Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთმა იუგოსლავია  37 000-ზე მეტი  რადიოაქტიური ჭურვით  დაბომბა

დასავლეთმა იუგოსლავია  37 000-ზე მეტი  რადიოაქტიური ჭურვით  დაბომბა

ექიმები და ექსპერტები იუგოსლავიაში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ქმედებებს გენოციდსა და ეკოციდს უწოდებენ. 2002 წლის მარტში გაერომ დაადასტურა კოსოვოში რადიოაქტიური დაბინძურება ალიანსის დაბომბვის შედეგად და დაგმო ურანისა და კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება

358

იუგოსლავიის დაბომბვიდან  25 წელი გავიდა. 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე, 11 კვირის განმავლობაში, აშშ და ნატოს კოალიცია  იუგოსლავიას ბომბავდნენ. ისინი ყოველდღე ესროდნენ ბომბებს სერბეთის ქალაქებსგანსაკუთრებითდედაქალაქ ბელგრადს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა  ათასობით ადამიანი, უფრო მეტი ლტოლვილად იქცა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი და საბოლოოდ ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა.

რატომ დაბომბა ნატომ იუგოსლავია?

იუგოსლავიაში ნატოს შეჭრის ფორმალური მიზეზი იყო კოსოვოში ალბანელებსა და სერბებს შორის დიდი ხნის კონფლიქტი. 1999 წლის 15 იანვარს კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია (KLA) შეეჯახა იუგოსლავიელთა ჯარს სოფელ რაჩაკში. ალბანელები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 45 ალბანელი „ბოევიკი“. სერბების ვერსიით კი, ეს „ბოევიკები“ ბრძოლაში დაიღუპნენ. დასავლეთი  კოსოვოელი  ალბანელების მხარეს დადგა და  „კოსოვოს მხარეში მასობრივი ეთნიკური წმენდის შეწყვეტა“ მოითხოვა.

საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ:

კოსოვოდან პოლიციისა და სამხედრო ნაწილების გაყვანას, რადგან ისინი „რეპრესიებს ახორციელებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“;

 კოსოვოში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას;

• სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ალბანურ მხარესთან, რომელსაც იუგოსლავიის ხელისუფლება სეპარატისტებს უწოდებდა.

ალიანსმა თავის მიზანსმშვიდობის იძულებაუწოდა. არსებითად კი, დასავლეთის ქვეყნებს   – კოსოვოსა და მეტოხიას სერბეთისგან გამოყოფა სურდათ და იქ სერბეთის ჯარების  ყოფნა საერთაშორისო ნორმების დარღვევის საბაბად მიიჩნიეს.

სერბეთის ხელმძღვანელობამ უგულებელყო დასავლეთის მოთხოვნები და დაჟინებით მოითხოვა, ეღიარებინათ რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. იუგოსლავიის მთავრობას სჯეროდა, რომ კოსოვოს პრობლემა იუგოსლავიის საშინაო საქმე იყო, მაგრამ უარს არ ამბობდა კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებაზე.

1999 წლის 29 იანვარს ალიანსმა განაცხადა, რომ  არ მოერიდებოდა საჰაერო თავდასხმებს, თუ იუგოსლავია განაგრძობდა მისთვის წაყენებული პირობების იგნორირებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვეს იუგოსლავიის სამთავრობო ჯარების გაყვანა კოსოვოდან, მხარისთვის სრული ავტონომიის მინიჭება და იქ ნატოს ჯარების შესვლაზე თანხმობა. ბელგრადი ნებისმიერ შემთხვევაში კარგავდა კოსოვოს.

1999 წლის თებერვალმარტში საფრანგეთში გაიმართა მოლაპარაკებები კოსოვოს შესახებ, რომელშიც მთავარი როლი შეერთებულმა შტატებმა ითამაშა. იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა არ მიიღო ულტიმატუმი და ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას.   დასავლეთის ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ ამოწურეს ყველა დიპლომატიური საშუალება და  სამხედრო ინტერვენციისთვის მზადება დაიწყეს.

