Home სხვადასხვა დაიჯესტი საქართველო ამოვარდნილია ახალი ევროპის არქიტექტურიდან

საქართველო ამოვარდნილია ახალი ევროპის არქიტექტურიდან

ევროპაში ჩქარდება ევროპელთა საერთო იდენტობის გადახედვის პროცესი

198

11 მარტს პარიზში, ვერსალის სასახლეში, ევროპის საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებმა დისკუსია დაასრულეს ფორმულირებით, რომელიც აღიარებს უკრაინისევროპულ მისწრაფებებს” _ ევროკავშირის ლიდერებმადიახუთხრეს უკრაინის ევროინტეგრაციას, რომელსაც შეიძლება წლები დასჭირდეს, თუ ეს პროცესი დაიწყება.

როგორ არის საქართველოსა და მოლდოვის საქმე, რომლებმაც, აგრეთვე, შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე “პროცესის დაჩქარებით”? როგორც გაირკვა, არც ისე კარგად.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდამჭერის შესახებ “ძლიერი სიგნალი” უნდა გაგზავნოს, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანას მალე მიიღებენ ევროკავშირში. ეს _ ერთი მხრივ; მეორე მხრივ კი, მაკრონი ე.წ. ახალ ევროპაზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია “ევროპელთა საერთო იდენტობის გადახედვა”. და მყისვე გამოჩნდა პრობლემები. საქმე ის არის, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობებისა და პოლიტიკური ძალებისთვის ევროპული იდენტობის კონსტრუირება საკვანძო პრობლემად რჩება. რა თქმა უნდა, ის უმნიშვნელოვანესი პირობაა ევროკავშირის ეფექტიანად ფუნქციობისთვის, მაგრამ ეს პროცესი ჯერ მხოლოდ ვითარდება. ისტორიულად და პოლიტიკურად ნაციონალური ერთობის იდეა მასობრივ დონეზე არ ჩამოყალიბებულა. მაგალითად, ჯერ კიდევ 2013 წელს ევროსაბჭოს იმჟამინდელმა თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეიმ მოუწოდა, გააანალიზონ და გადახედონ ევროკავშირის, როგორც დე იურე დამოუკიდებელი მრავალი სახელმწიფოს გამაერთიანებლის, აწმყოსა და მომავალს. მისი თქმით, გამუდმებული გაფართოება ურევს პოლიტიკურ და გეოგრაფიულ იდენტობას”. ამ ვითარებიდან გამოსავალი ორია: ან ევროპის კონტინენტი და ის ქვეყნები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც ევროპელები, გაერთიანდებიან უნივერსალურსახლში ყველასათვის”, ან კვლავ აღმოჩნდებიან თავიანთ ნაციონალურ ბინებში”. მაგრამ, როგორც ახლახან აღიარა Euronews-მა, “სამი სახელმწიფოდან _ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა _ ადრე არც ერთი არ განიხილებოდა ალიანსში შესვლის სერიოზულ კანდიდატად”, ამჟამად კი ამ ქვეყნების მისწრაფებას, “მიიღონ ევროპული სახურავი, ევროკავშირთან მათი ინტეგრაციის პროცესი ჩიხში შეჰყავს ახალი “რთული აზრების” გაჩენის გამო”.

ევროპელი ექსპერტების აღწერაში ეს “რთული აზრები” ასე გამოიყურება: პირველი _ დაცემა ქრისტიანული ეკლესიისა, რომელსაც შეეძლო თანამეგობრობის ფუნდამენტური შემაკავშირებელი ყოფილიყო. ევროპულ საბაზო დოკუმენტებში არარსებობა დებულებისა “ევროპის ქრისტიანული ფესვების” შესახებ შემთხვევით არ ყოფილა.

მეორე _ ენობრივი განცალკევებულობა. ენა აზრის შემქმნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია იდენტობისა. მისი საშუალებით ყალიბდება ჯგუფური ცნობიერება.

მესამე _ ევროკავშირში ახალი წევრების მიღება კიდევ უფრო აფართოებს ევროპის სივრცეს და წარმოშობს ახალ კონფლიქტებს. და, თუ ამ კონტექსტში ვისაუბრებთ უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, მათ ევროპაში “ჩაწერის” შანსი არ აქვთ.

დასასრულ, გეოგრაფიის ფაქტორი. თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით არავინ კამათობს, მსოფლიოს რომელ კუთხეში მდებარეობს უკრაინა და მოლდოვა, ამ მხრივ, პრობლემები აქვს საქართველოს _ საკითხზე, არის თუ არა ის ევროპული ქვეყანა, კარგა ხანია, მსჯელობენ.

ფაქტია, რომ საქართველო ვერ ეწერება საყოველთაოდ მიღებულ ევროპულ იდენტობაში და ვერ თავსდება ევროპის ტრადიციულ საზღვრებში, რომლებიც გადაჭიმულია რუსეთის ურალის მთებამდე, მიჰყვება მდინარე ურალს კასპიის ზღვამდე, შემდეგ კი გადის კავკასიონის ქედზე შავ ზღვამდე. ასეთ ინტერპრეტაციას ეთანხმება ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება ((National Geographic Society), რომლის ევროპულ რუკაზე საქართველო არ არის. საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს ბრიტანული ენციკლოპედია და თვით აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მსოფლიო ცნობარიც კი. სხვათა შორის, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოიხსენიებს საქართველოს ევროპის ეკონომიკურ პროგნოზებში. ამ ფაქტორებს ახლა დიდი გავლენა აქვს ევროპელობის კოლექტიურ განცდაზე, ხოლო ბრიუსელის მზადყოფნა, სიტყვით გადააბრუნოს ევროპის რუკა, დროებითი ტაქტიკური ხასიათისაა. შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგ კოლეგა ემენუელ მაკრონთან ამიერკავკასიაში “ექვსეულის პლატფორმაზე” (რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) მსჯელობისას საქართველოს “აზიური სახელმწიფო” უწოდა.

ევროპაში, და არა მხოლოდ იქ, ახალი დროება დგება, მაგრამ ითვლებოდე აზიად, იყო გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, დღეს ცუდი არ არის. ჯერჯერობით ყველაფერი ვითარდება მაკრონის პროგნოზით, რომელმაცევროპის არქიტექტურის განახლებაზეილაპარაკა. შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადები ევროკავშირის წევრობისა კანდიდატობაზე _ ეს, როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, უფრო პოლიტიკური ვაჭრობაა, ხოლო ევროკავშირის გადაწყვეტილება განაცხადების განხილვის შესახებ _ პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთზე ზემოქმედებისთვის. ბრიუსელი კვლავაც შეეცდება, ეს ქვეყნები ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ამყოფოს, მაგრამ ასეთი პოლიტიკის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია.

 iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here