ედიშერ გვენეტაძე:  ქვეყანაში გვყავს დესტრუქციული ძალები, რომლებსაც თავის დროზე სურდათ აიდანიზაცია, მერე _ ნეპალიზაცია, ვენესუელიზაცია და ახლა სურთ ირანიზაცია

    ,,ღარიბაშვილის დაპატიმრებით ივანიშვილმა ყველას აჩვენა, რომ, როდესაც გადაცდომაა, მეგობრობა, ნათელ-მირონობა არაფერს ნიშნავს”

    ედიშერ გვენეტაძე

    ,,ქართულმა ოცნებამ ,,ქვეყნის სათავეში ყოფნის 13 წლის განმავლობაში 7 პრემიერი გამოცვალა, მათგან ერთი პატიმარია, მეორე_ გაქცეული და ღალატში ბრალდებულიამასთანავე, ,,ოცნების,, მმართველობის პერიოდში ორი პრეზიდენტი შეიცვალა და დღეს ორივე მოღალატედ არის შერაცხილი, ამ პირობებში საზოგადეობის წარმომადგენელთა მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა_ თვითონ  ,,ოცნება,, ხომ არ არის გამოსაცვლელი?

    რა სჭირს საქართველოს ხელისუფლებას, რატომ ვერ პოულობს შესაფერის კადრებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:

    _ ახლა ურთულესი პერიოდია, ვიცით, როგორ უტევენ საქართველოს. დასავლური ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან.

    სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში ვინც არის ჩახედული, არაფერი გაუკვირდება, რადგან ეს დრომ მოიტანა და ისევ დრო წაიღებს, ეს ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თანამდევი პროცესია და გასაკვირი არაფერია… დაწყნარდება, დაიწმინდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართულ სახელმწიფოს შეესაბამება.

    _ კიდევ რამდენი წელიწადი დასჭირდება ,,ქართულ ოცნებას,,,  საქართველო სახელმწიფოდ რომ აქციოს?

    _ 13 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას” ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავს…

    _ ამ ხელისუფლებას არაბი ინვესტორი შემოჰყავს, მიწებს ჰყიდის, დავითგარეჯა თითქმის დაიკარგა

    _ დავითგარეჯა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  დაიკარგა, ამჟამინდელმა  ხელისუფლებან წამოწია ეს თემა, წინა ხელისუფლებამ გაყიდა და ჯერ კიდევ ძიების პროცესია. ისტორიკოსი ვარ და ვერ ვიჭორავებ, ვნახოთ, ძიება რას დაადგენს, რაც შეეხება არაბებისთვის მიწის მიყიდვას, ესეც არასწორი ინფორმაციაა, არავინ არაფერს ყიდის…

    35 წლის განმავლობაში რაც ვნახე და რისი მნახველიც ვარ ბოლო 13 წლის განმავლობაში, იმაზე ვილაპარაკებ… ჩვენმა ქვეყანამ 5-6 სახელმწიფო გადატრიალება აიცილა თავიდან, ამაზე ვერავინ შემედავება.

    იდეალური მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ქალაქები გადაჭედილია ავტომობილებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად ცხოვრობს… მანქანას საწვავი უნდა, საბურავი, ნაწილები, ეს ყველაფერი აქვთ…

    _ ავტომობილებით ქუჩების გადაჭედვა კარგი არ არის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ  სოფელი დაცარიელდა და ყველა დედაქალაქშია თავმოყრილი

    _ ყველა გაჭირვებას ამ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, ეს ყველაფერი მანამდე მოხდა…  20 წელიწადზე მეტია, ქვეყანა ინგრევა, ფაბრიკა- ქარხნები განადგურდა, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა საქართველო. ყველა სოფელი თღითქმის გაუკაცრიელდა, გეგმაზომიერად ინგრეოდა საქართველო, რათა კოლონიურ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. ქვეყანს პატრიოტები არ მართავდნენ, არ იყო ხელისუფალი, რომელიც ქვეყნის სიმდიდრის გაყიდვაზე იტყოდა უარს…

    ყველას უკვირს, ,,ქართული ოცნებას,, დამნაშავეები ჰყოლია ხელისუფლებაშიო და მართლაც, წარმოგიდგენიათ, რამდენი მოღალატე აღმოჩნდა _კადრები, რომლებიც ქვეყანას ჰყიდდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდნენ ხელს, დავასახელებ მარგველაშვილს, ზურაბიშვილს, გახარას ამ მოღალატეების სახელების ხსენების არ უნდა შეგვეშინდეს…

    საქართველოს გარშემო თითქმის ყველგან ომია და ახლა არ მიმაჩნია მართებულად, ჩვენი ხელისუფლება ვაკრიტიკო… ქვეყანაში გვყავს დესტრუქციული ძალები, რომლებსაც თავის დროზე სურდათ: მაიდანიზაცია, ნეპალიზაცია, ვენესუელიზაცია და ახლა სურთ ირანიზაცია…

    ქართველი ერის გადარჩენა უპირველესია. ჩემთვის უპირველესია, ქართველი ახალგაზრდების განათლება! ეს არის და ეს.

    _ ირაკლი ღაღიბაშვილი ივანიშვილის ოჯახის წევრად ითვლებოდარა მესიჯი გაუგზავნა ივანიშვილმა ამჟამინდელ ხელისუფლებას ღარიბაშვილის დაპატიმრებით?

    _ ჩემი აზრით, ივანიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრა: ,,მცირე შეცდომისთვისაც კი არავის დავინდობ ქართული სახელმწიფოს შენების გზაზე!”… ღარიბაშვილის დაპატიმრებით ივანიშვილმა ყველას აჩვენა, რომ, როდესაც გადაცდომაა, მეგობრობა, ნათელ-მირონობა არაფერს ნიშნავს. ღარიბაშვილმაც ეს ვითარება ღირსეულად მიიღო,

    ყველას გვახსოვს ღარიბაშვილის გაკეთებული კარგი საქმეები, მხოლოდ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილ წარმომადგენელ ბორელთან  მისი საუბარი რად ღირს.?!.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here