Home ახალი ამბები “სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები უნდა დამონტაჟდეს” – რა ცვლილებები...

“სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები უნდა დამონტაჟდეს” – რა ცვლილებები შევა კანონში

1026
პარლამენტში “ზოგადი განათლების შესახებ ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორთან და ფსიქოლოგებთან ერთად სკოლის უსაფრთხოების კონცეფციაზე იმსჯელეს. კანონპროექტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მანდატურის უფლებამოსილება იზრდება.

ცვლილებები მანდატურს უფლებას მისცემს, იმოქმედოს სკოლის გარე პერიმეტრზეც და კონტროლზე აიყვანოს მაღალი რისკის მქონე მოზარდები.

ასევე სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები უნდა დამონტაჟდეს.

მანდატურის ასაკი 21 წლიდან განისაზღვრება და მისთვის სავალდებულო იქნება უმაღლესი განათლება.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას. “ევროპული საქართველოში” ფიქრობენ, რომ კანონპროექტი 2013 წლამდე მოქმედ კანონს ჰგავს და ის სკოლებში და ზოგადად განათლების სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს ზრდის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here