Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან – ხაზი გავუსვით...

ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან – ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას

ირაკლი კობახიძე

ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

“ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

წყარო: ინტერპრესნიუსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here