Home ახალი ამბები საქართველო მ ი მ ა რ თ ვ ა

მ ი მ ა რ თ ვ ა

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს

ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს –  პაატა იმნაძეს

ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს –  სილვიუ დომენტეს

2025 წლის 27 იანვარს  საზოგადოებრივ  არხზე,  გადაცემაში „აქტუალური თემა“ (22:00), თქვენ აქტიურად  ეწეოდით   პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეკლამას და საზოგადოებას კატეგორიული ტონით არწმუნებდით, რომ 10-14 წლის გოგო-ბიჭების (და უფროსებისაც) აცრა მათ სამუდამოდ დაიცავს საშვილოსნოს ყელისა და სასქესო ორგანოების კიბოსაგან მომავალში – გოგონებს 40–65 წლის, ბიჭებს კი 50–70  წლის ასაკში, ანუ    მაშინ, როდესაც ხდება ამ დაავადებების გამოვლინება.

სამივესგან მოვითხოვ (ერთად, გნებავთ, ცალ-ცალკე) გარკვევით და კონკრეტულად, ამერიკა -ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს კვლევითი და სტატისტიკური  მონაცემების მოყვანით, გვიპასუხოთ ქვემოთ დასმულ შეკითხვებზე:

პირველი კითხვა: პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 2006 წელს შეიქმნა და მალევე, 21-ე საუკუნის პირველი დეკადის ბოლო წლებში,  დაიწყო  9-14 წლის გოგონების აცრა სკოლებში მათი მშობლების  თანხმობის  გარეშე (შემდეგ წლებში აცრა დაუწყეს ბიჭებსაც)!

იყო თუ არა სასწრაფო და აუცილებელი,  არასაკმარისად გამოცდილი ვაქცინით საყოველთაო ვაქცინაციის წამოწყება  ბავშვებში?

მეორე: თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პაპილომა ვირუსი  სექსუალურად აქტიური ქალებისა და კაცების 90 %–ს აქვს, დაავადებით კი  100 000 ქალიდან მხოლოდ 10-ს  უჩნდება საშვილოსნოს ყელის კიბო  40–65 წლის ასაკში (ანუ 0,01%–ს);  100 000 კაციდან  კი – მხოლოდ ერთს ემართება სასქესო ასოს კიბო  55–70 წლის ასაკში (0,001%),  თქვენ მაინც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ მილიონობით, ასეულ მილიონობით ადამიანის უფასოდ აცრა და მილიარდობით დოლარის აბსოლუტურად უაზრო ხარჯვა ? თუ ისეთი ფილანტროპები ხართ, რომ, ფულს კი არა, სულსაც არ დაიშურებთ კავკასიელებისთვის და აზიელ–აფრიკელებისთვის? ეს კითხვა ჯანმოს წარმომადგენელ დომენტეს  ეხება.

საქართველოზე  მოფიქრალ იმნაძე–სარჯველაძეს (გამყრელიძესაც, კოვიდპანდემიის პერიოდში გაწეული „უმწიკვლო“ სამსახურისთვის): შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია არ გაგაჩნიათ ვაქცინებზე, თუ ახლაც თავწაღუნული, უსიტყვოდ ასრულებთ დასავლეთიდან მიღებულ „რეკომენდაციებს“? რომ გვამუნათებთ, ვაქცინის ერთი დოზა რამდენიმე ასეული დოლარი ღირს და ჩვენ კი (ლამაზი თვალებისთვის, ცხადია) უფასოდ გვაძლევენო,  ნუთუ  ცნობილი გამოთქმა: „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“,  თქვენთვის უცნობია?

მესამე: ამბობთ, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და, თანაც  სამუდამოდ იცავს ქალსაც და კაცსაც, ანუ  აცრიდან 40–50 წლის შემდეგაც. რის საფუძველზე ამტკიცებთ ამას?

