ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლება სრულად ვერ გათავისუფლდა დასავლური გავლენისგან!

    “აშშ-ის პრეზიდენტის გატაცებაზეც არავინ ითხოვს პასუხს, ჩვენ კი გვაბრალებენ ადამიანების მოწამვლას მიტინგზე, მაშინ, როცა იქ ავად არავინ გამხდარა”

    ნანა კაკაბაძე

    მსოფლიო ძალიან სახიფათო ზონაში შედის, _ წერენ სპეციალისტები და მართლაც, აშშ-ის მოქმედებები უკონტროლოა, ჩვენს არცთუ შორეულ სამეზობლოში ძალიან რთული ვითარებაა… საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში დროდადრო ნახავთ კრიმინალურ-დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც სურთ, ქვეყანაში ვითარება ნებრისმიერი გზით არიონ.

    მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტი და მისი ცოლი ქვეყნიდან გაიტაცა და ახლა აშშ-ის საპყრობილეში ჰყავს, ჩვენი ე.წ. აკაცუკები სიხარულს ვერ მალავენ და სოციალურ ქსელებსა თუ ქუჩაში გამოტანილი ლოზუნგებით ტრამპისგან მოითხოვენ, ანალოგიური რამ გააკეთოს საქართველოშიც… ერთ-ერთი მოწოდება ასეთი შინაარსისაა: “იქნებ ტრამპს ვუთხრათ, რომ მთაწმინდაზე ნავთობია და ივანიშვილი წაიყვანოს”… ეს არის შინაარსობრივად ყველაზე მსუბუქი განცხადება, რომელიც ამ დღეებში გაისმა…

    უნდა ისჯებოდეს თუ არა მსგავსი განცხადებების გაკეთება, არის თუ არა ეს ქვეყნის ღალატი?

    გვესაუბრება პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე:

     _ ქუჩაში მოხეტიალეები არა მხოლოდ კრიმინალზე ფიქრობენ, არამედ დესტუქციაზეც. მათ სურთ ქვეყანაში არეულობა; სურთ, საქართველო არ ვითარდებოდეს… ყველაფერი მათი ბინძური ტვინებიდან მოდის, მათ უხარიათ ის, რაც ჩვენს ქვეყანას ვნებს, საქართველოს სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები კი სწყინთ. ისინი ცინიზმით, სარკაზმით, გინებით, დაცინვით ხვდებიან ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ის სიხარული, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის გატაცებას მოჰყვა…

    _ ეს გასაგებია, მაგრამ ქუჩის სავალ ნაწილზე დგომისთვის და მთავრობის წევრის შეურაცხყოფისთვის თუ შეიძლება ადამიანების დაპატიმრება, მით უმეტეს დასაპატიმრებელია ის, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს თუნდაც ლოზუნგებით. აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწოდებები, რომ საქართველოდანაც გაიტაცონ მთავრობა, სამშობლოს ღალატად არ ითვლება?

    _ სამშობლოს ღალატი სხვა ფორმაა, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა არეგულირებს და მასში ეს ქმედება არ არის შეტანილი, მაგრამ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის პოლიტიკურად დამაზიანებელი განცხადებები და სასჯელი უნდა იყოს ის, რომ ქართველმა ხალხმა მოღალატეებს მხარი არ უნდა დაუჭიროს. ეს უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია. ისინი ხალხმა უნდა დასაჯოს და არა კანონმა, ხალხის სასჯელი უფრო ძლიერია…

    დღეს ყველა განცხადება, რომლებიც აზიანებს ივანიშვილს, აზიანებს ქვეყანას, რადგან მან გვიხსნა წინა ხელისუფლების კლანჭებისგან და მშვიდობით მოგვიყვანა აქამდე.

    ჩვენი ხელისუფლება მაინც სრულად ვერ გათავისუფლდა დასავლური გავლენებისგან. ეს არის იმის მიზეზი, რომ ფაშისტურ-ლიბერალური ფრთა დასავლეთში ჯერ კიდევ მყარად არის წარმოდგენილი. ფაქტია: საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ვერ სცილდება, დასავლეთის გავლენისგან ბოლომდე ვერ თავისუფლდება.

    ცდილობენ გათავისუფლებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ვინც უნდა იყოს მათი მფარველი, სახელმწიფო სტუქტურებში ვეღარ მოხვდებიან; ვინც დარჩნენ, ისინიც მოშორდებიან, ყოველ შემთხვევაში, პირობა ასეთია, ვნახოთ, რას იზამენ…

    _ აშშ-მა 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა, მათ შორის ვენეციის კომისია, ჩვენ სწორება ამერიკაზე გვაქვს, ჩვენც გამოვალთ ვენეციის კომისიიდან?

    _ ამერიკისგან განსხვავებით საქართველო ევროსაბჭოს წევრია, ამიტომ ჩვენი ქვეყანა ასე ხელაღებით ვერ გამოვა ვენეციის კომისიიდან. თუ ევროკავშირზე უარს ვიტყვით, მაშინ შეიძლება, მაგრამ საქართველოს კონსტუტუციაში არის 78-მუხლი, რომელიც ბევრ რამეში გვიშლის ხელს. სანამ ჩვენ ფორმალურ სიგიჟეებზე არ ვიტყვით უარს, საქართველოსთვის რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება.

    ხედავთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გატაცებაზეც არავინ ითხოვს პასუხს, ჩვენ კი გვაბრალებენ ადამიანების მოწამვლას მიტინგზე, მაშინ, როცა იქ ავად არავინ გამხდარა. ასე რომ, რაც ეპატიება აშშ-ს, არ გვეპატიება ჩვენ! მეტიც, აშშ-ს ტაშს უკრავენ…

    სანამ საქართველოს კონსტიტუციიდან არ ამოვიღებთ 78-ე მუხლს, არაფერი გამოგვივა, დამოუკიდებლად ვერ ვიმოქმედებთ…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here