1999 წლის 24 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. ალიანსმა განაცხადა, რომ იუგოსლავიის დაბომბვა  აუცილებელი იყო,  თითქოს ეს იყო ერთადერთი გზა ამ მხარეში  ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

ნატოს გეგმა თავდაპირველად ითვალისწინებდა  კოსოვოსა და მეტოხიას ტერიტორიებზე წერტილოვანი დარტყმების სერიას, მაგრამ სერბებმა კაპიტულაცია პირველივე დღეებში არ გამოაცხადეს და აპრილში იუგოსლავიის მთელი ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო.

1999 წლის 12 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო სესიაზე  ნატომ  კიდევ ერთხელ წაუყენა მოთხოვნები იუგოსლავიის ხელისუფლებას:

• შეწყდეს  საომარი მოქმედებები, ძალადობა და რეპრესიები;

• უზრუნველყოფილი იყოს პოლიციის, სამხედრო და გასამხედროებული ნაწილების გაყვანა კოსოვოდან;

• კოსოვოში დაუშვან საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის განლაგება;

• იუგოსლავიის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უპირობო და უსაფრთხო დაბრუნება, აგრეთვე, მათთან ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი ურთიერთობა;

• იუგოსლავიის ხელისუფლებამ  წარმოადგინოს სარწმუნო მტკიცებულება, რომ სურს, დადოს პოლიტიკური ჩარჩო ხელშეკრულება კოსოვოს შესახებ რამბუიეს მოლაპარაკებების საფუძველზე, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შესაბამისად.

რას  ეფუძნებოდა იუგოსლავიის დაბომბვის სამართლებრივი ბაზა?

დიდი ხანია, სერბებს უთანხმოება აქვთ  მეზობლებთან. კოსოვოში ისტორიულად ცხოვრობდნენ ალბანელები და სერბები. სერბი მოსახლეობისთვის კოსოვოს პრობლემა ისტორიული სამშობლოს დაცვაა, კოსოვოს ალბანელი მოსახლეობისთვის – ბრძოლა ალბანელი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიისთვის კი ეს იყო მცდელობა, დაემყარებინა  პოლიტიკური კონტროლი კოსოვოს ტერიტორიაზე და შემდგომში ყველა ალბანურ ანკლავზე იუგოსლავიაში, მათ შორის ჩერნოგორიაში, სერბეთსა და მაკედონიაში. 1998 წლის თებერვლის ბოლოს მოხდა შეტაკებები სერბ სამართალდამცველებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის. იუგოსლავიის ხელისუფლებასა და კოსოვოელი ალბანელების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის შემდეგ ნატო კოსოვოელი ალბანელების მხარეს დადგა და ჩაერთო  კონფლიქტში.

ბომბების წვიმა ბელგრადში

ვინ შეუტია იუგოსლავიას 1999 წელს?

იუგოსლავიას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ნატოს ყველა წევრი-ქვეყანა (იმ მომენტში ნატოში გაერთიანებული იყო 19 სახელმწიფო): აშშ; დიდი ბრიტანეთი; კანადა; საფრანგეთი; გერმანია; დანია; ისლანდია; ბელგია; პოლონეთი; ეხეთის რესპუბლიკა; ნიდერლანდები; საბერძნეთი; უნგრეთი; ლუქსემბურგი; იტალია; თურქეთი; ნორვეგია; პორტუგალია; ესპანეთი. ალიანსის გაერთიანებულ ძალებს მეთაურობდა  ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი. იუგოსლავიაზე დარტყმის მოსამზადებლად ნატომ ხმელთაშუა ზღვაში განალაგა  ავიამზიდები, კრეისერები, ფრეგატები, გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები. ალიანსის თვითმფრინავები აფრინდნენ იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და აშშ-ის საჰაერო ბაზებიდან.

