შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი–სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე _ 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს”, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




