Home ახალი ამბები საქართველო სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია – მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე...

სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია – მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შესაძლო კანდიდატთა შორის იყვნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

სამი კანდიდატიდან საბოლოოდ პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული ხმის მიცემით შეარჩევს.

გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here