Home ახალი ამბები საქართველო მოდი და, ნუ გაიცინებ…

მოდი და, ნუ გაიცინებ…

ორი უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა თანამედროვე ცილობა

748

ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ  გამოცხადდა. რეზოლუციაში არის მოწოდება, რომ გაძლიერდეს რუსეთის იზოლირება, შემცირდეს მასთან დიპლომატიური კონტაქტები და დაჩქარდეს მუშაობა რუსეთის მიმართ სანქციათა მეცხრე პაკეტის მომზადების დასასრულებლად. რეზოლუციას ხმა მისცა 494-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 58, თავი შეიკავა 44-მა .

ვინ აცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ?

ამას აკეთებს დასავლეთი, რომელმაც ტერორიზმი პოლიტიკური ცხოვრების ინსტრუმენტად აქცია.

2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მისისიპის შტატში (ქალაქი ბილოკსი) ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტობის კანდიდატმა (შემდგომში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა) დონალდ ტრამპმა ტერორისტული ორგანიზაციაისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა: “მათ შექმნესისლამური სახელმწიფო“, ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ გააკეთეს ეს“. უფრო მეტი და უფრო მაღალ დონეზე აღიარება იმისა, რომ აშშ ტერორიზმს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, შეუძლებელია.

ტერორი არის დაშინება ძალადობით. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფორმა, დაწყებული მუქარითა და შანტაჟით, დამთავრებული სისხლიანი ბატალიებით. ტერორი შეიძლება ატარებდეს როგორც ფსიქოლოგიურ (ფსიქიკაზე ძალადობა), ასევე ფიზიკურ ხასიათს, როდესაც დაშინება, მუქარა, შანტაჟი გადადის მოქმედებაში. ტერორი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზებული და კოლექტიური. ტერორი შეიძლება ატარებდეს სახელმწიფოებრივ ხასიათსაც. კაცობრიობის ისტორიაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ხასიათის სახელმწიფოებრივი ტერორი იყო აშშის მიერ 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოყრა, რამაც ეს ქალაქები პირწმინდად აღგავა პირისაგან მიწისა და  ასიათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო კლასიკური ტერორი, ოღონდ სრულიად ახალი, ზემძლავრი იარაღის გამოყენებით. ეს აქტი მიზნად ვითომ იაპონიის მხრიდან კაპიტულაციას ისახავდა, მაგრამ სინამდვილეში მას სხვა, გაცილებით შორსმიმავალი მიზანი ჰქონდა – მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის, დაშინება-დაშანტაჟება და მასზე სამხედრო უპირატესობის მოპოვება. ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო ასიათასობით ყოვლად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მიტანა ამერიკელთა მსოფლიო ჰეგემონიის სამსხვერპლოზე. ეს დანაშაული ფაშისტური გერმანიის მიერ ჩადენილ დანაშაულს რაოდენობრივი განზომილებით, რა თქმა უნდა, ჩამორჩება, მაგრამ ბოროტების მასშტაბით, შესაძლებელია, აღემატება კიდეც. აშშის მიერ წარმოებული ყველა ომი (ორმოცდაათზე მეტ სახელმწიფოში იომეს) ტერორისტული იყო, რადგან ის არასდრო ცდილობდ სადავო საკითხების გადაჭრას დიპლომატიური გზებით. ამერიკელებისთვის ომი ამა თუ იმ სახელმწიფოში, გარდაუვალ აუცილებლობას (როდესაც დიპლომატია უძლურია) კი არა, დაშინების გზით მსოფლიოს წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციას წარმოადგენდა. მათ ტერორიზმი საბოლოოდ დანერგეს პრაქტიკაში, როგორც ყველაზე მძლავრი საშუალება მოწინააღმდეგის დათრგუნვისა. მათ მთელი თავიანთი საინფორმაციო არსენალი ტერორისტულ ორგანიზაციებად აქციეს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე, დაფარვის სიხშირესა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეცნიერულ ბაზაზე დაყრდნობით სიცრუეს სიმართლის ფალას-ფულასში ისე ოსტატურად ხვევენ, რომ მასებზე ზემოქმედების საოცრად მაღალ ეფექტს აღწევენ. დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სიცრუის სიმართლედ გასაღების უზარმაზარი თაღლითური ქარხნებია, რომლებიც მეცნიერულად დამუშავებული მეთოდოლოგიისა და ამ საქმისთვის საჭირო ტყუილმართალიინგრედიენტებისგამოყენებით აუდიტორიის უდიდეს ნაწილზე თითქმის ყოველთვის სასურველ ეფექტს აღწევენ. მათ გამოიგონეს ცნება „ჰიბრიდული ომი“. სახელმწიფო გადატრიალებები, ფერადი რევოლუციები, ბიოლოგიური, კულტურული და იდეოლოგიური დივერსიები (ვირუსები, მასკულტურა, პოპკულტურა, ლგბტ და სხვა ათასი უბედურება), ახალგაზრდებისთვის ცნობიერების ფილოსოფიურ-სოციოლოგიური საწამლავის მიწოდება, რომელიც უფლება-მოვალეობის დიალექტიკის ხელოვნურ რღვევაში, ანუ ერთმანეთისგან მოწყვეტასა და ერთმანეთის საპირისპირო მოვლენებად გამოცხადებაში გამოიხატება, რითაც მათში იმ ჭეშმარიტად თავისუფალ სულს კი არ აყალიბებენ, რომელიც დეკლარირებული აქვთ, პირიქით, ცხოველურ, ცალმხრივ, გაუაზრებელ თავისუფლებას აჩვევენ. შედეგად, უკეთეს შემთხვევაში – ეგოისტი, უარეს შემთხვევაში კი  დამნაშავე ყალიბდება. ეს მთელი ინდუსტრიაა. ეს ინდუსტრია (ერთად აღებული) პროდუქტია იმ იდეოლოგიისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურების მამად აღიარებულმა ალენ დალესმა ჩამოაყალიბა: მწერლობა, კინო, თეატრი, გამოცემებიყველაფერი უნდა ასახავდეს და ქებას ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ სექსის, ძალადობის და ღალატის კულტს, ერთი სიტყვით, ყველაფერს ამორალურს და უზნეოს“.

