Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: სულ ტყუილად  უხარიათ ის სატყუარა, რომელიც 8 ნოემბერს გადმოუგდეს, მაგრამ,...

მიხეილ ჟღენტი: სულ ტყუილად  უხარიათ ის სატყუარა, რომელიც 8 ნოემბერს გადმოუგდეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება!

“ევროპელებმა იფიქრეს: ჯანდაბა მათ თავს, მივცეთ ეს რეკომენდაცია, თან მომაკვდავებს გაუხანგრძლივებთ არსებობას და თან ხელისუფლებას დავტვირთავთ ისეთი დათქმებით, რომელთა შესრულების შემთხვევაში მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და ამით ორ კურდღელს დავიჭერთო”

863

მოგვცეს, მოგვცეს! გილოცავთ!” _ ამ შეძახილებით შეხვდა ქართველი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი 8 ნოემბერს ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა მიიღოს. გახარებულია მთავრობაც და ოპოზიციაც, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა. საქართველოს პრეზიდენტს უმალ დაავიწყდა კირბალში მოკლული თამაზ გინტური და ორბელიანების სასახლესთან ზარზეიმით აღნიშნარეკომენდაციისმიღება.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ორგანიზაციისსოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი მიხეილ ჟღენტი:

_ საქართველო ბოლი 34 წლის განმავლობაში მეორედ უშვებს საბედისწერო შეცდომას. პირველი იყო 90-იანების დასაწყისში, როდესაც დასაშლელად გამზადებულ სსრკ-ს ჩავყევით საფლავში; მეორედ ახლა, როდესაც იშლება ევროკავშირი და ამ გაერთიანებაში მიგვათრევენ, რათა ყველა აგური თავზე დაგვეცეს. 2030 წლისთვის ევროკავშირის ხსენება არ იქნება და სად მივდივართ?

მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, რატომ მოგვცეს ამ ტანჯული სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია. დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში ჭოჭმანობდა, ფიქრობდა, რა ექნა. მისი მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში ლიბერალური ნარჩენების დაბრუნებაა. გათვლა იყო ასეთი: თუ დაინახავდნენ, რომ საქართველოში არის რევოლუციური მუხტი და სატატუსის არმოცემის შემთხვევაში ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, ამას გამოიყენებდნენ დესტაბილიზაციისთვის, მაგრამ დაინახეს, რომ ოპოზიცია უძლურია და ეს ავატურა არ გამოიღებდა შედეგს. ამიტომ ევროპელებმა იფიქრეს: ჯანდაბა მათ თავს, მივცეთ ეს რეკომენდაცია, ამით მომაკვდავებს გავუხანგრძლივებთ არსებობას და თან ხელისუფლებასაც დავტვირთავთ ისეთი დათქმებით, რომელთა შესრულების შემთხვევაში მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და ორ კურდღელს დავიჭერთო. ამასთანავე, ხელისუფლება დაავალდებულეს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, აგრეთვე, არ შეზღუდოს ლგბტ პროპაგანდა, გაზარდოს “სიტყვის თავისუფლების” ხარისხი და ა.შ. მოკლედ, ხელისუფლებას ბორკილით მიაბეს ოპოზიცია და დაღუპვის შემთხვევაში ორივე იძირება. კარგად მოფიქრებული სცენარია, ევროპელებს მზაკვრობაში ბადალი არ ჰყავთ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, შევახსენებ ურსულა დეიდის (ურსულა ფონ დერ ლაიენი _ ევროკომისიის ხელმძღვანელი. _ რედ.) განცხადებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გააკეთა:  “უკრაინამ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”.  ჩვენ მტერს ის მიღწევა, რომელიც უკრაინას აქვს! იმედია, ჩვენი ხელისუფალი არ არის თანახმა, ზელენსკის ბედი გაიზიაროს…

კრება დარჩა მხიარული, რევოლუცია გადაგორდა, სტაფილოს თოკი დაგრძელდა და ხალხი ისევ მოტყუებული დარჩა. ახლა ვისაც უხარია, მათ ვეტყვი: უახლოეს წლებში საქართველოში უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრაგედია დატრიალდება. საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 8 ნოემბრის “რეკომენდაცია” ზარ-ზეიმით აღნიშნა, ქვეყნის მტერია და ის ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას დესტრუქციულ ძალებთან ერთად.

შევეცდები, ავხსნა, რას ვგულისხმობ: ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებიან დასავლეთს, ნატოსა და კატოს, მალე სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან. ისინი ვერ მიხვდებიან, რა დამართეს და სად გადააგდეს, ანუ ისტერიკა, რომელიც საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების შედეგი იქნება გამოიწვევს მათ სრულ დეზორიენტაციას. სულ ტყუილად  უხარიათ ის სატყუარა, რომელიც 8 ნოემბერს გადმოუგდეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება.

არის მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ფინანსურად არიან მიბმულნი დასავლეთზე და მათთვის სიკვდილის ტოლფასია ცვლილებები. მათ ხალხის ხარჯზე პარაზიტობის გარდა არაფერი იციან. რაც შეეხება ხელისუფლებას, მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დისტანცირდნენ იმ დამღუპველი რეკომენდაციებისგან, რომლებსაც მოგვახვევენ თავს და ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს.

