Home ახალი ამბები საქართველო “ირანმა კახელების გაწყვეტა და შაჰ აბასის ლაშრობები გვაზეიმა” – გიორგი სანიკიძე

“ირანმა კახელების გაწყვეტა და შაჰ აბასის ლაშრობები გვაზეიმა” – გიორგი სანიკიძე

„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ – ეს წარწერა ჰქონდა გაკეთებულია ირანის საელჩოს ღონისძიების მოსაწვევს, რომელიც აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს დაურიგეს.

მოსაწვევის ფოტო სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა.

[ეს თარიღი] გამოდის 1616 წელი – შაჰ აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში.

ანუ ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.

ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მემგონი, კომენტარი ზედმეტია”- წერს სანიკიძე. 

შეგახსენებთ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.

თბილისში  სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.

ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ფაქტს ისრაელის საელჩოს და ირანელი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here