Home ახალი ამბები საქართველო შალვა ნათელაშვილი რუსეთს იარაღის ჟღარუნით ემუქრება

შალვა ნათელაშვილი რუსეთს იარაღის ჟღარუნით ემუქრება

2223
შალვა ნათელაშვილი რუსეთს იარაღის ჟღარუნით ემუქრება

არა საკუთარი ხმალხანჯლის ან სხვა იარაღის, არა საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღის აჟღარუნებით, არამედ

საეჭვოა, ბატონი შალვა ნათელაშვილი ინარჩუნებდეს წონასწორობას, საღ აზროვნებას, დაბრძენებული პოლიტიკოსის პოზიციებს; ასეთ დასკვნამდე მე, პოლიტოლოგი, მისი ბოლო დღეების უცნაური გამოხდომების შემდეგ მივედი.

ბატონმა შალვამ ახლახან _ 3, 4 და 5 სექტემბერს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და, საერთოდ, რუსეთის მისამართით ჭეშმარიტად ავანტიურისტული, საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანი განცხადებები გააკეთა.

პუტინი და რუსეთი უნდა დავასრულოთ; საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზები უნდა განვალაგოთ ბირთვული იარაღის აღჭურვილობით”, _ დიდი რიხით გვამცნო შალვა ნათელაშვილმა.

ვეკითხები ბატონ შალვას _ ასეთი გზით მიაღწევთ საქართველოს გადარჩენას, მის ტერიტორიულ გამთლიანებას?

საღი აზროვნების უნარი უნდა დაკარგოთ და ვერ მიხვდეთ, რა კატასტროფულია ქვეყნისთვის თქვენი “აღმოჩენები”, ბატონო შალვა! დასანანია, თქვენი ესოდენ რადიკალური მეტამორფოზი; ამას გეუბნებით მე, ვინც ადრე თქვენით ვამაყობდი და პატივს გცემდით.

საქართველოს გადარჩენის, ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზა რუსეთთან კეთილმეზობლობა და პარტნიორობაა! _ იწამეთ ეს აქსიომური ჭეშმარიტება, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება.

ბატონო შალვა, დააღწიეთ თავი გეოპოლიტიკურ სიბრმავეს, რომლითაც აშშ-მა დაგვასნეულა.

თქვენი ჯანმრთელობისა და გონების მოხმობის სურვილებით,

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

2 COMMENTS

  1. ეს ,,ბატონი შალვა” ამერიკამ კი არა მიშუტიკას ფულებმა დააბრმავა.
    სულ ცალ ფეხზე ჰკიდია საქართველოც და მისი ბედიც, უბრალოდ, აქ კარგად ილუკმება და სხვაგან ასეთი ნაგავი ვის რაში სჭირდება.
    მისი ჭკუა მისივე ინგლისურის ცოდნას ვერ სცდება..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here