Home ახალი ამბები სოკოლოვი: სააკაშვილისთვის გამოსავალია შუბლში ტყვია, ყველა დაისვენებს!

სოკოლოვი: სააკაშვილისთვის გამოსავალია შუბლში ტყვია, ყველა დაისვენებს!

6456

მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრობს.

„1991 წლის 21 დეკემბერს სახლიდან გავედი და უკან ვეღარ დავბრუნდი, ჩემი ბინა ჩემს თვალწინ დაიწვა და აგერ უკვე 27 წელია, ჭერი არ მაღირსეს. ადრე, მიხეილ სააკაშვილის დედასთან გიული ალასანიასთან სამსახურში მივედი, თქვენს შვილს მოახსენეთ ჩემი მდგომარეობა, ბინა მეკუთვნის, კომპენსაცია არ მიმიღია, ორდერი მაქვს და მაგის ერთი ზარით ყველაფერი გადაწყდება-მეთქი. გიული ალასანიამ ალბათ, ჩემი წამოსვლის შემდეგ სანაგვეში გადაყარა ჩემი დოკუმენტაცია. ახლა აქ ვარ და სადამდე დავრჩები აქ, არ ვიცი. არ მინდა, სასამართლოს მივმართო, ეგრევე ისარგებლებენ ნაციონალები და ფსევდოოპოზიცია, ჩემი გაჭირვებით, ვითომ ძალიან ვედარდები, ხალხზე ითამაშებენ. ასეთ სიხარულს ვერ მივანიჭებ”, –აცხადებს სოკოლოვი.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის შესახებ დასმულ შეკითხვას, სოკოლოვი პასუხობს.

“ერთი დასკვნა გამომაქვს – სააკაშვილისთვის გამოსავალია შუბლში ტყვია, ყველა დაისვენებს! მაგის მომხრეებს ჰგონიათ, ცოტაც და დაბრუნდებაო, ამას კი აღარ ფიქრობენ, რომ ხმის მიცემაში 50 ლარი თუ აიღეს, შემდეგ 200 ლარი აქეთ დაახარჯვინეს”, – აცხადებს დავით სოკოლოვი.

81 წლის დავით სოკოლოვი, მეუღლესთან ერთად, მამა გაბრიელის სახელობის ხანზადმულთა ჰოსპისში ცხოვრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here