ცნობილია, რომ ერთი ვაქცინაც კი არ არსებობს, რომელსაც სერიოზული გართულებები და სიკვდილი არ გამოეწვიოს! სამუდამო იმუნიტეტს კი არც ერთი ვაქცინა არ იძლევა, არც ერთი (მაგალითად, პანდემიის პერიოდში გაპიარებულ კოვიდვაქცინას, თუნდაც ოთხჯერ იყო აცრილი, გართულებების  მეტი არაფერი მოაქვს,  იმუნიტეტს  კი პირიქით – აქვეითებს და  ამიტომაც უფრო ხშირად აცრილები ხდებიან ავად)! რაც შეეხება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ახლა რომ ცხვირში გვტენიან (Gardasil, Cervarix), აქაოდა, რა გენაღვლებათ, მუქთააო, ამ ვაქცინების მთავარი სპეციალისტი, დოქტორი დაიანა ჰარპი  ჯერ კიდევ  2009 წელს გვაფრთხილებდა, რომ  ეს ვაქცინები არ აქვეითებს საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებიანობის მაჩვენებელს და  რომ მათი  ეფექტიანობა საერთოდ არ შესწავლილა!  დადასტურებული კი მხოლოდ ერთი რამ არის:  პაპილომა ვირუსის ვაქცინები ექსპერიმენტში უნაყოფობას (ანუ უშვილობას) იწვევს! ეს არის მთავარი გართულება და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ჯანმო ბილ გეიტსის ფინანსებითა და მითითებებით, მიზანი  დეპოპულაციაა!

მეოთხე: იცით  თუ არა ვაქცინებში შემავალი ინგრედიენტების – ქიმიკატების, შხამების,  ალუმინის ნანონაწილაკების, ვირუსებისა და კიბოს უჯრედების ზემოქმედების შესახებ ადამიანის, განსაკუთრებით, ახალშობილებისა და მოზარდების ორგანიზმზე?

მეხუთე: ვალდებული ხართ თუ არა, როდესაც ვაქცინის დადებით მხარეებზე საუბრობთ, დაწვრილებით ახსენოთ ყველა ის მოსალოდნელი სერიოზული გართულება, რომლებიც კონკრეტულ ვაქცინაციას ახლავს, და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოთ მშობელი თუ ასაცრელი პირი?

მეექვსე: ობიექტურობისთვის საჭიროა თუ არა, რომ  თქვენ მიერ ცალმხრივად მოწოდებულ ინფორმაციას ტელეეთერში  ახლდეს პარალელურ რეჟიმში  ოპონენტების მოსაზრებაც, რომლებზეც  დამაჯერებელ პასუხს გასცემდით ფაქტების მოშველიებით?

დასასრულ  – რამდენიმე, თქვენთვის კარგად ცნობილი  (ამაში დარწმუნებული ვარ) ფაქტი მკითხველისთვის:

* დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა  ტონი ბლერმა 2002 წელს საჯაროდ უარი განაცხადა, წითელაზე  აეცრა თავისი ორი წლის ბიჭი. ტონი ბლერმა ერთობ „პატიოსანი“ ახსნაც მოაყოლა: „ჩემი შვილის აცრაზე ვამბობ უარს, თორემ, როგორც პოლიტიკოსი(!), მხარს ვუჭერ საყოველთაო (ანუ სხვების!) ვაქცინაციას“!

* სავალდებულო ვაქცინაციის კამპანიის ყველაზე აქტიურმა მონაწილემ, დეპოპულაციისთვის მებრძოლმა მილიარდერმა ბილ გეიტსმა  თავისი სამი შვილიდან ერთიც კი არ აცრა არანაირი ვაქცინით.

*არ აცრა თავისი ქალიშვილები ღორის გრიპზე არც პრეზიდენტმა ობამამ.

მაგალითები საკმარისზე მეტია, მაგრამ ამით შემოვიფარგლები.

ველი თქვენ პასუხს და საჯარო დისკუსიებს.

იაკობ ლეჟავა

28 იანვარი, 2025

                                                                                                                                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here