_ გვიქმნის თუ არა ევროკავშირის წევრობის სტატუსი საფრთხეს? თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ დეკემბრამდე “3+3” ფორმატს თუ შევუერთდებით, ძალიან კარგი იქნება

_ ფარატინა ქაღალდი საფრთხე არ არის, საფრთხე ჩვენი პროვინციული აზროვნებაა. უფრო სხვა რამ მაღელვებს… ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და დასკვნები ვერ გამოვიტანეთ. როდესაც მეზობლები გეძახიან, მოდი, ვისაუბროთო, შენ კი გადამთიელის გამო მათ ყურადღებას არ აქცევ, მოხდება შემდეგი: კუდაბზიკა მეზობელს მიტყიპავენ არა ფიზიკურად, არამედ მორალურად და მის სხვენ-სარდაფს გაინაწილებენ. შევხედოთ, რომელი ქვეყნებია “3+3” ფორმატში გაერთიანებული. იქ არიან ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, მათ შორის ორი დაპირისპირებული ქვეყანა _ სომხეთი და აზერბაიჯანი. მათ შეძლეს ერთ ორგანიზაციაში ყოფნა. “3+3” ფორმატში ასევე არიან გაერთიანებული რუსეთი, თურქეთი და ირანი. ახლა ვეკითხები ჩვენს ხელისუფლებას _ რამე რომ მოხდეს და ამ მეზობლებმა ეთნიკურად მონათესავე  მოსახლეობის დაცვა გადაწყვიტონ, სად მივდივართ?

განვმარტავ: სამცხე-ჯავახეთს სომხეთი დაიკავებს, თუ ბორჯომამდე არ მოვლენ, ქვემო ქართლს _ აზერბაიჯანი, აჭარას _ თურქეთი და დაგვრჩება ქუთაისი-თბილისი. როგორ ფიქრობთ, რუსეთი დაჯდება და ხელს არ გაანძრევს? რუსეთი აღარ დაუშვებს თავის სამეზობლოში დესტაბილიზაციას და დასავლეთის ინტერესების გავლენის გაძლიერებას. აი ესაა ჩემი ხედვა, შეიძლება მძიმე და ბევრისთვის მიუღებელი, მაგრამ 1992-1995 წ.წ. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ დაგვიანება და კეკლუცობა დამღუპველია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს უკრაინას და დღეს რა მდგომარეობაშიცაა ვხედავთ.

 რაც შეეხება საქართველოს დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე, ეს გარდაუვალია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსი დიპლომატის, სერგეი რიაბკოვის, 2021 წლის 15 დეკემბრის ულტიმატუმი არის რუსეთის გეგმა, როგორ ხედავს საქართველოსა და უკრაინის ბედს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის მომავალს. ამ ულტიმატში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ნატომ უნდა დატოვოს პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური სივრცე. ამას ემატება რეალობა, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდის და რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.

თუ დღეს ჩვენთვის კიდევ არ არის დამაფიქრებელი უკრაინის მაგალითი, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ! დასავლეთმა გაწირა უკრაინა და ახლა  ახალ მსხვერპლს კავკასიაში ეძებს.

_ .. ოპოზიციის წარმომადგენლები ხალხს ეუბნებიან, რომ სტატუსის მონიჭების შემდეგ რუსეთი ზეწოლას გააათკეცებს საქართველოს მიმართრუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ?

_ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ  ეს რეკომენდაცია და თუნდაც სტატუსი არაფრისმომცემია. მთავარია,  რუსეთმა არ იგრძნოს რეალური საფრთხე საქართველოს მხრიდან, ამისათვის კი საჭიროა ძალიან ზომიერი და მოფიქრებული პოზიცია. ამასთანავე, რუსეთშიც არიან ძალები, რომლებიც არ ემხრობიან საქართველოსთან სტაბილურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთი მხოლოდ მაშინ იქნება საფრთხე, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ არაადეკვატურად. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ახერხებს ამ პრობლემისთვის თავის გართმევას, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ადრე თუ გვიან რუსეთი მოგვთხოვს, რომ ჩამოვყალიბდეთ და განვაცხადოთ, სად ვართ და რა გვინდა.

ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, უკვე წელიწადია, დიალოგს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. ბევრ ცუდს ამბობენ ჩვენზე, მაგრამ, თუ საქმის კეთება გინდა, უნდა აიტანო კიდეც… ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჭიქაშვილმა წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის სათათბიროს, შუამდგომლობა გაუწიონ და გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე, კირბალში დაპატიმრებული ლევან დათიაშვილი.

მოხარული ვიქნები, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასაც ექნება საშუალება, პირდაპირ ესაუბროს რუსეთის უმაღლეს პირებს. მერწმუნეთ, ეს კარდინალურად შეცვლის ვითარებას ორ ქვეყნას შორის.

დასასრულ, ძვირფასო მეგობრებო, მოდი, კიდევ ერთხელ მშვიდად, მიკერძოების გარეშე დავსხდეთ და გავაანალიზოთ 1989-2023 წლების პერიოდი, რას დაგვპირდნენ და რა მივიღეთ, რისი იმედი გვქონდა და როგორ რელობაში აღმოვჩნდით; ხომ არ მოგვატყუეს, ხომ არ გამოგვიყენეს და მიგვატოვეს და ახლაც ხომ არ ხდება, უკვე საბოლოოდ, ისეთ ტყუილში ჩათრევა, რომლიდანაც გამოსვლა უდიდესი დანაკარგის გარეშე შეუძლებელი იქნება? სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და მოვრჩეთ ილუზიებში ცხოვრებას.

დღეს მხოლოდ ავადმყოფს თუ სჯერა, რომ ჩვენ ევროკავშირში ვიქნებით.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here