Home ახალი ამბები საქართველო Reuters – ევროკავშირის მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიას განიხილავენ – კაია კალასი...

Reuters – ევროკავშირის მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიას განიხილავენ – კაია კალასი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, საქართველოდან და მოლდოვადან კი ჯარების გაყვანას ითხოვს

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალინდელ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიის საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვიპროსში დაგეგმილ ხვალინდელ არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობებს განიხილავენ.

წყაროების ცნობით, ევროკავშირის ხედვას მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი წარადგენს.

ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ კალასის მოთხოვნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნის აკრძალვას, ასევე, რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ კიბერ მოქმედებების, დრონებისა და დეზინფორმაციული აქტივობების დასრულებას მოიცავს.

ამასთან, ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროპული კონსენსუსი არ არსებობს.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთთან მომავალი ურთიერთობების მიმართ მიდგომა“, – აღნიშნა დიპლომატმა.

წყარო: interpressnews

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here