დაბომბვის დაწყება

1999 წლის 24 მარტის 23 საათი და 45 წუთიეს არის ნატოს საჰაერო კოსმოსური და საზღვაო ოპერაციის დაწყების ზუსტი დრო. სერბებს თავდაპირველად დაარტყეს  ალიანსის გემებიდან.  ნატოს ავიაციამ დაბომბა  სამეთაურო პუნქტები, რადიოსალოკაციო ობიექტები  და იუგოსლავიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზირების ადგილები. შემდეგ დადგა სამხედრო აეროდრომების, სამრეწველო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ჯერი. ბევრი მათგანი მდებარეობდა მშვიდობიანი ქალაქების მახლობლად ან ქალაქის საზღვრებში. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გარდაუვალი იყო. 11 ამერიკული კოსმოსური ხომალდი ახორციელებდა ფრთოსანი რაკეტების ნავიგაციას 200-800 კმ დიაპაზონით. პირველი ბომბები დაეცა ბელგრადს, პრიშტინას, ნოვი სადს, კრაგუევაცს, პანჩევოს, პოდგორიცასა და იუგოსლავიის სხვა ქალაქებს. ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ზოგჯერ „აფეთქებები ფოიერვერკებს ჰგავდა – ძალიან ბევრი იყო“.

სერბეთის დედაქალაქის  ნანგრევებად ქცეული ერთ-ერთი რაიონი

ვაშინგტონი დარწმუნებული იყო, რომ დაბომბვა იუგოსლავიას რამდენიმე დღეში დააჩოქებდა. ასე არ მოხდა. ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი კვირაში რამდენიმეჯერ ირჩევდა დაბომბვის ახალ ობიექტებს იუგოსლავიაში ცხოვრების პარალიზებისთვის, შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განადგურებისა და ქვეყნის მოსახლეობისა და ხელმძღვანელობის დემორალიზაციისთვის. პირველ თვეში ნატოს თვითმფრინავები ყოველდღიურად საშუალოდ 350 გაფრენას ასრულებდნენ. მას შემდეგ, რაც ყველა დაგეგმილი სამხედრო ობიექტი დააზიანეს, გადავიდნენ „დაუგეგმავ“ ობიექტებზე.

აპრილსა და მაისში ალიანსმა  ჰაერიდან დაარტყა ხიდებს, შენობებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებსა და უცხო ქვეყნების საელჩოებს. ამან დიდ მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში. სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „დაბომბვები არ შესუსტდება“.

ოპერაციის მიმდინარეობისას ნატოს ძალებმა:

* შეასრულეს 37 500-დან 38 400-მდე საბრძოლო გაფრენა;

* სერბეთსა და ჩერნოგორიაში 995 ობიექტზე განახორციელეს 2300 საჰაერო დარტყმა;

* გაუშვეს  საზღვაო და საჰაერო ბაზირების  700 ფრთოსანი რაკეტა.

აკრძალული იარაღი

ამერიკელებმა იუგოსლავიის არმიის პოზიციების დასაბომბად აკრძალული ჭურვები გამოიყენეს  –  კასეტური საბრძოლო მასალები გაღარიბებული ურან-238-ითა და ურან-236-ით.

ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, ნატომ იუგოსლავიის 112 ობიექტზე ჩამოაგდო 31 000 საბრძოლო მასალა გაღარიბებული ურან – 238-ითა   და ურან-236-ით. ეს  15 ტონა ჭურვის ეკვივალენტურია. სერბები კი  ამბობენ, რომ  დასავლურმა ძალებმა 37 000-დან 50 000-მდე რადიოაქტიური ბომბი და რაკეტა გამოიყენეს, ანუ დაახლოებით 30 ტონა გაღარიბებული ურანი.

აღსანიშნავია ამერიკელებისა და ნატოელების ცინიზმი – ისინი  მართლმადიდებლური აღდგომის საზეიმო დღეებში ბომბებს, რომლებითაც ბელგრადსა და სხვა ქალაქებს  ანგრევდნენ, აწერდნენ: „ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!“

ნატოს თვითმფრინავს მიაქვს  ბომბი წარწერით “ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!“

რით დასრულდა ნატოსჰუმანიტარული ინტერვენცია“?

