საფრანგეთში 2024 წლის საზაფხულო ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ეს მოვლენა ყოველთვის გრანდიოზული სანახაობით აღინიშნება და ყველა ის სახელმწიფო, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობენ, ცდილობს, რომ მისი გახსნის ცერემონია ქვეყნის არა მხოლოდ ისტორიის, ცხოვრების წესისა და ტრადიციების ამსახველ თეატრალიზებულ მოვლენად აქციოს, არამედ მისგან ხალხის კულტურული და ცივილიზაციური პასპორტი შექმნას, რომელიც მძლავრ ემოციურ ფონზე მსოფლიოს თვალწინ ერთხელ კიდევ წარმოჩინდება. ეს რთული საქმეა. უძლიერესმა სცენარისტებმა და რეჟისორებმა ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან და მეცნიერების მრავალი სხვა დარგის წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმუშაონ შთამბეჭდავი პროექტის განსახორციელებლად. ამ საკითხს ყველგან ასე უდგებიან და ამავე პრინციპით უნდა მიდგომოდნენ საფრანგეთშიც. სამწუხაროდ, მათ სხვა გზა აირჩიეს. შეფასებებმაც არ დააყოვნა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თემას გამოეხმაურა, “სფეის იქსის” დამფუძნებელი ილონ მასკი იყო. მან სოციალურ ქსელ X- ში დაწერა: “ეს უკიდურესად უპატივცემულობა იყო ქრისტიანების მიმართ”. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის პროექტის ავტორებმა საფრანგეთის ისტორიისა და ფრანგი ხალხის კულტურული პასპორტის წარმოჩენაზე მაღლა დასავლეთის გარყვნილების იმ იდეოლოგიის პროპაგანდა დააყენეს, რომელიც წალეკვით ემუქრება კაცობრიობას. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელი იმანუელ კანტი ამბობდა: „ხელახალი მოწიწებით ვივსები ყოველთვის, როდესაც ცაში ვარსკვლავებისა და ჩემში სინდისის არსებობაზე ვფიქრობ”. ღრმა ნათქვამია, რაც სამყაროსთვის ვარსკვლავებია, იგივეა ადამიანისთვის სინდისი (ზნეობა). ვარსკვლავების (ფართო გაგებით) გარეშე სამყაროსგან სიცარიელე დარჩება, ზნეობის გარეშე ადამიანისგანაც სიცარიელე დარჩება. მხოლოდ ზნეობა (სინდისი) არის ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ყველა სხვა შემთხვევაში მისგან უღმერთო (უსინდისო) არსება რჩება, რომელიც სატანისკენ არის მიდრეკილი და მის იარაღადაა ქცეული, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს მას. ათეიზმი კი არ არის ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ხშირად წარმოუდგენიათ, ზნეობისა და სინდისის წინააღმდეგ ბრძოლაა ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა. ათეისტები ღმერთის (როგორც ყოვლის საწყისისა და მამოძრავებლის) არსებობას უარყოფენ, მაგრამ მათ ზნეობისა და სინდისის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, ამიტომ ვამბობ: ისინი არ არიან ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლნი. ღმერთთან ნამდვილი ბრძოლა ზნეობისა და სინდისის წინააღმდეგ აღძრულ იმ ადამიანებს აქვთ გაჩაღებული, რომლებიც ღვთაებრივი წესებისა და სისტემების დანგრევას ცდილობენ. მდედრი და მამრი ღვთაებრივი (ბუნებრივი) სისტემაა, რომელიც საფუძვლად უდევს სიცოცხლის გაგრძელებას; სიცოცხლისა, რომელიც ისეთი უნიკალური მოვლენაა, რომ ჯერაც არავინ იცის, არსებობს თუ არა იგი დედამიწის გარდა სხვაგან – სადმე სხვა პლანეტაზე ან სხვა რომელიმე გალაქტიკაზე. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი, რომელიც გვირგვინია სიცოცხლისა, დარაჯად ედგას სიცოცხლეს, მის გაგრძელებას, მის უკვდავებას, მამათმავლობის ცოდვით ბილწავს ამ ღვთაებრივ სასწაულს და სათავეს უდებს მის დასრულებასა და გაქრობას. უგუნურება, უზნეობა და უღმერთობა ამაზე შორს ვერ წავა. საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ გააკრიტიკა 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორები „ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო”.
კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან.
