Home ახალი ამბები მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი ყოფილი კლასელების მიერ ბანკეტზე დაპატიჟება გახდა

მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი ყოფილი კლასელების მიერ ბანკეტზე დაპატიჟება გახდა

1724

 

თბილისში, მოსწავლეებს შორის  წითელ ბაღთან მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ- ერთი მონაწილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი     ყოფილი კლასელების მიერ ბანკეტზე დაპატიჟება სახელდება.

ადვოკატის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გაგარინის მოედანზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში, გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ ვის ეჭირა ცივი იარაღი.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 9 კლასი და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილი კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პიროვნება არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ამ დაძაბული საუბრიდან გამომდინარე ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა”, – განაცხადა ადვოკატმა, რომლის ინფორმაციით, ის, ვინც გამოიყენა ცივი იარაღი, იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ, მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here