Home ახალი ამბები საქართველო ელენე ხოშტარია – ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით...

ელენე ხოშტარია – ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში წავიდა – არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანასთან

126

პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში წავიდა.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, “ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია.

ხოშტარია ამასთან დაკავშირებით მოითხოვს ყველა შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება.

„საზოგადოებას მინდა საგანგაშო ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს მხრიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ხელშეწყობის ფაქტის შესახებ, კერძოდ უკრაინის ომში რუსეთისთვის სამხედრო ხელშეწყობის შესახებ.

კერძოდ, ისრაელის ერთ-ერთი მედია საშუალების ინფორმაციით, 2022 წლის 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, იმიტომ რომ ის არ გაუშვა აზერბაიჯანმა კასპიის ზღვით, წავიდა მოსკოვში.

ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ირანი დრონებს და სამხედრო ტექნიკას აწვდის რუსეთს, უკრაინაში გამოყენებისთვის. ამ აეროდრომს სამხედრო და სამოქალაქო სტატუსი აქვს. გაუგებარია საქართველომ რატომ დაუთმო თავისი საჰაერო სივრცე ასეთ საფრთხის შემცველ თვითმფრინავს მაშინ, როდესაც ეს არ გააკეთა აზერბაიჯანმა. არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანასთან.

კატეგორიულად მოვითხოვთ, ყველა შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება თუ რატომ შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ეს თვითმფრინავი? რა ტვირთით იყო დატვირთული და საერთოდ, რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გადაზიდვებთან“,- განაცხადა ხოშტარიამ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here