ამ ვითარებაში რუსეთი მოქმედებდა, როგორც სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტი, დაიკისრა  პასუხისმგებლობა კოსოვოს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, მაგრამ შემდგომი მოვლენები აშშ-ისა და ნატოს სცენარის მიხედვით განვითარდა. რუსი სამშვიდობოების კოსოვოში ყოფნამ ვერ გადაარჩინა სერბები, რომლებიც იმხანად უკვე  ძალიან იყვნენ დაზარალებულები. 1999 წლის 12 აპრილს იუგოსლავიის ხელისუფლებამ სცადა ვითარების  შეცვლა და კენჭი უყარა რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო გაერთიანებაში  გაწევრებას, მაგრამ  ეს ინიციატივა უარყო რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა. ამის შემდეგ იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა განაცხადა, რომ შეასრულებდა ნატოს პირობებს. 1999 წლის 9 ივნისს მაკედონიის ქალაქ კუმანოვოში იუგოსლავიის არმიისა და ნატოს ბლოკის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სამხედრო-ტექნიკურ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. აი ამ ხელშეკრულების პირობები:

* ნატოს ქვეყნები წყვეტენ იუგოსლავიის დაბომბვას;

* იუგოსლავიელი ძალოვანები წყვიტენ საბრძოლო მოქმედებებს  კოსოვოში;

*  იუგოსლავიის პოლიცია და სამხედრო ძალები 11 დღეში უნდა გავიდნენ კოსოვოდან;

* უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ზონები იუგოსლავიის ტერიტორიაზე კოსოვოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 5 კილომეტრის სიგანით ხმელეთზე და 25 კილომეტრის სიგანით ჰაერში;

*კოსოვოს დაიკავებს საერთაშორისო სამხედრო წარმომადგენლობა ნატოს კონტროლითა და მეთაურობით.

10 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია # 1244, რომელიც, ისტორიკოსების აზრით, ფაქტობრივად ამართლებდა ნატოს ქმედებებს და  გმობდა იუგოსლავიას.

12 ივნისს კოსოვო დაიკავეს პირველმა სამშვიდობო ქვედანაყოფებმა. კოსოვოსა და მეტოხიის მხარე, ფაქტობრივად, ჩამოშორდა სერბეთს. ალბანელებმა განდევნეს სერბების უმეტესობა და მათთან ერთად ჩერნოგორიელები, ბოშები, ხორვატები და თურქები.

1999 წლის 6 აგვისტოს შვედეთის პრემიერმინისტრ ჰანს იორან პერსონის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელი კომისია იუგოსლავიის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. კომისიამ გააკრიტიკა ნატოს ხელმძღვანელობა კასეტური ბომბების გამოყენებისა და იუგოსლავიის ეკოლოგიის დაზიანების გამო, რომელიც გამოწვეული იყო ქიმიური  და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით.

იუგოსლავია დაბომბვის შემდეგ

78-დღიანმა ომმა იუგოსლავია ნანგრევებად აქცია.  იუნესკოს მფარველობის ქვეშ არსებული ბევრი  ძეგლი, შუასაუკუნეების მონასტრები  და სალოცავები, ძალიან დაზიანდა ალიანსის რაკეტებითა და ბომბებით. მეზობელმა ქვეყნებმა მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღეს.

სერბები ნატოს მიერ გაჩაღებული ომის მთავარ დამნაშავეებად  მიიჩნევენ ამერიკელ გადამდგარ გენერალ უესლი კლარკს, აშშის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრ ტონი ბლერს.  მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლის 21 სექტემბერს ბელგრადის რაიონულმა სასამართლომ ამ ფიგურებს ბრალი წაუყენა ომის დანაშაულებში, იუგოსლავიამ  ვერ შეძლო მათი გასამართლება.

