ევრაზიის ინსტიტუტი, 2009 წელს დაარსებული და ამავე წლიდან მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აძლიერებს რუსოფობიის გამოვლინებებზე მონიტორინგს. ამ მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ ზომების მიღებას ისეთი უღირსი ქართველი წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც განზრახ ცდილობენ რუსეთის დისკრედიტაციას საქართველოში, ამავდროულად კი თავად რუსეთს იყენებენ.
კერძოდ, ერთ-ერთი ქართველი ვიდეობლოგერი ცოტა ხნის წინ იაკუტიას ეწვია და თავისი მრავალრიცხოვანი ქართული აუდიტორიისთვის, ინტერნეტში ვიდეო განათავსა (YouTube: https://youtu.be/3Wc7jj5sG-Y?t=60 ). მოგზაურობის გამოცხადებული მიზანი იყო „პლანეტის ყველაზე ცივი ადგილის“ მონახულება. თუმცა, ამ ვიზიტს თან ახლავს ბლოგერ „კაკოს“ კომენტარები რუსეთის შესახებ: „მე ჩვენი მტრების ტერიტორიაზე ჩავედი“, „მაგრამ მე არ ვურთიერთობ რუსებთან, არამედ იაკუტებთან, რომლებმაც ჩვენსავით დაზარალდნენ რუსების მხრიდან“ და ა.შ. შემდეგ ის იწყებს ადგილობრივი იაკუტი გიდის აგიტაციას რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, ამბობს, რომ იაკუტს არ შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, რადგან ის დაისჯება და ა.შ. ის ამ ყველაფერს ღიად აკეთებს და ამის დადასტურება ვიდეოს დასაწყისსა და დასასრულ ნაწილში შეიძლება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღკვეთოს რუსეთის წინააღმდეგ სიძულვილისა და დეზინფორმაციის გავრცელება, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას – აღნიშნულ ბლოგერს შეუზღუდოს რუსეთის ფედერაციაში შესვლა, ასევე შექმნას ფილტრაციის მექანიზმები, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ასეთი რუსოფობიური ელემენტების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.







