Home ახალი ამბები საქართველო კონსტანტინოპოლის პატრიარქს ქართული ეკლესიის დამორჩილება სურს

კონსტანტინოპოლის პატრიარქს ქართული ეკლესიის დამორჩილება სურს

კონსტანტინოპოლის პატრიარქს ქართული ეკლესიის დამორჩილება სურს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა სდს (СВР)-მა გაავრცელა ინფორმაცია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მხრიდან მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩვის მცდელობების შესახებ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური გვაფრთხილებს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე გეგმავს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

კერძოდ, უწყების მონაცემებით, პატრიარქი ბართლომე ცდილობს თავისი კანდიდატების დაწინაურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პოსტზე, იმ იმედით, რომ მომავალში ერთ-ერთ მათგანს დაეყრდნობა. ესენი არიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), რომლებიც ბართლომეს „თავისი ნების ყველაზე შესაფერის აღმსრულებლებად მიაჩნია“.

რუსეთის სდს-ის განცხადებით, პატრიარქი ბართლომე „ დაჟინებით მიჰყვება მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩვის ვერაგულ ხაზს პრინციპით – „გათიშე და იბატონე“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
წყარო: NTV

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here