Home ახალი ამბები საქართველო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

47

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ლანა ოუენი და ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს და პარლამენტის წევრს მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ.

შეხვედრებზე საუბრის ძირითა თემა ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას ეხებოდა.

„ვისაუბრეთ თუ როგორ მიმდინარეობს იმ 12 დავალების შესრულება, რაც ევროკავშირისგან გვაქვს, რომ მივიღოთ ესოდენ ნანატრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, სტუმრებს ვუთხარი რა კეთდება პარლამენტში, რამდენად ინტენსიურად საქმიანობს ეს სამუშაო ჯგუფები, რამდენად არის ოპოზიცია ჩართული ამ საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას.

დიპლომატებს ვაცნობეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ გარდა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ორივე საელჩოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ დაგვეხმარონ ამ მიმართულებით. მათ აინტერესებთ როგორ წარიმართება პროცესები დეპოლარიზაციის კუთხით. მე მათ გავაცანი „ლელოს“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამ საკითხებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, რაც შეეხება მოსამზადებელ სტადიას, სამუშაო ჯგუფებს და სხვა, აქ ჯობია ყველამ თავისი მოსაზრებები შეაჯეროს და სადაც რეალურად ხდება ღია პროცესში ამ საკითხების განხილვა, ანუ კომიტეტების სხდომებზე, იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ლელოს“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, დიპლომატებს გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვხედავთ საპარლამენტო კომიტეტებსა და სასესიო დარბაზში აქტიურ დებატებს ამ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. გარდა ამისა ვისაუბრეთ საქართველოში ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here