Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონზე – უცნაურია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს...

მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონზე – უცნაურია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ, ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა

101

ახლა თავში მილიონი რამ მიტრიალებს, მაგრამ უმჯობესია, საზოგადოებას პატივს ვცემ და რასაც ვფიქრობ, არ გეტყვით – უცნაური ამბავია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ, ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარისგან განსხვავებით მასზე პერსონალური მოსაზრებების გამოთქმისგან, თავს შეიკავებს.

„არაერთხელ გვისაუბრია, რომ დაკავებული არიან აქტიური ლობისტური საქმიანობით, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის”, რაც ძალიან ცუდი ამბავია. როგორც ჩანს, ამ სივრცეში ხელმოცარულობა განაპირობებს ასეთ გაუგონარ რამეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონზე განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი. “ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს.

საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here