Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე: არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარულად შეცდომების გაპარვა აშშ-ს საელჩოს განცხადებაში...

ირაკლი კობახიძე: არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარულად შეცდომების გაპარვა აშშ-ს საელჩოს განცხადებაში – იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს

34

რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი. იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით აშშ- ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები და დეზინფორმაცია ქვეყანაში პოლარიზაციას წაახალისებს.

„ძალიან დასანანი და სამწუხაროა ეს განცხადება. ის შეიცავს ორ არასწორ მინიშნებას: პირველი – საუბარია იმაზე, თითქოს არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ეს კანონი, რაც არის ტყუილი. ჩვენ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზეთ, ასევე პოლიტიკურ პარტიებს (წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები), შემდეგ პრეზიდენტი ჩაერთო ამ საქმეში, ვეტო დაადო, შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ვერავინ სამართლებრივი შენიშვნა ვერ წარმოადგინა, მითუმეტეს, არავის არ უთქვამს, რომელი სტანდარტია დარღვეული. კითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, საელჩოს კითხეთ მათ შორის, ვერავინ დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს, 6 თვე გავიდა, რაც დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს. ეს არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში და მეორე – ერთი სამწუხარო რამ წერია, არ ვიცი, ტყუილი თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, მძიმედ უნდა შეფასდეს. ეს არის ის, თითქოს მიზანმიმართულად იქნა მიღებული ეს კანონი მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად – კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები. მოქალაქეების კონტროლი არის ის, რასაც სინამდვილეში არ ეხება ეს კანონი, ის ეხება დამნაშავეების კონტროლს და როცა ამერიკის საელჩოს განცხადება ერთმანეთთან აიგივებს დამნაშავეებს და საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ძალიან მკაცრად არის გაწერილი ეს კანონი, ზუსტად არის გაწერილი ყველაფერი, მათ შორის, ვადები, ვადების გახანგრძლივების წესი, დანაშაულის კატეგორიები და საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება ეს კანონი. როცა ხდება მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება საქართველოს მოქალაქეებთან, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი. ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციულო ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას. თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია საქართველოში დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებების გაკეთებას …, მითუმეტეს, ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იყენებს ხოლმე ასეთ განცხადებებს ვითარების პოლარიზაციისთვის. ეს არის სამწუხარო და დასანანი და იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს,“ – განაცხადა კობახიძემ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here