საპასუხოდ ქართველთა აქციისა, რომლებმაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავითგარჯის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელების ჩაკეტვა გააპროტესტეს და სამონასტრო კომპლექსის აზრებაიჯანულ უბანს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. აზრებაიჯანული დასახლება გაზახის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა სამონასტრო კომპლექსს (კეშიკჩიდაგი _ ასე ეძახიან აზერბაიჯელები დავითგარეჯას) აზერბაიჯანის დროშებით შემოუარა.
დავითგარეჯას პრობლემის კომენტირებისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სასწრაფოდ დელიმიტაციისა.
“აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი წყდება ორმხრივი ფორმატის ჩარჩოებში, ასეთ საკითხებზე შეთანხმების საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის სასწრაფო დელიმიტაციისა. აზერბაიჯანი მზად არის, უახლოეს ხანში დაასრულოს ეს პროიცესი”, _ განაცხადა ლეილა აბდულაევამ.
აზერბაიჯანული გამოცემა hagqqin.az–ის
მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