხდება ხანდახან: თითქოს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ! თითქოს ვხვდებით, მაგრამ ვერ ვხვდებით! პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, ასეთ სურათს მივიღებთ: მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩანს, საქართველოსთვის ტერიტორიები რუსეთს არ წაურთმევია, აშშმა წაართვა. ეს არის ის საიდუმლო, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები სამ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ მალავდნენ, მაგრამ არ დაიმალა!

    რა თქმა უნდა, მკითხავთ, რაში გამჟღავნდა ეს საიდუმლო და რას ვგულისხმობ კონკრეტულად, მაგრამ, სანამ აქამდე მივალ, ის უნდა ვთქვა, როგორ დალაგდა ფაქტები ისე უცნაურად, რომ ამერიკელების მიერ წართმეული ტერიტორიები რუსების წართმეულად მოჩანს, ანუ როგორ მოხდა ის, რომ ამერიკელების მიერ ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები რუსებმა დაიკავეს და ამ საიდუმლოს არც ერთი არ ამხელს, ანუ მომხდარით ორივე კმაყოფილი დარჩა?

    ვითარება ისე უცნაურია, რომ მართლაც დედამიწის ტრიალს ჰგავს, რომელიც მზის ამოსვლას იწვევს, მაგრამ ეს მზის ამოსვლის შედეგი კი არ არის, დედამიწის ტრიალის შედეგია.

    გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ ის მაინც ბრუნავს!

    დააკვირდით: აშშ-მა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მიაღწია, გადაწყვიტა რუსეთის დაშლა (დღეს ეს არავისთვის აღარ არის საიდუმლო, ვინაიდან ყველა ხედავს, რა სახესა და რა მასშტაბებს იღებს აშშ-ის დაპირისპირება რუსეთთან). რუსეთის დაშლისთვის კი, სხვა რამდენიმე პირობის გარდა, აუცილებელი იყო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან მტრობის გაღვივება. ამერიკულ სპეცსამსხურებს ეს ყველაზე მეტად გამოუვიდათ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, უკრაინასა და საქართველოში. საქართველოში ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენეს 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც ქართველებმა გორბაჩოვის (ანუ რუსების) შესრულებით ვიხილეთ, მაგრამ ამ საშინელი ფაქტის უკან ამერიკული სცენარი არ ჩანდა, რომელშიც სწორედ ის სისასტიკე იყო გათვალისწინებული, საქართველო რომ შეძრა. 9 აპრილის ტრაგედიის სისასტიკეს სხვა ახსნა არ აქვს, ორ ხალხს შორის საუკუნო მტრობის გაღვივების ვერაგული ჩანაფიქრის გარდა. მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელად (ეს თუნდაც აუცილებელი ყოფილიყო) რა საჭირო იყო საბჭოთა არმიის ყველაზე სპეციფიკური დანაყოფის (მესანგრეების) გამოყენება? ეს ხომ მაშინვე ღაღადებდა ბოროტი განზრახვის არსებობაზე, მაგრამ გათვლა სწორი იყო. ხალხმა საკუთარი თვალით იხილა საველე ნიჩბებითა და მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებით შეიარაღებული გავეშებული რუსი ჯარისკაცები, მაგრამ ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლები და, მით უფრო, მათი საიდუმლო სცენარი არავის უნახავს. ასეთ შემთხვევაში მოდი და უმტკიცე ხალხს, რომ მზე, რომელიც ამოდის, თურმე კი არ ამოდის, დედამიწა ტრიალებს (ევროპულმა წმინდა ინკვიზიციამ ამგვარი ჭეშმარიტი, მაგრამ დაუჯერებელი ფაქტის მტკიცების გამო დაწვა ჯორდანო ბრუნო, რომლის საოცარი სიტყვები, როგორც ყველაზე დიდი გაფრთხილება, დღემდე მოჰყვება კაცობრიობას – „ის მაინც ბრუნავს!“). ერთი სიტყვით, ამერიკული სპეცსამსახურების სცენარმა იმუშავა: ქართველებს შესძულდათ მოძალადე და სისხლიანი რუსები, ამერიკელები კი, რომლებიც იმავე წუთს აყვირდნენ .. ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, მოყვრად და მფარველებად აღიარეს.

