Home ახალი ამბები საქართველო პაატა მანჯგალაძე – მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს...

პაატა მანჯგალაძე – მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს 3 000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია, საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო

რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან პრეტენზია ჰქონდა, რომ ზესახელმწიფო ყოფილიყო და აღმოჩნდა, რომ უკრაინაში, მთელ რიგ ფრონტებზე, სერიოზული ზიანი და მარცხი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია.

„რა დარჩენია სასოწარკვეთილ მედვედევს იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე საუბრით დააკომპენსიროს.  მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევსაც წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და მათ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო. უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში პაპუასებივით დარბოდნენ. კარგი იქნება, ვაი ქართველებმა, რომლებიც რუსეთში ბევრია, ხუბუტიების მსგავს ადამიანებზე ვსაუბრობ, ელემენტარული ისტორია მაინც აუხსნან მედვედევს . „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთონ, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც საქართველო „არარსებულ“ სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევს გვერდი გაუტეხეს.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here