ახლა საქართველოში დარბიან ამერიკელთა მიერ დაქირავებული მჯღაბნელები, რომლებიც ალენ დალესის “გათეთრებით” არიან დაკავებულნი. ,,სად არის ამ ტექსტის ორიგინალი?’’ _ პათეტიკურად შლიან ისინი ხელებს. ,,ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახურულ არქივში, წადით და ნახეთ’’, – ვუპასუხებთ ჩვენ. ,,ჩვენ რატომ ვნახოთ? ჩვენ არ ვართ ამ ტექსტის გასაჯაროების მომხრენი. თქვენ ნახეთ და დაგვიმტკიცეთ, რომ ასეთი ტექსტი არსებობს’’, – ცინიკურად გვეუბნებიან ისინი.  ჩვენ კი ვეუბნებით: ,,ჩვენ არ გვჭირდება აშშ-ის საიდუმლო არქივში დაცული ორიგინალების ქექვა. ჩვენთვის მთავარია, რომ ვხედავთ,  როგორ იქცევიან ისინი. ამერიკელები ზუსტად იმ ტექსტის მიხედვით მოქმედებენ, რომლიდანაც წეღან ციტატა მოვიტანეთ’’.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ლგბტ სამკლავურით სტადიონის ტრიბუნაზე

ერთი სიტყვით, აშშ-ის იდეოლოგია ადამიანურ ბუნებასთან ბრძოლაა, ზნეობასთან ბრძოლაა. მათ მსოფლიოს გარყვნა განიზრახეს და ყველაფერს კადრულობენ ამ მიზნის მისაღწევად. ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში. შეხედეთ, რამდენს წრიალებენ, რომ ამ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაზე როგორმე ლგბტ დროშა შეაპარონ, მაშინ, როდესაც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციას (ფიფა) ეს სამკლავურები ოფიციალურად აქვს აკრძალული. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალბატონი ნენსი ფეზერი იაპონიასთან მისი ქვეყნის ნაკრების თამაშს ცისარტყელის ფერებში აჭრელებული სამკლავურით დაესწრო. დანიის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, გავიდეს ფიფას შემადგენლობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ლგბტ სამკლავურები აკრძალა. უნდა ვაღიაროთ, რომ .. ლგბტ (როგორც ორგანიზაცია), დიდი ხანია, არაფერ კავშირში აღარ არის სექსუალურ უმცირესობის ინტერესების დაცვასთან. იგი ერთერთი ინსტრუმენტია მსოფლიოზე გაბატონების მსურველი იმ ძალისა, რომელიც ოპერირებს კაპიტალით, იარაღით, ფაშიზმით, პროვოკაციით, ტერორით, ძალადობით, დაშინებით, შანტაჟით, გარყვნით, გადაგვარებით, ბიოლოგიური და იდეოლოგიური დივერსიებით, საინფორმაციო მანიპულირებით, სიცრუის ტირაჟირებით, ფსევდოთავისუფლებით, ფსევდოდემოკრატიით, ადამიანში ადამიანური და ღვთაებრივი საწყისის ჩაკვლით.

* გაიხსენეთ, რა მასშტაბის მხარდაჭერას უცხადებდა აშშ და კოლექტიური დასავლეთი ჩეჩნეთში საერთაშორისო ტერორიზმის მძვინვარებას გასული საუკუნის 90-იან წლებში;

* გაიხსენეთ, ვისი გამოზრდილი იყო ტერორიზმის “კაშკაშა ვარსკვლავი” უსამა ბენ ლადენი;

* გაიხსენეთ, ვისი მიგნებაა არამხოლოდ ტერორისტული დაჯგუფებების, არამედ თვით ტერორისტული სახელმწიფოს („ისლამური სახელმწიფო“) ჩამოყალიბების იდეა;

* გაიხსენეთ, ვინ იყვნენ ჰიტლერის შემაიარაღებლები და დამფინანსებლები;

* გაიხსენეთ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია;

* გაიხსენეთ იუგოსლავიის აღგვა პირისაგან მიწისა;

* გაიხსენეთ ერაყი;

* გაიხსენეთ ლიბია;

* გაიხსენეთ სირია;

* გაიხსენეთ ათასი უბედურება, რომლებიც აშშ-ს არსებობის არცთუ ხანგრძლივ პერიოდში მსოფლიოში დაუტრიალებია;

* გაიხსენეთ “ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის აფეთქების ისტორია;

* ბოლოს და ბოლოს, გაიხსენეთ აშშ-ის მიერ ინსპირირებული რუსეთ-უკრაინის ომი და  მიხვდებით,  რომელია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული, ფაშისტური და პროვოკატორი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს ბირთვული კატასტროფისკენ მიაქანებს…

2022 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდა. რეზოლუციაში არის მოწოდება, რომ გაძლიერდეს რუსეთის იზოლირება, შემცირდეს მასთან დიპლომატიური კონტაქტები და დაჩქარდეს მუშაობა რუსეთის მიმართ სანქციათა მეცხრე პაკეტის მომზადების დასასრულებლად. რეზოლუციას ხმა მისცა 494-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 58, თავი შეიკავა – 44-მა.

მეორე უძველესი პროფესიის (ჟურნალისტიკა) წარმომადგენლებმა, რომლებიც პირველი უძველესი პროფესიის (პროსტიტუცია) წარმომადგენლებს თავიანთ სპეციალობაში ეცილებიან და გადააჭარბეს კიდეც, ეს ამბავი სიხარულით ამცნეს მთელ მსოფლიოს: –  ნახეთ, გაიგეთ, გაიხარეთ, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოაო.

მოდი და, ნუ გაიცინებ…

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here