Home ახალი ამბები საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტი – საერთაშორისო ორგანიზაციები შორდებიან ნამდვილ მიზანს, ქმნიან ამომრჩეველთა ჯგუფებს, ცდილობენ, წინ...

სახელმწიფო დეპარტამენტი – საერთაშორისო ორგანიზაციები შორდებიან ნამდვილ მიზანს, ქმნიან ამომრჩეველთა ჯგუფებს, ცდილობენ, წინ წაწიონ დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა მოქალაქეს არ შეუძლია

საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, „საერთაშორისო ორგანიზაციები შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ, წინ წაწიონ ისეთი დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია“.

„ამერიკის ლიდერების თაობები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლობალური ჩართულობა თავისთავად კარგი იყო და მისი მეშვეობით კავშირი მოიტანდა გლობალურ მშვიდობას, გააუქმებდა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ფუჭად ხარჯავდა ჩვენს გავლენას ამ მცდარი იდეების წინ წამოწევით, ამასობაში ჩვენ გვაჯობეს დიდ სახელმწიფოებს შორის რეალურ კონკურენციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here