    მეორე დიდი ვერაგობა, რომელიც ამერიკელებმა ქართველი და რუსი ხალხების დასაპირისპირებლად და საქართველოში რუსოფობიის გასაღვივებლად გამოიყენეს, ეთნოკონფლიქტები იყო, რომელთა მიღწევაშიც, აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმთან ერთად, გამსახურდიას უკიდურეს ნაციონალიზმსა და დასავლეთის სპეცსამსახურებთან შევარდნაძესააკაშვილის გენტურულ კუთვნილებას დაეყრდნენ. ჩანაფიქრი ამ შემთხვევაშიც 9 აპრილივით ვერაგული და ჩახლართული იყო: ამერიკელებს ქართული ტერიტორიების ნაწილი რუსეთისთვის უნდა მიეგდოთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობის დაძლევა ისტორიულ პერსპექტივაშიც კი შეუძლებელი გამხდარიყო. რუსეთი არამხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების, არამედ მის მიმართ ისტორიული მტრობითა და დაუძლეველი შურისძიებით ანთებული ხალხების ალყაში უნდა მოქცეულიყო. დღეს თუ ვინმე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კატეგორიული მოწინააღმდეგე, ეს კოლექტიური დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია, რადგან ამ რეგიონში მათთვის უფრო დიდ საფრთხეს არაფერი წარმოადგენს, ვიდრე საქართველოსა და რუსეთის შერიგება და მათ შორის საერთო ინტერესების გაჩენა. ეს სამუდამოდ დაასამარებს მათ ვერაგულ ზრახვას საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე. საქართველოსა და რუსეთს შორის შერიგების შიშით არ გვაძლევენ ისინი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების საშუალებას.

    აი, ძალიან მოკლედ, მხოლოდ თეზისების სახით წინაისტორია იმ უცნაური მოვლენისა, რომლოს მოწმენიც ბოლო დღეებში შევიქენით. ახლა კი იმის შესახებ, რა არის ის, რასაც „უცნაური მოვლენა” ვუწოდე: ეუთო საპარლამენტო ასამბლეის 31- ყოველწლიურ სესიაზე მისაღები რეზოლუციის შესახებ ქართულმა ოცნებამგაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

    „მოგეხსენებათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“.

    გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგება საჭიროა“. პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაური კონსტრუქციაა თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით ცდილობს, რაც დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს”.

    დააკვირდით: „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა ის, რასაც მე, ოცდაათი წელიწადია, ვამტკიცებ: საქართველოს ტერიტორიები, რუსეთმა კი არა, აშშმა წაართვა, მაგრამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ტერიტორიები რუსეთს მიუგდო! სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რაც ახლა ამერიკელებმა ჩაიდინეს და, რასაც „ქართული ოცნება” ასე გამოეხმაურა: ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს“. როგორ მოგწონთ? რუსეთთან სამკვდროსასიცოცხლოდ დაპირისპირებული ამერიკელები რუსეთის ინტერესების დაცვას რატომ დაიწყებდნენ, ეს რომ მათ ინტერესებში არ შედიოდეს?! აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემის გაყინვა ამერიკის ინტერესებშია, რადგან მათ იციან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობათა დათბობას გამოიწვევს, რაც მათთვის კატასტროფული მარცხი იქნება. ხედავთ, რა გამოდის? საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთადერთი მოწინააღმდეგე ჰყავს აშშ. ამერიკელებს საქართველოს უკრაინიზაცია სურთ და არა საქართველოსა და რუსეთის შერიგება. ჩვენთვის დამანგრეველი ამ სტატუს კვოს შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან, რუსეთის ინტერესებიც კი დაიცვან და ჩვენ დაგვიპირისპირდნენ. მეტი გამჟღავნება იმ საიდუმლოსი, რომლის შესახებაც წლების განმავლობაში ამდენი ვწერე და ვილაპარაკე, რა გინდათ?! ამიტომ ვამტკიცებ წლების განმავლობაში, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი კი არ არის, სტრატეგიული მტერია, მაგრამ ჯორდანო ბრუნოს არ დაუჯერეს და მე ვინ დამიჯერებდა, რომ, „ის მაინც ბრუნავს!” მადლობა ღმერთს, რომ ახლა თვითონ ამერიკელები წამომეშველნენ და პირდაპირი ტექსტით განაცხადეს ის, რამაც ასე გააოცა და აღაშფოთა „ქართული ოცნების” მესვეურები. აი ამონარიდი მათი განცხადებიდან: პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა. უცნაური კონსტრუქციაათბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“. „ქართულ ოცნებაში” ეს იმიტომ გაუკვირდათ, რომ ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებში ვერ ერკვევიან, თორემ აქ საკვირველი რა არის? ამერიკელები იცავენ საკუთარ პროექტს, რომელიც დიდი ხნის წინათ განახორციელეს: სამ ნაწილად დაშლილი და რუსეთთან სამუდამოდ დაპირისპირებული საქართველო. „ქართულ ოცნებაში” რაღაცას მიხვდნენ, რაღაცას კი ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ, მაგრამ მძიმე რეალობა მალე საბოლოოდ გაუნათებთ გონებას. ამ მძიმე რეალობის გაცნობიერება უკვე დაწყებული აქვთ, რადგან ამ ფაქტზე ასეთი რამ თქვეს საკუთარი პირით: სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეუთოს ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს“. მეტი აღიარება რაღა უნდა იყოს, თუმცა აღიარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაცნობიერებას. კედელთან მიყენება ერთია, გონების განათება კი – მეორე, რაც საიდუმლოს არსებობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ მის გაცნობიერებასაც ნიშნავს. ეს დღეც მალე დადგება, ვინაიდან “არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება”.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here