Home რუბრიკები სამართალი პროკურორი: ის ცრუობს და ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს

პროკურორი: ის ცრუობს და ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს

1197

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვის შეფასებისას განუცხადა, რომ მსჯავრდებული სიცრუით ცდილობდა კვლავ თავის მსხვერპლად წარმოჩენას.

“მსჯავრდებული გიორგი მამალაძე სიცრუესა და ტყუილებზე აგებული ვერსიებით ცდილობდა თავი წარმოედგინა მსხვერპლად, მაგრამ მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ის არ არის მსხვერპლი, პირიქით, ის არის დამნაშავე, რომელიც ამზადებდა განზრახ მკვლელობას და სამართალდამცველების სწორი, ეფექტური მუშაობის შედეგად, ავიცილეთ უდიდესი ტაგედია და აღიკვეთა დანაშაული, მომზადების ეტაპზე”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

დეკანოზის ბრალდებაზე, რომლის მიხედვით, პროკურორები მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას და თანამზრახველებად მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას ითხოვდნენ, პროკურორი პასუხობს.

“მსგავსი საუბარი პროკურორებსა და გიორგი მამალაძეს შორის არ ყოფილა. მისი დაკითხვა გადაღებულია ვიდეოკამერით. ჩანაწერი აქვს როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხარეს და სასამართლოსაც და მხარეებმა, ისევე, როგორც სასამართლომ, კარგად იციან, რომ მსგავსი არც მუქარა და არც შეთავაზება გიორგი მამალაძის მიმართ არ განხორციელებულა. სწორედ ასეთ ფაქტებზე ვამბობთ, რომ ის ცრუობს და ცდილობს ყოველთვის თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here