ეპისკოპოსები და ეკლესიის გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის და აშშ-ის ეპისკოპოსების მიერ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას „ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა“ უწოდეს.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო. „მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს”, – ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში. „ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე, რომლებიც ცერემონიის გარკვეულმა სცენებმა აღაშფოთა, მასში ჩადებულმა პროვოკაციამ კი დააზარალა”, – აცხადებენ ისინი. ეპისკოპოსებმა ასევე დასძინეს: „ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული ზოგიერთი ხელოვანის იდეოლოგიურ პრეფერენციებს სცდება”.
სტატიაში მოყვანილია სხვა ეპისკოპოსთა გამოხმაურებები პარიზის ოლიმპიადაზე. მალტის არქიეპისკოპოსმა ჩარლზ სციკლუნამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მესიჯი გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს მალტაში და იმედგაცრუება გამოხატა ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს, როდესაც დრაგ-არტისტების ჯგუფმა საიდუმლო სერობის იმიტაცია მოაწყო.
აშშ-ის საეპისკოპოსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა ენდრიუ კოზენსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კათოლიკეებს მოუწოდებს, რომ პარიზის ინციდენტს ლოცვითა და მარხვით უპასუხონ.
სანტიაგო დე ჩილეს არქიეპისკოპოსმა ფერნანდო ჩომალიმ თქვა, რომ იმედგაცრუებულია მომხდარით. გერმანელმა ეპისკოპოსმა შტეფან ოსტერმა კი პარიზის ცნობილ სცენას „ქვიარის უკანასკნელი ვახშამი” უწოდა.
ფრეი ნელსონ მედინამ, ცნობილმა კოლუმბიელმა მღვდელმა, სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშებიდან არც ერთ სცენას არ უყურებს.
მელბურნის (ავსტრალია) არქიეპისკოპოსმა პიტერ კომენსოლიმ გამოაქვეყნა „საიდუმლო სერობის” ფოტო და დაწერა: „მე ორიგინალი მირჩევნია”.
მათ შორის, ვინც ოლიმპიადის ცერემონიის სოდომიზაციის გამო აღშფოთებას არ მალავს, მხოლოდ საეკლესიო იერარქები არ არიან. ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც ხმამაღლა გამოხატავს პროტესტს. მაგალითად, ლა ლიგის, ესპანეთის უმაღლესი პროფესიონალური ფეხბურთის დივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებას მედრანომ მკაცრად დაგმო პარიზული დრაგ-ქუინის სცენები სოციალურ მედიაში. მედრანომ გამოაქვეყნა წარმოდგენიდან ფოტო შემდეგი წარწერით: „მიუღებელი, უპატივცემულო, სამარცხვინო. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საიდუმლო სერობის გამოსახულების გამოყენება შეურაცხყოფაა მათთვის, ვინც ქრისტიანია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?!”
ასევე, ფრანგი ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე „დრაგ ქუინების” მიერ საიდუმლო სერობის პაროდიას აკრიტიკებს. ის სოციალურ ქსელ X-ში სტატუსს აქვეყნებს და ქრისტიანებს მიმართავს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. „მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქრისტიანს, რომლებიც ახლა პარიზის ოლიმპიადის ცერემონიას უყურებენ და „დრაგ-ქუინების” მიერ „საიდუმლო სერობის” პაროდიის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, იცოდეთ, რომ საფრანგეთი კი არა, უმცირესობა გესაუბრებათ, რომელიც ნებისმიერ პროვოკაციაზე წამსვლელია”, – წერს ევროპარლამენტარი.
მოკლედ რომ ვთქვათ, საფრანგეთის ოლიმპიადა შეურაცხყვეს და გააფუჭეს იმით, რომ დევიზი „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!” ჩაანაცვლეს არაჯანსაღი სხეულის პროპაგანდითა და გარყვნილების აფიშირებით, რაც ისე შორს დგას ოლიმპიადის სულისკვეთებისგან, როგორც ცა დედამიწისგან. თუმცა, აქ საქმე მხოლოდ საფრანგეთის ოლიმპიადის გაფუჭებასთან კი არა, მთელი კაცობრიობის დემორალიზაციის შემაშფოთებელ მცდელობასთან გვაქვს. ამ კონკრეტულ ფაქტს მიღმა აუცილებლად უნდა დავინახოთ ის ზოგადი ტენდენცია, რომელსაც ღვთაებრივი საწყისისა და ადამიანურობის წინააღმდეგ საბედისწერო გასროლა ჰქვია.
ვინ აღუდგება გარყვნილების ამ საშინელ ნიაღვარს?