2000 წლის ოქტომბერში იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჩამოაგდეს. ის 2006 წელს ჰააგის ციხეში გარდაიცვალა.

იუგოსლავიის დაბომბვის ეკონომიკური შედეგები

ნატოს დაბომბვით  გამოწვეული მატერიალური ზარალი უზარმაზარი იყო და მიახლოებითი შეფასებით 200 მლრდ დოლარს აჭარბებდა. განსაკუთრებით დაზარალდა ენერგეტიკა, აგრეთვე, ნავთობის, მეტალურგიული და ქიმიური  მრეწველობები. ქვეყნის მშპ 1998 წელთან შედარებით 40,7%-ით შემცირდა. ნატოს ჭურვებმა გაანადგურა ქვეყნის ინფრასტრუქტურა,  განსაკუთრებით  დაზარალდა ხიდები – დუნაიზე გადებული 11 ხიდიდან 7 დაინგრა.

გარემოს დაბინძურება

ნატო გაღარიბებული  ურანის საბრძოლო მასალებს ელექტროსადგურების, ქიმიური და ნავთობის ქარხნების წინააღმდეგ იყენებდა. შედეგად, ჰაერში, წყალსა და ნიადაგში დიდი რაოდენობით ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერება  მოხვდა.

იმის გამო, რომ ნატოს პილოტებმა ურანის  ბომბები ესროლეს ჭაბურღილებს, წყლის საქაჩ სადგურებსა და წყლის სხვა წყაროებს, წყალი და ნიადაგი ძალიან დაბინძურდა რადიოაქტიურად. ურანის მტვერმა შეაღწია მიწისქვეშა წყლებში, მოხვდა მდინარე დუნაიში, იქიდან კი ეგეოსის ზღვაში. პანჩევოსა და ნოვი სადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო დარტყმების შედეგად ძალიან დაზიანდა ბელგრადის თბოელექტროსადგური. განსაკუთრებით მძიმე შედეგები გამოიწვია ბარიჩში ქიმიური ქარხნისა და პრიშტინაში პოლიმერული ქარხნის განადგურებამ. კრაგუევაცი, ნოვი სადი, პანჩევო და ბორი სიცოცხლისთვის საშიშ ქალაქებად გამოცხადდა. რადიოაქტიურმა მტვერმა დააბინძურა ევროპის სხვა ქვეყნებიცუნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სამხრეთ იტალია. ურანის ნაწილაკები მოხვდა მიწაში, გრუნტის წყლებში, მცენარეებსა და ცხოველთა ორგანიზმებში,  იქიდან  კი – ადამიანებში. 2000-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო კომისიებმა შეისწავლეს ყოფილი იუგოსლავიის ნიადაგის, მცენარეულობისა და წყლის ობიექტების მდგომარეობა. ექსპერტები გაოგნებული იყვნენ, რომ დაბომბვიდან  თითქმის სამი წლის შემდეგ ჰაერში კვლავ იყო ურანის ნაწილაკები.

სერბებმა შეძლეს  ბევრი აუფეთქებელი ჭურვის პოვნა და გაუვნებელყოფა, მაგრამ  ზოგიერთი ჭურვი ჯერ კიდევ მიწაში დევს. ამას აქვს მძიმე  შედეგები, რადგან ურანიანი ჭურვი მედეგი არ არის კოროზიის მიმართ.

ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა რაოდენობის კატასტროფული მატება

სერბი იურისტები, ექიმები და ექსპერტები იუგოსლავიაში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ქმედებებს გენოციდსა და ეკოციდს უწოდებენ. 2002 წლის მარტში გაერომ დაადასტურა კოსოვოში რადიოაქტიური დაბინძურება ალიანსის დაბომბვის შედეგად და დაგმო გაღარიბებული ურანისა და კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება.

ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლის  რადიოაქტიური დაბინძურების გამო იუგოსლავიის მოსახლეობა კიბოს რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

გაღარიბებული ურანის ნაწილაკების მტვერი დაილექა ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში, ფილტვებში, საყლაპავ მილში და სისხლძარღვებით შეაღწია თირკმელებში, ღვიძლსა და ძვლოვან ქსოვილში. ნარჩენი რადიოაქტიური გამოსხივების გავლენით ორგანოებში ავთვისებიანი სიმსივნეები გაჩნდა.

სერბმა ადვოკატმა სრჯან ალექსიჩმა, რომელიც წარმოადგენდა 1999 წლის აფეთქებების შედეგად დაზარალებული ადამიანების ინტერესებს, განმარტა:

„15 ტონაც კი ასჯერ მეტი რადიაციაა, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში იყო. ადამიანებს, რომლებსაც აქ სიმსივნე ემართებათ გაღარიბებული  ურანის გამო, აქვთ დაავადების სპეციფიკური სურათი –  სიმსივნე ერთდროულად ჩნდება სხეულის ორსამ ადგილას“.

ახლა სერბეთი ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით ლიდერია. ქვეყანაში, სადაც 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად 60 000 ადამიანს უსვამენ კიბოს დიაგნოზს. კიბოთი წელიწადში დაახლოებით 30 000 მცხოვრები იღუპება.

აღსანიშნავია,რომ არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები და იუგოსლავიის არმიის ჯარისკაცები დაზარალდნენ ურანის საბრძოლო მასალისგან, არამედ ნატოს ჯარისკაცებიც, რომლებიც იყენებდნენ ასეთ საბრძოლო მასალებს. ყველა მათგანი კიბოთი გარდაიცვალა.

დაბომბვის შედეგები

სისხლიანი აღდგომა სერბეთში

24 მარტი სერბეთში გლოვის დღეა. ბევრი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგულად ითვლება, ამიტომ დაბომბვის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სერბეთის ხელისუფლების მიახლოებითი შეფასებით, ნატოს საჰაერო თავდასხმებიდან 11 კვირაში:

* დაიღუპა 1700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 400 ბავშვი;

* დაიჭრა 10 000-ზე მეტი ადამიანი;

* დაახლოებით 500 000-მა დაკარგა სამსახური;

* ათიათასობით უსახლკაროდ დარჩა.

დაახლოებით 863 000 ადამიანმა, ძირითადად, სერბებმა, ნებაყოფლობით დატოვა მხარე, ხოლო კიდევ 590 000  იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

იუგოსლავიის არმიის მონაცემებით, დაიღუპა 161  და დაიჭრა 299 სამხედრო. სხვა წყაროების მიხედვით, სერბებმა 500-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. ამრიგად, იუგოსლავიაში ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ იყო მიმართული ნატოს აგრესია.

დაბომბვის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა:

* 89 ფაბრიკა და ქარხანა;

* 128 სამრეწველო და მომსახურების ობიექტი;

* 120 ენერგეტიკული ობიექტი;

* 14 აეროდრომი;

* 48 საავადმყოფო და კლინიკა;

* 82 ხიდი;

* 70 სკოლა;

* 18 საბავშვო ბაღი;

* 35 ეკლესია;

* 29 მონასტერი.

2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასე შეაფასა   დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება:

 „ისინი ყოველთვის გვეუბნებიან, რომ  კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს ტყუილია, არანაირი  განსაკუთრებული შემთხვევა არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის. ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ომის დანაშაულები ორივე მხრიდან, ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საერთო პრინციპები ამ საკითხების მოსაგვარებლად“.

2022 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ილაპარაკა თავისი როლის შესახებ იუგოსლავიის  კონფლიქტში:

მე ვთავაზობდი, დაგვებომბა ბელგრადი. მე შევთავაზე ამერიკელი მფრინავების გაგზავნა და დუნაის ყველა ხიდის აფეთქება. <…> მე შევთავაზე ძალიან კონკრეტული ქმედებები”.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here