Home ახალი ამბები საქართველო ვიდეოხიდი: დ. ს. ომში დაღუპული ქართველების სამარხები ნაპოვნია ჩრდილო კავკასიაში

ვიდეოხიდი: დ. ს. ომში დაღუპული ქართველების სამარხები ნაპოვნია ჩრდილო კავკასიაში

ვიდეოხიდი: დ. ს. ომში დაღუპული ქართველების სამარხები ნაპოვნია ჩრდილო კავკასიაში

მულტიმედიური ცენტრის, „სპუტნიკ-საქართველოს“ ბაზაზე, ინტერნეტ-ჩართვის ფორმატში, შედგა ვიდეოხიდი თემაზე – „დიდი სამამულო ომის ქართველი გმირები“. რუსეთში იგეგმება, მოხდეს სტანიცა ჩერნოერკოვსკაიაში მდებარე სამხედრო სასაფლაოს რესტავრაცია, სადაც დაკრძალულნი არიან 414-ე ანაპის წითელდროშოვანი მსროლელი ქართული დივიზიის ჯარისკაცები და ოფიცრები (300 ადამიანზე მეტი). ისინი 1943 წლის თებერვალში, ბრძოლებში დაიღუპნენ. ამ ლეგენდარული დივიზიის მებრძოლები ათავისუფლებდნენ ყირიმს და სევასტოპოლს 1944 წლის აპრილ-მაისში. ინტერნეტ-ჩართვისას, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის პროექტ “Солдатские обелиски”-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ გრიბოვსკიმ, დამსწრეთ მოუთხრო კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონის სტანიცა ჩერნოერკოვსკაიაში აღმოჩენილი ქართველი მებრძოლების სამარხების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს და თავიანთი ნამოღვაწარის შესახებ ინფორმაციები გააზიარეს მოხალისეებმა:

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროექტ „საქართველოს უკვდავი ჯარის“ დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ (თბილისი);

ქართული ეროვნული კულტურული ავტონომიის „ივერიის“ ხელმძღვანელმა სტავროპოლის მხარესა და ქალაქ კისლოვოდსკში, სტავროპოლის მხარის გუბერნატორთან არსებული ეთნიკური საკითხების საბჭოს წევრმა პეტრე ლობჟანიძემ;

ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოების, „ედინსტვო-ერთობის“ თავმჯდომარემ ლალი ხადონოვა-ბერიანიძემ (ვლადიკავკაზი);

ქალაქ მოზდოკის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ვალიკო გიგაურმა;

ქ. მოზდოკის სამძებრო ჯგუფ «Поиск»-ის ხელმძღანელმა მაჰმად დაურბეკოვმა;

ქალაქ სოჭის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ვლადიმირ გეგეჭკორმა და

სამძებრო ჯგუფ “Последний рубеж”-ის ხელმძღვანელმა, სრულიად რუსეთის პატრიოტული აქციის “Я вернулся, Мама…”-ს ხელმძღვანელმა და ავტორმა, საზოგადოებრივ ორგანიზაცია “Наш дом город Грозный”-სა და რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა საიპუდდინ გუჩიგოვმა (ქ. გროზნი).

ვიდეოს ბმული: https://vk.com/video636931254_456239022

წყარო: Didisamamulo

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here