Home ახალი ამბები საქართველო “სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან...

“სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო” – სუს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ უცხო ქვეყ­ნი­დან მარ­თულ და სა­ქარ­თვე­ლო­დან მხარ­და­ჭე­რილ დის­კრე­დი­ტა­ცი­ულ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ბო­ტა­ჟის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მარ­თუ­ლი ყალ­ბი ე.წ. ბოტ-ან­გა­რი­შე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თულ გავ­რცე­ლე­ბას, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას.

სუს-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით შე­იქ­მნას ყალ­ბი აღ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი.

„ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია, რომ სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე ყალბ ან­გა­რიშ­ზე სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე ხდე­ბო­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა, კერ­ძოდ სა­უ­ბა­რი იყო, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს ტყე­ში მარ­ტო ტო­ვებ­დნენ, ანდა მათ მიერ შეკ­ვე­თილ საკ­ვებს ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, გან­გებ აბინ­ძუ­რებ­დნენ და ა.შ.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დრო­ის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი ონ­ლა­ინ-მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ, რო­მელ­საც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია ჰყავს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 318-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მოს ან სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შეშ­ლას ან მათ და­ზი­ა­ნე­ბა/გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 4-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა დად­გინ­დეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლო წყა­რო­ე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და მისი მიზ­ნე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას მსგავ­სი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და მათ­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით; გარე თუ შიდა ძა­ლე­ბის­გან მარ­თულ ნე­ბის­მი­ერ ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­ყო­ფას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვას ან ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა“,-ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

https://www.ambebi.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here