Home ახალი ამბები ნაცვლიშვილი: მარგველაშვილი საქართველოში სააკაშვილის უკანასკნელი დასაყრდენია

ნაცვლიშვილი: მარგველაშვილი საქართველოში სააკაშვილის უკანასკნელი დასაყრდენია

1010

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მართლწესრიგის საბოტაჟზე საუბრობს.

მისი თქმით, „რუსთავი 2″-ის სტუდიაში  გიორგი მარგველაშვილის მისვლის ერთადერთი მიზანი იყო ქართველი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა მართლმსაჯულებამ გირგვლიანის საქმეზე უკანონოდ გაასამართლა.

 „ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის მიერ ტანდემში წარმოებული კამპანია, რომლის ყველა ნიშანს ჩვენ ვხედავდით მარგველაშვილის ინაუგურაციიდან დღემდე, საბოლოოდ გამოაშკარავდა სწორედ „რუსთავი 2″-ის ეთერში, მარგველაშვილის ინტერვიუს დროს. ამ ინტერვიუმ ყველაზე სკეპტიკური ანალიტიკოსებისთვისაც კი უეჭველი გახადა, რომ ეკრანიდან ლაპარაკობდა მიშა სააკაშვილის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ფორმალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და უღირსობისთვის კონსტიტუციური ხელშეუხებლობით აღჭურვილი ადვოკატი – გიორგი მარგველაშვილი, ექს-პრეზიდენტის უკანასკნელი დასაყრდენი საქართველოში, მისი „ადგილმონაცვლე”, და მისი რევანშის გეგმის მთავარი რგოლი. ეს ინტერვიუ მარგველაშვილის აღიარებითი ჩვენება, მისი სრული ლუსტრაცია იყო”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასე აკნინებდეს საკუთარ სახელმწიფოს და აკრიტიკებდეს სასამართლოს განაჩენს, რომელიც არც წაუკითხავს, რადგან ის ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 „გემახსოვრებათ, „ცისფერი მთების” პერსონაჟი წაუკითხავად ეთანხმებოდა „გამყრელიძის დასკვნას”, ეს კი წაუკითხავად გმობს”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here