Home ახალი ამბები რუსთავში 22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგომ დაჭრა

რუსთავში 22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგომ დაჭრა

1364

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა.

მომხდარზე ინფორმაციას, inforustavi.ge ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი ღამის 3 საათზე სისხლდენით ერთ-ერთ ღამის სუპერმარკეტში შევიდა და დახმარება ითხოვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

 

დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა და რამდენიმე ორგანო ამოაჭრეს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომაერეობა სტაბილურია.

 

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here