Home ახალი ამბები საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის

საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის

696

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის.

როგორც პრემიერმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება  ნდობის აღდგენის პროცესში.

პრემიერ -მინისტრმა 27 ოქტომბერი – აფხაზური ენის დღე ყველას და განსაკუთარებით, აფხაზ ძმებს და დებს მიულოცა.

„მინდა გაგაცნოთ ინიციატივა. ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here