ვინ შეაჩერებს კაცობრიობის წინააღმდეგ ამხედრებულ იმ უბოროტეს ძალას, რომელსაც ტახტი დასავლეთში უდგას?
28 ივლისს პეტერბურგში აღინიშნა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ყურადღებას იქცევს ამერიკული ადმინისტრაციისა და გერმანიის მთავრობის განცხადება 2026 წლიდან გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკის შორი მოქმედების რადიუსის ზეზუსტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და შეიარაღების განთავსების შესახებ. მათი მიღწევის ზონაში აღმოჩნდება რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა. საფრენი დრო კი რაკეტებისა, რომლებიც პერსპექტივაში, შესაძლებელია, აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინებით, დაახლოებით ათ წუთამდე შემცირდება. ამასთანავე, აშშ-მა წვრთნების პროცესში უკვე დაამუშავა დანიისა და ფინეთის ტერიტორიაზე სარაკეტო კომპლექს Typhon-ის გადასროლა. ეს ვითარება გვახსენებს ცივი ომის პერიოდის მოვლენებს, კერძოდ, ევროპაში Pershing-ის ტიპის ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსებას. აშშ-ის მიერ ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში ჩვენ თავს ჩავთვლით განთავისუფლებულად ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმისგან და მივიღებთ სარკისებურ ზომებს იმის მიხედვით, თუ რას მოიმოქმედებენ აშშ და მათი სატელიტები ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში”.
ერთი შეხედვით თითქოს პირდაპირი კავშირი არ არის სტატიაში განსახილველ ორ მოვლენას შორის – სად საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და სად შორი რადიუსის ამერიკული რაკეტების გერმანიაში განთავსების საკითხი?! თითქოს რა უნდა იყოს საერთო ამ ორ მოვლენას შორის, მაგრამ, სამწუხაროდ,, ეს მოვლენები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. გარყვნილების იდეოლოგია და გლობალური ომის პარტია ერთი ძალის მიერ და ერთი ცენტრიდან იმართება. ისინი ავსებენ ერთმანეთს. კაცობრიობის გარყვნა და კაცობრიობისთვის გლობალური ომის თავს მოხვევა სიცოცხლისთვის წერტილის დასმისკენ მიმართული დანაშაულებრივი ქმედების განუყოფელი და შემადგენელი ნაწილებია. პარიზში რაღაც ცხენისმაგვარი მექანიკური ჩონჩხი რომ დაჩაკუნობდა, ალბათ, აპოკალიფსის მხედარი იყო, ანუ ეს იყო მინიშნება სიცოცხლისა და კაცობრიობის აღსასრულზე. არაფერს ვამბობ გადაგვარებულ არსებებსა და უსქესობის აშკარა დემონსტრირებაზე. სქესის აღრევა, რომელსაც ისინი ასე გულმოდგინედ ახალისებენ, სქესის დაკარგვის (გაქრობის) წინაპირობაა და, თავის მხრივ, რეპროდუქციისა და კვლავწარმოების უნარის გაქრობას ანუ სიცოცხლის შეწყვეტას ნიშნავს. მათ არც მეცნიერება სჭირდებათ, არც ხელოვნება, არც რელიგია, არც მორალი, არც ტრადიციები, რომლებიც, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების განსხვავებული ფორმები, სიცოცხლის გაგრძელების სამსახურში დგას. მით უფრო არ სჭირდებათ სპორტი, რომელიც ჯანსაღი სხეულისა და ჯანსაღი სულის სიმბოლოა; პირიქით, მათ სჭირდებათ გადაგვარებული სხეული და გადაგვარებული სული, დეგრადირებული ცნობიერება და ავადმყოფური ფანტაზიები. მათ ტერორისტები და ქილერები, მასობრივი მკვლელობების დამგეგმავები და მასობრივი მკვლელობების შემსრულებლები სჭირდებათ, ამიტომ ის, რაც საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნაზე ხდებოდა, და ის, რის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტი პეტერბურგში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს ამბობდა, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, რადგან კაცობრიობას საფეთქელთან უკვე მიუტანეს ორლულიანი თოფი გლობალური გარყვნილებისა და გლობალური ომისა. საბედისწერო გასროლამდე კი ცოტა რჩება, თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთის ეს ცოფიანი ძაღლები ვიღაცამ არ ალაგმა. ამ ზოგადსაკაცობრიო მისიის შესრულების ძალა დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ რუსეთს შესწევს.
ვალერი კვარაცხელია