ყველაზე მეტ ფულს რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან რიცხავენ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთი _ 2018 წლის იანვარში რუსეთიდან დაახლოებით 31 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემებს 17%-ით აღემატება;
მეორე ადგილზეა იტალია _ ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხულია დაახლოებით 14 მლნ დოლარი, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია.
შემდეგ მოდის საბერძნეთი _ დაახლოებით 12,4 მლნ დოლარით (33,4%), ისრაელი _ დაახლოებით 12 მლნ დოლარით (84%), აშშ _ დაახლოებით 11 მლნ დოლარით (13,3%), თურქეთი _ დაახლოებით 9 მლნ დოლარით (41,3%).
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის იანვარში გადარიცხულია დაახლოებით 15 მლნ დოლარი, რაც გასული წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 12,3%-ით მეტია.
2017 წელს საქართველოდან უცხოეთში სულ გადაირიცხა დაახლოებით 193 მლნ დოლარი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით მეტია.
2018 წლის იანვარში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 31,1%-ით გაიზარდა და 110 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.