Home რუბრიკები საზოგადოება “ქართული მარში” “სახალხო პატრულის” ჩამოყალიბებას გეგმავს- ისინი საზოგადოებრივ წესრიგს გააკონტროლებენ

“ქართული მარში” “სახალხო პატრულის” ჩამოყალიბებას გეგმავს- ისინი საზოგადოებრივ წესრიგს გააკონტროლებენ

5356

„ქართული მარში“  „სახალხო პატრულის“ ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც თბილისის ქუჩებში „უცხოელი არალეგალების, კრიმინალებისა და ტერორისტების“ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გააკონტროლებენ.

„სახალხო პატრულის“ შექმნის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ერთ-ერთმა რადიკალურმა ჯგუფმა გაავრცელა.

„სახალხო პატრული” დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით” – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული მარშის“ წარმომადგენელ სანდრო ბრეგაძის თქმით,  ასეთი მოდელი ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს .

მისი განმარტებით, „ქართული მარში” გეგმავს, საქართველოში უკანონო ემიგრანტების ყოფნა გააკონტროლოს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ , „სახალხო პატრულის“ წევრობის სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. ბრეგაძე განმარტავს, რომ ახალგაზრდები 15-15 კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ფორმებით იმოძრავებენ. მისი თქმით, ჯგუფები თბილისის ქუჩებში, საწყის ეტაპზე მარჯანიშვილისა და რესპულიკის მოედანზე, დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდებიან.

შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს არის ყველა ის ქმედება, რომელიც კანონს არღვევს.

„ეს არის ტრეფიკინგი, საეჭვო ტიპის დაწესებულებები, სადაც იყიდება ნარკოტიკები, არასრულწლოვნების პროტიტუციის ჩართვა – ეს ხდება ქუჩაში“, – ამბობს ბრეგაძე.

მისი თქმით, „სახალხო პატრული“ კამერებით იქნება შეიარაღებული და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციას სამართალდამცავ უწყებებს მიაწვდის.

იგი ასევე ამბობს, რომ „პატრულის“ შექმნის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში „უცხოელი ტერორისტებისა და კრიმინალების შემოდინების შეჩერება ვერ უზრუნველყო“.

3 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here