ედიშერ გვენეტაძე: დადგა ბინძური ადამიანების გაქრობის დრო, მათთვის ძალიან მალე მეორე ნიურნბერგის პროცესი გაიმართება

    ედიშერ გვენეტაძე

    დესტრუქციული ძალები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და თავს ოპოზიციას უწოდებენ, რამდენიმე დღის წინათ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შეძლეს გაერთიანება, მაგრამ ეს, ოპოზიციონერთა გაერთიანებას კი არა, ,,ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაციას უფრო ჰგავდა…

    საქართველოში ბევრი პარტია დაიშალა და გაქრა, მაგრამ ,,ნაცმოძრაობა” დღემდე სულდგმულობს. ქართულ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:

    _ ამბობენ, საქართველოს მოღალატეთა ერთობა შედგაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. საქმე ის არის, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის მუშაობის შედეგად შემუშავდა დასკვნა, რომლის თანახმად ,,ნაცმოძრაობა” და მასთან ასოცირებული ადამიანები პოლიტიკაში ვეღარ მოვლენ, რადგან დამნაშავეები არიან. კომისიის დასკვნა გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლომ კი სექტემბერში საბოლოო დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს…

    საშუალება მქონდა, წამეკითხა წულუკიანის კომისიის დოკუმენტი, რომელიც თითქმის 600 გვერდია. მასში აღწერილია ,,ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილი დანაშაულები. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ როგორ მოხდა ,,ნაცმოძრაობის” თითქოსდა რეანიმაცია?

    პროცესებს, რომლებიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, გავლენა აქვს ჩვენზეც. მსოფლიოში დადგა საკითხი, რომ ანტიადამიანური ძალების მოშორება და განეიტრალება აუცილებელია…

    ისეთი საშინელებები, რომლებიც ინგლისის პარლამენტში ლეიბორისტების ინიციატივით მიიღეს, რომ 4 წლის ბავშვს მშობლებისგან დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ სქესს მიაკუთვნებს თავს, ხოლო ექიმს უფლება მიეცა 4-5 წლის ბავშვს სქესი შეუცვალოს მშობლის ნებართვის გარეშე, წარმოუდგენელი სისასტიკეა…  დადგა ბინძური ადამიანების გაქრობის დრო. ეს შეეხება საქართველოში მოქმედ სასტიკ ადამიანებსაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ დიდძალი ფული და ძალაუფლება აქვთ და გადარჩენისთვის იბრძვიან. ასეთი ადამიანებისთვის მალე მეორე ნიურნბერგის პროცესი გაიმართება. 

    დადგა ბინძური ადამიანების გაქრობის დრო. ეს შეეხება საქართველოში მოქმედ სასტიკ ადამიანებსაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ დიდძალი ფული და ძალაუფლება აქვთ და გადარჩენისთვის იბრძვიან. ასეთი ადამიანებისთვის მალე მეორე ნიურნბერგის პროცესი გაიმართება.

    _ მიღებული გვაქვს უცხოური დაფინანსების შესახებ კანონი, ქვეყანაში უკანონო გზით ფული თითქმის ვეღარ შემოდის. მაშ, როგორ ახერხებენ დესტრუქციული ძალები პარტიების შექმნას, გაერთიანებას, აქციების მოწყობას? სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეჭვობს საზოგადოება, რომ ამ ე.წ. ოპოზიციას თვითონ ხელისუფლება აფინანსებს…

    _ ყველა გზა, რომლებიდანაც ფული შემოდის, ვერ გადაიკეტება. მაგალითად, გერმანიის ელჩმა საჯაროდ განაცხადა: ყველაფერს გაავაკეთებ იმისთვის, რომ ფული შემოვიდესო. როდესაც გერმანიის ელჩი ასე ლაპარაკობს, უნდა ჩავთვალოთ, რომ თვით გერმანია ამბობს ამას. ელჩები ხომ მთავრობების სახელით საუბრობენ?!  ამ დაფინანსებების შეწყვეტაც იოლი საქმე რომ არ იქნებოდა, თავიდანვე ვიცოდით…

    საქართველოში დესტრუქციული ძალების გავლენა შემცირებულია, ხელისუფლების ძალით დამხობას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არ ეთანხმება. როგორი მოწინააღმდეგეც უნდა იყოს ადამიანი ამ ხელისუფლების, მისი ძალით დამხობა და ქვეყნაში არეულობა არავის სურს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი და ,,ოცნება” მათ არ დააფინანსებენ… ,,ნაცმოძრაობის” განშტოებები, თუნდაც გაერთიანებული, მომავალ არჩევნებშიც ვერ იქნებიან ძირითადი ძალა. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ეს რეალური მოცემულობაა. ყველანი ვნახავთ, რომ ეს ასე იქნება _ დესტრუქციული ძალა კანონით აიკრძალება!..

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here