Home ახალი ამბები ნუცუბიძეზე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს

ნუცუბიძეზე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს

1520
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა. შესაბამისი წერილი მათ გუშინ მიიღეს.

 ოჯახის ადვოკატის ლევან ვეფხვაძის განმარტებით,  წერილში ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში ბრალდებული არ არსებობს, რის გამოც დაზარალებულის სტატუსს ოჯახს ვერ მიანიჭებენ. ადვოკატის თქმით, ისინი პროკურატურის ამ პოზიციას არ იზიარებენ.

“მომავალ კვირას პროკურატურასაც მივმართავთ და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოვითხოვთ. ველოდებით ასევე ექსპერტიზის პასუხს, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაში იქნება”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახმა დაზარალებულად ცნობა 30 ოქტომბერს ითხოვა. იმავე დღეს, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არსებობს.

29 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ ნუცუბიძის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here