Home ახალი ამბები განათლების კომიტეტში დღეს, მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტს განიხილავენ

განათლების კომიტეტში დღეს, მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტს განიხილავენ

1425
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღეს მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტს განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში ჯერ დარეგისტრირებული არ არის, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამუშაო ვერსიის განხილვა კომიტეტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მოხდება.

შეხვედრას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება. იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here